Parimatch ონლაინ კაზინოს მიმოხილვა – დადებითი და უარყოფითი მხარეები

PariMatch მიმოხილვა / Parimatch Review

Parimatch წარმოადგენს ონლაინ კაზინოს, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობის 25 წელზე მეტს ითვლის. ეს ბუკმეიკერი განსაკუთრებით დსთ-ს რეგიონშია ცნობილი ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ბეთინგისა და კაზინო თამაშების კუთხით.

შედეგად, Parimatch ათასობით ადამიანის ყურადღებას იქცევს პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან. მიუხედავად იმისა რომ მან განვითარების სწრაფი ტემპები დააფიქსირა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის დამახასიათებელ მყუდრო ხასიათს, რაც მას ნამდვილად ხდის უნიკალურს და გამორჩეულს ბაზრის სხვა მოთამაშეთა შორის.

საერთაშორისო ონლაინ ბეთინგ კომპანია უკრაინაში დაფუძნდა 1994 წელს. მისი ლიცენზია გაცემულია Curaçao Gambling Commission-ის მიერ და ოპერირებს .com დომენურ ზონაში. Parimatch ბრენდი ასევე ოპერირებს რუსეთში .ru დომენურ ზონაში. მისი მფლობელია Betring LLC და რუსეთში 2009 წლიდანაა წარმოდგენილი ლიცენზია #12-ის უფლებებით რომელიც რუსეთის ფედერალური საგადასახადო სერვისის მიერაა გაცემული. პირველად ის ფოკუსირდებოდა ლოკალურ სერვისებზე, მაგრამ 2017 წლიდან უკვე გარდაიქმნა ონლაინ ბეთინგ კომპანიად.

დღესდღეობით კომპანიას უკვე ათასობით მომხმარებლის ნდობა აქვს მოპოვებული და მისი მიმდინარე მიზანს წარმოადგენს საკუთარი ტექნოლოგიის კიდევ უფრო განვითარება, რათა უზრუნველყოს ახალი, მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება.

სერვისი პოპულარულია რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, მოლდოვაში, საქართველოსა და სხვა ტერიტორიებზე.

Parimatch -ს სამართლებრივი უფლებები აქვს არამხოლოდ Curaçao-ს სათამაშო ლიცენზიისგან, არამედ მას ბელორუსიის გადასახადებისა და მოვალეობების სამინისტროს, ყაზახეთის ტურიზმის ინდუსტრიისა და სპორტის სამინისტროს კომიტეტის, საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს, მოლდოვას სალიცენზიო პალატისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიები გააჩნია.

Parimath იძლევა მაღალი სტანდარტის უსაფრთხოებისა და სანდოობის გარანტიას, 24/7 მომხმარებელთა სერვისს და რაღათქმაუნდა ფსონების ტიპების ფართო არჩევანს. მომხმარებლის დამოწმებას ძირითადად 1-2 დღიანი პერიოდი სჭირდება და იწყება მაშინ, როდესაც მოთამაშე პირველად მოითხოვს თანხის განაღდებას. კომპანიას აქვს უფლება გთხოვოთ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • პასპორტი;
  • იმ ბარათის ასლი, რომელიც ფულის დეპოზიტზე განთავსებისთვის გამოიყენეთ;
  • ციფრული ფოტო;
  • მართვის მოწმობა;
  • დაბადების მოწმობა;
  • საერთაშორისო პასპორტი;
  • კომუნალური ჩეკები;
  • საბანკო განაცხადი.

პროდუქტები

ბეთინგი, კაზინო, Esports, თამაშები, ლაივ კაზინო, ლატარია, პოკერი, ვირტუალური სპორტის სახეობები

უპირატესობები:

  • ფსონის სწრაფად დადება
  • ბევრი საბრძოლო სპორტის ბაზარი
  • 96%+ ინგლისურ პრემიერ ლიგაზე
  • 24/7 მომხმარებლის სერვისი
  • ბიტკოინ ტრანზაქციები
  • უამრავი სპეციალური პირდაპირი ფსონი
  • მშვენიერი ლაივ ბეთინგ სექცია
  • 25+ სპორტის სახეობა
  • უარყოფითი მხარეები:
  • ლაივ ბეთინგის მიღების სინელე
  • შეზღუდულია ბევრ ქვეყანაში
  • საიტი უკეთ უნდა იყოს თარგმნილი
  • ვერიფიკაციის მკაცრი პოლიტიკა
  • დახმარების ენების სიმცირე
ვებსაიტი
www.parimatch.com
დაარსების წელი
1996
ონლაინ გაშვების წელი
2000
ლიცენზიის მფლობელი
Pari-Match N.V.
მსგავსი კომპანიები
Pari – Match Services Ltd, VINCEZA LTD.
მისამართი
Dr. M.J. Hugenholtzweg Z/N UTS Gebouw, Curacao, Netherlands Antilles
ლიცენზირების ადგილი
Curacao
ბუკმეიკერის ტიპი
European

PariMatch ბონუსები  / PariMatch Bonuses

500 დოლარამდე კაზინოს Welcome ბონუსი

მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ რომ ეს კაზინოა სწორედ სათქვენო ადგილი, დრო დგება იმისა, რომ გადახედოთ Parimatch-ის ბონუსებს. ამ ინდუსტრიაში არსებული სხვა დიდი კომპანიების მსგავსად, ეს ონლაინ კაზინოც ფანტასტიურ მისასალმებელ ბონუსს სთავაზობს მის ახალ მომხმარებლბებს. თუმცა, უმრავლესობა შეთავასებებისგან განსხვავებით, ეს მხოლოდ თქვენს პირველ დეპოზიტს ეხება.

ფაქტობრივად, თუ გამოიყენებთ ბონუს კოდ „100“-ს, თქვენ მიიღებთ შემდეგ სარგებელს:

  • 100% თქვენს პირველ დეპოზიტზე – 100 დოლარამდე – 30x საფსონო მოთხოვნა;
  • 50% მეორე დეპოზიტზე – 150 დოლარამდე – 25x რეფინანსირება;
  • 125% ბოლო დეპოზიტზე – 250 დოლარამდე – 40x საფსონო მოთხოვნა.

ამასთან ერთად თქვენ 20 უფასო სპინს მიიღებთ, რომელსაც გამოიყენებთ „Sin City Nights” თამაშში გამოსაყენებლად. მაქსიმალური თანხის ოდენობა, რასაც ამ ბონუსით გამოიმუშავებთ 500 დოლარია, რაც საკმაოდ ბევრია, დაგვეთანხმებით.

სპორტის Welcome ბონუსი

Parimatch თავის ახალ მომხმარებლებს სთავაზობს სპორტის მისასალმებელ ბონუსს 25 ევრომდე ოდენობით. ბონუსის მისაღებად ვებსაიტზე უნდა გახსნათ ახალი ანგარიში და განათავსოთ დეპოზიტი რეგისტრაციიდან 7 დღის მანძილზე. დეპოზიტის მინიმალური ოდენობა შეადგენს 9 ევროს ან 10 დოლარს. ბონუსი 10-ჯერ უნდა ჩამოხვიდეთ ფსონად სპორტის სექციაში. შემდეგ კი შეძლებთ მთლიანი ბონუსის განაღდებასაც.

საქართველოსთვის განკუთვნილი ბონუსები

სპორტი: 100% 25 დოლარამდე

კაზინო: 100% 100 დოლარამდე

PariMatch სლოტები / Parimatch Slots

20-მდე სპორტის სახეობიდან აუცილებლად იპოვნით თქვენთვის საინტერესო გასართობს. საიტზე მთავარი ხაზი ისეთი კლასიკური თამაშებია როგორიც ფეხბურთი ან კალათბურთია, თუმცა ასევე შეხვდებით ექსტრავაგანტულ eSports-საც. სრული ჩამონათვალი კი შემდეგ ბეთინგის სახეობებს მოიცავს:

  • “Single” – ფსონი ერთ მოვლენაზე.
  • “Parlay” – ფსონი რამდენიმე მოვლენაზე.
  • “System” – ფსონების სრული კომბინაცია.
  • “Parlay+” – მოვლენების დამატებითი დღიური ჩამონათვალი, სადაც ფსონები გაზრდილი ალბათობებით მიიღება სპეციალურ პირობებში.

 

HOT FRUITS 20

ცნობილი ავსტრიული კომპანია Amatic-ის ხილის თემატიკის სლოტია Hot Fruits 20. თამაშის გამოსვლა 2018 წლის 5 სექტემბერს დაანონსდა. ბევრი წლის მანძილზე კლასიკური ხილის სლოტები ინარჩუნებდა ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს სათამაშო ინდუსტრიაში.

  • განლაგება: 5×3;
  • მოგების ხაზები: 20;
  • მერყეობა: დაბალი
  • მოხვედრის წილი: საშუალო
  • ბონუს სიმბოლოები: შეკრული ვაილდ სიმბოლოები, სკატერ სიმბოლო;
  • ტექნოლოგია: HTML5;
  • პლატფორმები: Desktop და მობაილ.

მოგებისათვის მოთამაშემ უნდა შეაგროვოს მომგებიანი კომბინაცია, რაც სულ მცირე სამი იდენტური სიმბოლოა მოგების ხაზზე.

3x, 4x და 5x საზამთრო შესაბამისად განიჭებთ 100, 400 და 2000 კრედიტს; ყურძენი და ქლიავი 3x და 5x – 100, 200 da 1000 კრედიტი; ფორთოხალი და ლიმონი 3x, 4x, 5x – 50, 100 და 500; ალუბალი 3x, 4x, 5x – იგივე 50, 100, 500. მთავარი კლასიკური მომგებიანი სიმბოლო „შვიდიანი“ x, 4x, 5x ფეიაუთით 200, 2000 და 5000 კრედიტით.

ახალი სლოტი Hot Fruits 20 სტანდარტული მახასიათებლებით და მეგობრული ინტერფეისითაა წარმოდგენილი, რაც დამწყებებისთვისაც იდეალურ სათამაშო განწყობას უზრუნველყოფს.

DIVINE FORTUNE

The Divine Fortune ვიდეო სლოტი ახალთახალი პროგრესული ჯეკპოტია, რომელსაც კომპანია NetEnt წარმოადგენს. თამაში გთავაზობთ 5 დოლურას, 20 ფეილაინს და 3 განსხვავებულ ჯეკპოტს. ამ თამაშით თქვენ გადადიხართ ელინურ ხანაში. სადაც ისეთი არსებები, როგორიც მედუზა, ფენიქსი და მინოტავრია, დასეირნობენ ბერძნულ კუნძულებზე და მიწებზე. ყველაზე აღმაფრთოვანებელი ამ თამაშში მისი სპეცილაური მახასიათებლებია. Divine Fortune ვიდეო სლოტში შესაძლებელია სხვადასხვა კომბინაციებით უამრავი პრიზი მოიგოთ. ყველაზე ძვირფასი კი რაღათქმაუნდა პროგრესული ჯეკპოტის მახასიათებელია. მაგრამ უფასო სპინები და Wild on Wild არანაკლებ მიმზიდველი რამაა.

რაც შეეხება ფსონებს: მცირე ჯეკპოტის შემთხვევაში სპინში იხდით 0.2 ევროს და მაქსიმალური ამონაგები შეადგენს 4.00 ევროს, რადგან ჯეკპოტი თქვენ მიერ დადებული ფსონის 20-ჯერ მეტი ოდენობაა. მთავარი ჯეკპოტის შემთხვევაში კი იღებთ 100-ჯერ მეტ ოდენობას. აღსანიშნავია მეგა ჯეკპოტიც, რომელიც პროგრესულია და დროთა განმავლობაში იზრდება.

  • მცირე ჯეკპოტი: 20-ჯერ თქვენი ფსონი
  • მთავარი ჯეკპოტი: 100-ჯერ თქვენი ფსონი
  • მეგა ჯეკპოტი: პროგრესული

აღსანიშნავია რომ ჯეკპოტის ბონუს თამაშში შესაძლებლობა გეძლევათ ერთ ან მეტ ჯეკპოტსაც კი გამოკრათ ხელი. როგორ? თქვენ უნდა გაავსოთ მთლიანი ფეილაინი მონეტებით სპეციალური ტურის მანძილზე. როცა პირველ მწკრივს აავსებთ, მოიგებთ მცირე ჯეკპოტს. როდესაც მეორე მწკრივსაც აავსებთ, იგებთ მთავარ ჯეკპოტს და მესამე მწკრივის ავსების შემდეგ იგებთ უზარმაზარ პროგრესულ ჯეკპოტს.

რა თქმა უნდა ჯეკპოტის ბონუს თამაში ამ სლოტის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილია, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა სხვა ტიპის ბონუსებიც. მაგალითად, ვაილდ რესპინები. მას შემდეგ რაც ვაილდ სიმბოლოს აღმოაჩენთ (ცხენი) ვაილდი სლოტის რესპინებს გააკეთებს. თითოეული რესპინის შემდეგ ცხენი თითო მწკრივს ჩამოყრის. რესპინების მანძილზე ვაილდების მოსვლის შანსებიც უფრო იზრდება. შესაბამისად რამდენიმე ვაილდის და სპინის შეგროვება საგრძნობლად მარტივდება.

თამაშის განმავლობაში შესაძლებელია ვაილდი ვაილდზე კომბინაციაც მოგივიდეთ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ვაილდით მიღებული რესპინით კვლავ ვაილდი ამოგდით. და ეს საბოლოო ჯამში მთლიან დოლურას ვაილდ ფიგურებით აგივსებთ. რაც იწვევს მინიმუმ 3 ახალ სპინს. ლოგიკურია რომ ეს კომბინაცია აუცილებლად კარგ მოგებებზეც გაგიყვანთ და ამასთანავე Divine Fortune-ს ჯეკპოტ ბონუს თამაშის მიღების შანსსაც ზრდის! ქვემოთ მოცემულ გამოსახულებაზე ხედავთ, როგორ გამოიყურება ეს კომბინაცია

Divine Fortune-ს თამაშისას შესაძლებელია უფასო სპინებიც მოიგოთ. ეს მახასიათებელი 3 ან მეტი სკატერ სიმბოლოს მოგების შემდეგ აქტიურდება და მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმ სკატერ სიმბოლოთა ოდენობაზე, რომელთაც შეაგროვებთ.

  • 3 სკატერ სიმბოლოთი დაჯილდოვდებით 5 უფასო სპინით.
  • 4 სკატერ სისმბოლოს შემთხვევაში – 8 უფასო სპინით.
  • 5 სკატერ სიმბოლოს შემთხვევაში კი გადმოგეცემათ 12 უფასო სპინი.

PariMatch  წვდომა / Parimatch Access

Parimatch -ის ვებსაიტის ახალ ვერსიას საკმაოდ კარგი დიზაინი აქვს. ლოგოს ყვითელი ფერი ასევე გამოიყენება ნავიგაციის მთავარი სექციების გამოსაკვეთად. ასევე, კლასიკური შავი და თეთრი ფერებიც დაემატა Parimatch -ის ფერთა სქემას.

საიტზე თვალში გეცემათ ერთი მთავარი სანავიგაციო და ერთიც მენიუს ველი, გვერდის მარცხენა მხარეს. ზედა მენიუდან მოთამაშეებს შეუძლიათ სასურველი სექციის არჩევა, სადაც ისინი ითამაშებენ ან განათავსებენ ფსონებს. მარცხენა მხარეს მდებარე მენიუზე კი სწრაფი ბმულებია წარმოდგენილი, რომელიც განსხვავებულ სექციებსა და სპორტის სახეობებზე გადაგიყვანთ.

გვერდის მთავარ ნაწილს კი ინტერაქციული სლაიდერი წარმოადგენს, რომელზეც მუდამ ახლდება შემოთავაზებები და ღონისძიებები. მარჯვენა მხარეს კი ფსონების ზოლსა და თქვენს აქტიურ ფსონებს დაინახავთ.

ვებსაიტზე ასევე მარტივად და სწრაფად შეძლებთ დადგენილებებისა და პირობების, თანხის დეპოზიტისა და განაღდებისა და მომხმარებლის სერვისის ნახვასაც.

პლატფორმა ხელმისაწვდომია როგორც desktop, ისე მობილურ ვერსიებზეც, ასევე Android  და iOS ოპერაციული სისტემის მქონე მობილურ მოწყობილობებზეც.

ონლაინ ბუკმეიკერის კონკურენტუნარიანობას თანამედროვე სამყაროში, განსაზღვრავს ის, აქვს თუ არა მას მობილური აპლიკაცია და აღსანიშნავია რომ პროფესიონალი მოთამაშეებიც თამაშის ამ ფორმას ანიჭებენ უპირატესობას.

საბედნიეროდ, Parimatch -ის ერთ-ერთი დიდი ღირსება მისი ფანტასტიური აპლიკაციაა, რომელიც პლატფორმის მიუხედავად მომხმარებელს ერთიდაიმავე, მაღალი ხარისხის გამოცდილებას სთავაზობს, desktop-ის სანაცვლოდ.

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ანდროიდ აპლიკაცია Google Play Store-ზე არაა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მის ჩამოსატვირთათ უნდა ეწვიოთ Parimatch დესკტოპ საიტს და მიჰყვეთ ინსტრუქციებს. მეორეს მხრივ, iOS მომხმარებლები უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობენ, ვინაიდან მათ App Store-ში, ნამდვილად მოიპოვება აღნიშნული აპლიკაცია და მისი ჩამოტვირთვაც რამდენიმე წამის საქმეა.

მობილურ აპლიკაციას ზუსტად იგივე დიზაინი აქვს, ასე რომ, ნავიგაცია ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, თუ Parimatch -ის desktop ვებსაიტი ოდესმე გამოგიყენებიათ.

PariMatch თამაშები / PariMatch Games

Parimatch დიდი ხნის მანძილზე იყო ორიენტირებული ექსკლუზიურად სპორტის ფსონებზე, მაგრამ მათ ერთბაშად გააცნობიერეს რომ საკმაოდ ბევრს კარგავდნენ ონლაინ კაზინოს არქონის გამო. შესაბამისად მათ სათამაშო სტრუქტურა გაამდიდრეს ამ წარმატებული განყოფილებითაც და სხვა კაზინოებთან შედარებით, მართალია არ გამოირჩევიან თამაშების სიმრავლით, თუმცა მათი უმრავლესობა ორგანიზაციის შიგნითაა შექმნილი, რაც მოთამაშეებს არწმუნებს იმაში, რომ ამ თამაშების ანალოგს სხვაგან დანამდვილებით ვერ იპოვნიან.

სათამაშო ოპერატორმა გადაწყვიტა ახალი მოთამაშეებისათვის არ მიენიჭებინა ბონუსები და ძალიან მწირი წახალისების აქციები უბრალოდ გასცემს უფასო სპინებს, ნაცვლად ფულადი პრიზებისა. თუმცა ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი მომენტი კაზინოს მოთამაშეთა სეგმენტისთვის ის გახლავთ რომ მხოლოდ  ბლექჯეკის და რულეტის კლასიკური ვერსიებია ლაივ კაზინოს სექციაში ხელმისაწვდომი. პოკერის ოთახი კი შედარებით ახალი დამატებაა მათ სათამაშო პროდუქტების ჩამონათვალში.

PariMatch პოკერი / PariMatch Poker

პოკერი დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შედეგად მეტი ბუკმეიკერი ცდილობს მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის პოკერის თამაშის გამოცდილება შესთავაზოს. თუმცა, Parimatch დღემდე ერთ-ერთი ლიდერია ამ დარგში თავისი ინდივიდუალური პოკერის სექციით.

აქ შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ მიმდინარე სხვადასხვა ტურნირებიდან რომელში მიიღებთ მონაწილეობას. ამას გარდა, არსებობს ცალკე, სპეციალური სექცია, რომელიც გასწავლით, როგორ უნდა განათავსოთ ფსონი. ლოგიკურია რომ ეს მახასიათებელი ნებისმიერი ახალი პოკერის მოთამაშისათვის დიდებული საშუალებაა, რადგან ეს თამაში თავიდან ხშირად დამაბნეველია.

BetGames სექცია PariMatch -ზე

სხვა ონლაინ სათამაშო ვებსაიტებისგან განსხვავებით, აქ საშუალება გეძლევათ ითამაშოთ საფსონო თამაშები. აღნიშნული თამაშებს ლაივში სხვა ადამიანებსა და კრუპიეებთან თამაშობთ, რაც დაგვეთანხმებით, რომ ყველაზე რეალური შესაძლო გამოცდილებაა.

შეგიძლიათ აირჩიოთ აღნიშნულ თამაშთაგან თქვენთვის სასურველი:

  • Lucky 5, 6, 7
  • Hot 7
  • Dice Duel
  • Wheel of Fortune
  • Bet on poker
  • War of bets
  • Bet on Baccarat

ჩვენ დარწმუნებით გირჩევთ რომ გადახედოთ ყველაფერს, რასაც Parimatch ამ სესიაში გთავაზობთ. ნამდვილად გაოცდებით იმით, თუ რამდენად იოლი და მომხმარებელზე მორგებულია მათი ყოველი დეტალი.

PariMatch სპორტბეთინგი / PariMatch Sportsbook

სპორტული მოვლენების მიმართულებით Parimatch იღებს ფსონებს, რომლებიც დაკავშირებულია სპორტის შემდეგ სახეობებთან:

  • ფეხბურთი;
  • ყინულის ჰოკეი;
  • ტენისი;
  • ამერიკული ფეხბურთი;
  • ბეისბოლი;
  • კალათბურთი;
  • ფრენბურთი;
  • პლაჟის ფრენბურთი, მაგიდის ტენისი, ბადმინტონი;
  • წყლის პოლო, ხელბურთი, პლაჟის ფეხბურთი, ფუტსალი, მინდვრის ჰოკეი;
  • ფორმულა 1, Nascar, MotoGP;
  • UFC;
  • ბოქსი / შერეული საბრძოლო ხელოვნება;
  • ავსტრალიური ფეხბურთი;
  • KENO (20 – 80-დან) (უკრაინა);
  • სუპერლოტო (6 – 52-დან) (უკრაინა);
  • LOTO TRYIKA (3 – 10-დან) (უკრაინა);
  • LOTTO MAXIMA (5 – 45-დან) (უკრაინა);
  • ბურთიანი ჰოკეი;
  • ბიატლონი;
  • ბილიარდი, დართსი, სნუკერი;
  • რაგბი;
  • ჭადრაკი, შაში/ნარდი;
  • ათლეტიკა;
  • გოლფი;
  • ველორბოლა, თხილამურებით სრიალი;
  • ქარლინგი;
  • ბოულინგი;
  • ტელე გეიმ შოუ“რა? სად? როდის?”;
  • ევროვიზიის კონკურსი;
  • eSports (Dota 2 / League of Legends, Counter Strike: Global Offensive, Starcraft 2, HearthStone, Overwatch, World of Tanks, PUBG, Dota 2. Auto chess);
  • კრიკეტი;
  • ვირტუალური ფეხბურთი;
  • ვირტუალური კალათბურთი;
  • ვირტუალური ტენისი.

PariMatch ვირტუალური სპორტი / PariMatch Virtual Sport

Parimatch -ის ტოტალიზატორი, უდავოდ, ძალიან კარგია. თუმცა იქნებ ცოტათი სხვა რამეზე გსურთ „ნადირობა“? შესაძლოა დილის 3 საათზე მოინდომოთ ლაივ ფსონის განთავსება თქვენს ფავორიტ გუნდზე?

მიუხედავად დადებითი მხარეებისა, ტოტალიზატორსაც აქვს შეზღუდვები ვინაიდან ის მიმდინარე მატჩებს მოიცავს. თუმცა ვირტუალური სპორტის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. არ აქვს მნიშვნელობა სამშაბათის დილის 5 საათია თუ შუადღე, აქ ყოველთვის დაგხვდებათ რაღაც, რაზეც ფსონს დადებთ.

Parimatch ამჟამად გთავაზობთ ვირტუალური სპორტის შემდეგ სახეობებს:

  • ფეხბურთი (რეგულარული და მსოფლიო ჩემპიონატი)
  • კალათბურთი
  • ტენისი

PariMatch eSports

ბევრი ადამიანი eSports -ს ონლაინ ბეთინგის მომავლად მიიჩნევს და ამის განმაპირობებელი ხშირად უმრავლესი თამაშების გამაოგნებელი საპრიზო ფონდებია.

სხვა ბუკმეიკერებისაგან განსხვავებით, რომლებიც ერთ ან ორ თამაშს გთავაზობენ, Parimatch -ს ბევრად უფრო დიდი სპექტრი აქვს ამ სექციაში. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ფსონის დადება ყველაზე პოპულარულ eSports -ზე, როგორიცაა:

  • Counter-Strike
  • Dota 2
  • League of Legends
  • Rainbow6
  • Overwatch
  • Starcraft 2
  • Rocket League

ყოველი თამაში შედგება რამდენიმე ტურნირისგან და აქ არსებული თამაშები ნამდვილად მაღალკონკურენტუნარიანია.

PariMatch ლაივ სპორტი / Parimatch Live Sport

 

მართალია მატჩისწინა ფსონის დადება ნამდვილად ამაღელვებელია, მაგრამ ეს ვერც კი შეედრება იმ შეგრძნებას, რომელსაც ლაივ ბეთინგისას განიცდით. საბედნიეროდ, Parimatch ერთ-ერთი იმ იშვიათი ბუკმეიკერთაგანია, რომელიც მის მომხმარებელს გასაოცარ ლაივ სექციას სთავაზობს.

აქ თქვენ შეძლებთ ფსონების განთავსებას ისეთ თამაშებზე, რომლებიც უკვე მიმდინარეობს და არ აქვს მნიშვნელობა იმასაც, თუ რამდენი ხანია მათ დამთავრებამდე დარჩენილი. თითოეული სპორტი წარმოდგენილია წყება ბაზრებით რომელთა შორისაც უნდა გააკეთოთ არჩევანი. თუ კონკრეტული სპორტის შესახებ საჭირო ცოდნა გაგაჩნიათ, ეს ნამდვილად კარგი გზა იქნება მათ პრაქტიკაში გამოსაყენებლად.

PariMatch კაზინო / PariMatch Casino

 

ტოტალიზატორთან ერთად Parimatch -ზე ასევე წარმოდგენილია სრულებით აღჭურვილი კაზინოს განყოფილება. მართალია ის ამდენად ცნობილი არ არის, მაგრამ სხვებთან შედარებით ეს სექცია ცოტა მეტად თვალშისაცემია.

კაზინოს სექციის საერთო განლაგება უფრო მარტივად და მოსახერხებლად გამოყენებადია. მართლაც, ამ განყოფილებაში მოხვედრისას ისეთ საუკეთესო თამაშებს იხილავთ, რომელიც სხვა ბუკმეიკერებთან არასოდეს შეგხვედრიათ. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ არჩევანი გააკეთოთ სლოტებს, ბლექჯეკს, პოკერს, რულეტს, სლოტ მოწყობილობებს, სამაგიდო თამაშებს შორის თქვენთვის სასურველზე.

მარცხენა მხარეს მოცემული სწრაფი ბმულების მენიუდან კი მარტივად შეძლებთ საიტის სხვა განყოფილებებში მანევრირებას.

PariMatch ლაივ კაზინო / PariMatch Live Casino

უდავოდ, Parimatch-ს შესანიშნავი კაზინოს განყოფილება აქვს. თუმცა თუ თამაშის განმავლობაში ცოტათი მეტი მღელვარება გსურთ, ამ შემთხვევაში ლაივ კაზინო დიდ დახმარებას გაგიწევთ. აქ თქვენ შეგხვდებათ თამაშების უზარმაზარი არჩევანი ყველაზე ნიჭიერი და ცნობილი ლაივ დილერებისაგან. Parimatch-ის ლაივ კაზინო იმავე შეგრძნებებს გაგიღვივებთ, როგორსაც ლას ვეგასში ყოფნისას მიიღებდით. თამაშების არჩევანი ძალიან დიდია და მოიცავს ისეთ თამაშებს, როგორიცაა: ბაკარა, ბლექჯეკი, რულეტი, დრიმ ქეჩერი და ბევრი სხვა.

PariMatch – გადახდის მეთოდები / PariMatch payment methods

  • რეგისტრაციის ბონუსი შეადგენს 50 დოლარს მომხმარებლებისათვის, რომლებიც პირველ 50 დოლარზე მეტ დეპოზიტს განათავსებენ.
  • ”Bets+” – ყოველი 101-ე ფსონი უფასოა.
  • VIP ფსონის მიღების შესაძლებლობა გაძლევთ დადოთ მაქსიმალურზე მეტი სიდიდის ფსონი.

თანხის დეპოზიტზე განსათავსებლად ან მოგების მისაღებად, მომხმარებლებს შეუძლიათ არაერთი გადახდის სისტემისა და მეთოდის გამოყენება:

  • Visa და Mastercard;
  • Sberbank, Alpha Bank, Promsvyazbank-ის ონლაინ საბანკო სისტემები;
  • Skrill, Neteller, Qiwi, YandexMoney, Webmoney, Moneta.ru, Easypay, ComePay;
  • Bitcoin;
  • «Privat24», Liberty Bank, და სხვები.

მოთამაშეებს შეუძლიათ გახსნან ანგარიში შემდეგ ვალუტებში: რუსული რუბლი, დოლარი, ევრო, უკრაინული გრივნა, ქართული ლარი, პოლონური ზლოტი, ტაჯიკური სომონი, მოლდოვური ლეუ და თურქმენული მანათი.

ქვემოთ მოცემული ცხრილი კი უფრო დეტალურად გაგაცნობთ თუ რა მინიმალური და მაქსიმალური დეპოზიტისა და განაღდების ნიშნულებს შეხვდებით აღნიშნულ ბუკმეიკერთან.

გადახდის მეთოდი მინიმალური დეპოზიტი მაქსიმალური დეპოზიტი დეპოზიტის დრო გასანაღდებელი მინიმუმი გასანაღდებელი მაქსიმუმი განაღდების დრო
Visa 10 ევრო 5000 ევრო დაუყოვნებლივ 20 ევრო ულიმიტო 12 საათი – 3 დღე
MasterCard 10 ევრო 5000 ევრო დაუყოვნებლივ 20 ევრო ულიმიტო 12 საათი – 3 დღე
Entropay 10 ევრო 5000 ევრო დაუყოვნებლივ 20 ევრო ულიმიტო 15 წუთი – 12 საათი
Neteller 35 ევრო ულიმიტო დაუყოვნებლივ 10 ევრო 1875 ევრო 15 წუთი – 12 საათი
WebMoney 1 ევრო ულიმიტო დაუყოვნებლივ ულიმიტო ულიმიტო 15 წუთი – 12 საათი
Qiwi 1 ევრო 330 ევრო დაუყოვნებლივ 10 ევრო 330 ევრო 15 წუთი – 12 საათი
Perfect Money 1 ევრო ულიმიტო დაუყოვნებლივ 3 ევრო ულიმიტო 15 წუთი – 12 საათი
AdvCash 1 ევრო ულიმიტო დაუყოვნებლივ 3 ევრო ულიმიტო 15 წუთი – 12 საათი

თანხის განაღდებისათვის თითქმის ყველა ზემოთ ნახსენები მეთოდი მუშაობს. განაღდების დრო დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ მეთოდზე. თუმცა, ძირითადად ამას 15 წუთიდან 3 დღემდე პერიოდი სჭირდება.


PariMatch მომხმარებელთა მხარდაჭერა / PariMatch Support

ქართველ, ბერძენ და რუს მოთამაშეებს ნამდვილად შეუძლიათ საკუთარ თავს იღბლიანები უწოდონ, ვინაიდან Parimatch ბუკმეიკერთა იმ ძალიან მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც საკუთარი ვებსაიტი ამ ენებზე აქვთ თარგმნილი. ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებსაც შეხვდებით საიტზე, მაგრამ, სამწუხაროდ მომხმარებლის სერვისი ხელმისაწვდომი არცერთ ამ ენაზე, არ გახლავთ.

ნაცვლად ამისა, რუს მომხმარებლებს აქვთ უფასო ცხელი ხაზის ნომერი, სადაც ყველა მოთამაშეს შეუძლია ითხოვოს დახმარება და ასევე აქტიურია ელფოსტის სერვისიც. ლაივ ჩატიც ხელმისაწვდომია და ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ პირდაპირი ზარითაც.  Parimatch -ს აქვს Twitter ანგარიში მათთვის, ვინც არ იყენებს ისეთ სოციალურ ქსელებს, როგორიც Facebook და Google+-ია.

Live chat: ენები: ინგლისური, გერმანული, რუსული, ბერძნული ესპანური და ქართული

ელფოსტა: support@parimatch.com

ტელეფონი: 8 800 100 9248

მისამართი: Pari-Match N.V. Dr. M.J. Hugenholtzweg Z/N UTS Gebouw, Curacao

აღსანიშნავია რომ მომხმარებლის დახმარების სერვისი 24/7 ხელმისაწვდომია და მოთამაშეებს კითხვის დასმის საშუალება Viber-ის თუ სატელეფონო ზარების საშუალებით შეუძლიათ, მათ კი უპასუხებენ ოფისებიდან რომლებიც უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, მოლდოვასა და საქართველოშია განთავსებული.

PariMatch რეგისტირება  / PariMatch Registration

Parimatch -ის ანგარიშის შექმნა ძალიან სწრაფი და მარტივი პროცესია. სანამ ჩვენ გაჩვენებთ იმას, თუ ზუსტად როგორ უნდა გააკეთოთ ეს, აღნიშვნის ღირსია ის რომ ეს ბუკმეიკერი წარმოდგენილია ვებსაიტის როგორც ძველი ასევე ახალი ვერსიით. თუმცა რეგისტრაციის პროცესი ორივე შემთხვევაში თითქმის იგივეა, მაგრამ არის მცირედი განსხვავებებიც, რაც უნდა გაითვალისწინოთ.

ძველი ვერსია:

  1. დასაწყისისთვის დააჭრეთ „Join Now”-ს რომელიც ზედა მარჯვენა კუთხეშია განთავსებული.
  2. როცა შესაბამისი დიალოგის ფანჯარა გამოვა, თქვენ უნდა შეავსოთ მონაცემები თქვენს შესახებ: დაბადების თარიღი, ანგარიშის ვალუტა, აირჩიოთ, ტელეფონის ნომერი ან ელფოსტის მისამართი და შეიყვანოთ შესაბამისად და მიუთითოთ სასურველი პასვორდი.
  3. დაასრულეთ შემოთავაზებული კონტრაქტის წაკითხვით და დააკლიკეთ „Join now” ღილაკს. ახლა კი უკვე მზად ხართ Parimatch-ის დაუსრულებელი შესაძლებლობების გამოსაკვლევად.

ეს კი საიტის ახალი ვერსიის სარეგისტრაციო ველია. როგორც ხედავთ, შესაყვანი ინფორმაციის მოთხოვნები აქაც უცვლელია.

PariMatch ლიცენზია / PariMatch License

Parimatch -ის ისტორია 1996 წელს იწყება, როდსაც ის გახდა სათამაშო ქსელის წევრი აღმოსავლეთ ევროპაში 400 ბიზნეს ერთეულით. ბრენდის მფლობელია Pari-Match N.V., კომპანია, რომელიც კვიპროსშია დაფუძნებული და ოპერირებს Curacao eGaming-ის ქვეშ.

ავტორიზებული ლიცენზია #1668/JAZ.

რუსეთის სახელმწიფოს მიერ Parimatch -ზე გაცემული ლიცენზიის ხილვა კი შემდეგ მისამართზეა შესაძლებელი: https://www.parimatch.ru/static/license.pdf

PariMatch ხშირად დასმული კითხვები / PariMatch FAQ

რამდენს შეადგენს მოგების მაქსიმალური ოდენობა?

მოგების მაქსიმალური ოდენობა დამოკიდებულია სპორტის იმ სახეობაზე, რომელზეც ფსონი განათავსეთ. მაქსიმალური მოგება ფსონზე შესაძლოა გაუტოლდეს 1 მილიონ დოლარსაც, მაგრამ დღიური მაქსიმალური განაღდების ოდენობა შეადგენს 80,000 ევროს.

არსებობს თუ არა Parimatch -ის Android აპლიკაცია?

დიახ, Parimatch -ს აქვს აპლიკაცია როგორც Android, ისე iOS ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე ელექტრონული მოწყობილობებისათვის.

რა დრო სჭირდება Parimatch -იდან თანხის განაღდებას?

თანხის განაღდების დამუშავება ნამდვილად სწრაფად ხდება და შესაძლებელია 24 საათის პერიოდში განხორციელდეს, არ აქვს მნიშვნელობა თუ გადახდის რა მეთოდი გაქვთ არჩეული გამოსაყენებლად.

როგორ შემიძლია განვათავსო დეპოზიტი Parimatch -ზე?

ეს დამოკიდებულია იმ ვალუტაზე, რომელსაც იყენებთ თქვენი ანგარიშისთვის და ასევე იმ ქვეყანაზე, თუ რომელშიც იმყოფებით თამაშის დროს. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ თქვენ რუსულ რუბლს იყენებთ, შეგიძლიათ დეპოზიტი სხვადასხვა სისტემების გავლით განათავსოთ, ისეთებით, როგორიცაა მობილური გადახდები, დეპოზიტები გადახდის ტერმინალებიდან და ყველა სხვა გავრცელებული მეთოდები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ ევროს, თქვენი ანგარიშის შევსებას მხოლოდ ბარათებისა და ელექტრონული საფულეების საშუალებით შეძლებთ.

როგორ შემიძლია Parimatch -ს დავუკავშირდე?

Parimatch -ის მომხმარებლის სერვისი ხელმისაწვდომია 24/7 და მათ შეგიძლიათ ლაივ ჩატის, ელფოსტის: support@parimatch.com, ტელეფონისა და თქვენი Viber ანგარიშის საშუალებით დაუკავშირდეთ.

რამდენია მინიმალური ფსონი Parimatch -ზე?

არჩეული სპორტის სახეობისა და ფსონის ტიპის მიუხედავად, მინიმალური ოდენობა შეადგენს 1 ევროს.

რას წარმოადგენს Parimatch -ის მიერ შემოთავაზებული სწრაფი ფსონი?

სწრაფი ფსონი წარმოადგენს ფუნქციას, რომელიც გაძლევთ შანსს თქვენი ფსონები ბევრად უფრო მოკლე დროში განათავსოთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლაივ მოვლენის დროსაა.

აქვს თუ არა Parimatch -ს სპორტის მისასალმებელი ბონუსი?

დიახ Parimatch მომხმარებელს სთავაზობს სპორტის მისასალმებელ ბონუსს. Parimatch -ის ყველა შემოთავაზების ნახვა შეგიძლიათ საიტზე „Promotion” ჩანართში. გარდა მისასალმებელი ბონუსებისა, ასევე შეგხვდებათ შემოთავაზებები არსებული მომხმარებელებისათვისაც.

აქვს თუ არა Parimatch -ს ლიცენზია?

დიახ Parimatch გახლავთ ლიცენზირებული ონლაინ სათამაშო ვებსაიტი, რომელიც ხელმისაწვდომია არაერთ ქვეყანაში.

შევძლებ თუ არა Parimatch -ის სიახლეების კითხვას ინგლისურ ენაზე?

არა, სამწუხაროდ ისინი ინგლისურ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი. თუმცა, თქვენ ისეთი იარაღების გამოყენებაც შეგიძლიათ, როგორიც Google Translate-ა, რაც წარმოდგენას მაინც შეგიქმნით მიმდინარე მოვლენებზე.

არის თუ არა არსებითი განსხავება Parimatch -ის ძველ ვერსიასა და ახალ ვერსიას შორის?

მთავარი განსხვავება დიზაინია. რასაკვირველია, ახალი ბევრად უკეთ გამოიყურება. ასევე წარმოდგენილია მცირედი ცვლილებები რეგისტრაციის განყოფილებაში.

შემიძლია თუ არა ლაივ ბლექჯეკის თამაში?

დიახ, ეს თამაში ერთ-ერთია ლაივ კაზინოს ხელმისაწვდომ თამაშთაგან.

შევძლებ თუ არა გავიგო მეტი პოკერის შესახებ?

დიახ, Parimatch -ს გააჩნია „How to play” განყოფილება პოკერის სექციაში.

დაინტერესებული ვარ Dota 2-ით, არის თუ არა ის კვლავ ხელმისაწვდომი?

დიახ, Dota 2 ნამდვილად ხელმისაწვდომია eSports-ის განყოფილებაში.

შემიძლია თუ არა ფსონის განთავსება ვირტუალურ ფეხბურთზე?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ფსონი ვირტუალურ ფეხბურთზე განათავსოთ. აუცილებლად გადახედეთ ვირტუალური სპორტის მთლიან სექციას და ნახეთ, რომელი მათგანი მოგეწონებათ.