პოკერი – თამაშის წესები, ისტორია და კომბინაციების სია

პოკერი ყველაზე პოპულარული თამაშია, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში სპორტის სახეობად ითვლება. პოკერის თამაშის მიზანია მოიგო ფსონები პოკერის მაღალი კომბინაციით, ან აიძულო მოწინააღმდეგე შეწყვიტოს თამაში. თუ პოკერზე ვამბობთ, რომ ის კარტებით თამაშია მაშინ იგივეს თქმა შეიძლება ჭადრაკზე, როგორც ფიგურებით თამაშზე. სინამდვილეში ბანქო პოკერში არის მხოლოდ მოთამაშის ინსტრუმენტი, რის მეშვეობითაც მან ზეწოლა უნდა მოახდინოს მოწინააღმდგეზე დატოვოს თამაში ან სხვადასხვა სტრატეგიით მოუგოს მას. casinohub ეს ის გვერდია, სადაც თქვენ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ პოკერის თამაშის წესებზე, პოპულარულ სტრატეგიებსა და პოკერის ისტორიაზე. აქვე თქვენ შესძლებთ გაეცნოთ პოკერის საუკეთესო პლატფორმის მომწოდებელ გვერდებს.

პოკერის ისტორია

Primero

ჩვენთვის ნაცნობი კარტების თამაშის პირველი დატირებული გამოქვეყნება 1526 წელს უკავშირდება. მაშინ კარტებით თამაშს იტალიაში უწოდებდნენ Primero-ს. ამ თამაშში მოთამაშეებს შეეძლოთ  ფსონის დადება და ფსონებით ვაჭრობა, რომლის დროსაც კარტების უმაღლესი კომბინაციის მქონე მოთამაშე მოგებულად ითვლებოდა.

Poque

პოკერის ფუძემდებელ თამაშად ითვლება მე-16 საუკუნეში საფრანგეთში არსებული თამაში Poque.  ამ თამაშში შესაძლებელი იყო ფსონებით ვაჭრობა და ბლეფიც. ამ თამაშმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა კანადაში და სწორედ აქედან ხდება მისი გავრცელება ამერიკის შეერთერბულ შტატებში.

Poker

1834 წელს ჯონატან. ჰ. გრინმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „An Exposure of the Arts and Miseries of Gambling“, რომელშიც Poque თამაშის ნაირსახეობებზე წერდა და პირველად გამოიყენა სიტყვა Poker. მან ასევე გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „The Cheating Game“, რომელიც შულერების სახელმძღვანელოდ იქცა და დიდი პოპულარობა მოიპოვა, სწორედ აქ მან წიგნის დიდი ნაწილი სწორედ პოკერის თამაშს დაუთმო.

1950-იან წლებამდე პოკერი მამაკაცურ თამაშად ითვლებოდა, მაგრამ დრო და დრო პოკერის მოყვარული ქალბატონებიც გამოჩნდნენ, რაც პოკერს განსაკუთრებული შარმი მისცა. 1970-იანი წლები პოკერის ისტორიაში ნიშანდობლივი პერიოდია, 1970-ში პოკერის პირველი მსოფლიო ტურნირი WSOP ჩატარდა, დღეს კი აღნიშნული ტურნირი პოკერის ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, რომლის მოგებულებიც მაღალ საპრიზო თანხებსა და უნიკალურ ოქროს სამაჯურებს იღებენ.

პოკერის პოპულარობა დღითი დღე საგრძნობლად იზრდება, ამას ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიებმა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ინტერნეტ სივრცეში ითამაშოს პოკერი. casinohub კი თქვენ საშუალებას მოგცემთ სწორი არჩევანი გააკეთოთ. თუ სად ითამაშოთ. ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ყველაზე მომგებიან აქციებზე, უდეპოზიტო ბონუსებსა და მომხიბვლელ შეთავაზებებზე.

 

 

პოკერის მრავალი სახეობა არსებობს, მათგან ნიშანდობლივია:

  • ტექასური ჰოლდემი
  • ომაჰა
  • 32 ბანქო
  • ამერიკანა
  • ტექასური 6+

პოკერის წესები

ტექასური ჰოლდემი  

პოკერს ბანქოს სხვადასხვა ოდენობით თამაშობენ 32, 36, 54 კარტით, მაგრამ ყველაზე პოპულარული პოკერის 52 კარტით თამაშია. მას რამდენიმე მოთამაშე თამაშობს (2 -დან 10-მდე). პოკერის სახეობა, ტექასურ ჰოლდემში ირიგება 2-2 კარტი, რის შემდეგაც მოთამაშეებს შორის იწყება ვაჭრობა. ამ რაუნდს უწოდებენ პრე-ფლოპს. დილერის მარცხვნივ მჯდომი ორი მოთამაშე ვაჭრობამდე დებს ფსონებს, რომლებსაც ეწოდება ბლაინდები. ეს წესი იმისთვისაა შექმნილი, აქტირი თამაშისკენ რომ აძლევდეს სტიმულს ოპონენტებს. (თუ თქვენ დამწყები მოთამაშე ბრძანდებით, მაშინ თქვენთვის უკეთესი იქნება ბოლო პოზიცია დაიკავოთ თამაშში, რათა ოპონენტების ტაქტიკას თვალი ადევნოთ.ეს არ  არის პოკერის წესი, უბრალოდ თავისებური ტაქტიკური ნაბიჯია). მას მერე, რაც მოთამაშეებმა დადეს ბლაინდები ვაჭრობის პირველი რაუნდი იწყება. ფსონის დადების რამდენიმე სახეობა არსებობს:

  • bet- ფსონის დადება
  • call- ფსონის იმავე რაოდენობის დადება, რაც მოწინააღმდეგემ დადო, ასე ვთქვათ გათანაბრება
  • raise- ფსონის გაზრდა
  • fold – კარტების აყრა, თამაშის გაგრძელებაზე უარის თქმა
  • check – ფსონის გამოტოვება- იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ოპონენტებს ჯერ არ უდევთ ფსონი, ან თქვენ უკვე დადებლი გაქვთ.
  • all in – ვაბანკი, ამ შემთხვევაში მოთამაშე სრულად დებს ხელთ არსებულ ჩიპებს.

ვაჭრობა რამდენიმე რაუნდით გრძელდება და წრე მაშინ სრულდება, როდესაც მოთამაშეებს თანაბარი რაოდენობის ფსონი აქვთ დადებული ან აყრილი აქვთ კარტები.

ვაჭრობის პირველი წრის დასრულებისას, თუ დარიგებისას მაგიდაზე ზის ერთ ადამიანზე მეტი ( ანუ ყველამ არ აყარა კარტი), მაგიდაზე იდება პოკერის სამი კარტი, რომელსაც უწოდებენ ფლოპს (flop). აღნიშნული საერთო კარტები თქვენ უნდა გამოიყენოთ საუკეთესო კომბინაციის ასაწყობად. პირველი რაუნდის შემდგომ იწყება მეორე რაუნდო, რომელსაც თერნს (turn) უწოდებენ. ფლოპის ანალოგიურად აქაც ვაჭრობა მიმდინარეობს ფსონებით. თერნის შემდგომ, თუ მაგიდაზე ერთ ადამიანზე მეტი რჩება, პოკერის საერთო ბოლო კარტს დებენ და ამ რაუნდს უწოდებენ რივერს (river). რივერის შემდგომ ვაჭრობის კიდევ ერთი წრე მიმდინარეობს და შემდეგ უკვე კარტების ჩვენების დროც დგება (showdown), სადაც იმარჯვებს საუკეთესო კომბინაცია, რომელიც მაგიდის 5 საერთო კარტითა და 2 საკუთარი კარტის მეშვეობით გროვდება.

პოკერის კომბინაციები

1. Royal Flush – როიალ ფლეში – 5 ყველაზე მაღალი ერთი მასტის კარტი.

2. Straight Flush – სტრაიტ ფლეში – ერთი მასტის 5 კარტი თანმიმდევრული დალაგებით

3. Four of a Kind – კარე – ერთი რანგის 4 კარტი.

4. Full House – ფულჰაუსი – კომბინაცია, სადაც ერთდროულად წყვილი და სამეულია.

5. Flush – ფლეში – ერთი მასტის 5 კარტი ( თანმიმდებრობის გარეშე).

6. Straight – სტრიტი – თანმიმდევრულად დალაგებული კარტები (ნებისმიერი მასტის)

7. Three of a Kind – სამი ერთნაირი (სეტი) – ერთი რანგის სამი კარტი კომბინაციაში

8. Two Pair –  ორი წყვილი – ორი ერთნაირი კარტის წყვილი (ორჯერ) კომბინაციაში

9. One Pair – წყვილი – ორი ერთნაირი კარტი

10. High Card – მაღალი კარტი – ერთ-ერთი მაღალი კარტი თუ აჯობებს მოწინააღმდეგის კომბინაციას, მაშინ მოგებულია.

ლიმიტები პოკერში 

პოკერის თამაშები განსხვავდება ფსონების დადების შეზღუდვების მიხედვით:

ლიმიტირებული პოკერი პოკერი შესაძლებელია იყოს ფიქსირებული ლიმიტით, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული თამაშის პარამეტრებში და ასევე არსებობს დიაპაზონური ლიმიტი, რომლის შემთხვევაში ფსონის ოდენობა შესაძლებელია იცვლებოდეს გარკვეული შეზღუდვების არეალში: ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული რაუნდისთვის ფსონის მაქსიმალური ოდენობაა განსაზღვრული, რომელზე მეტის დადება შეუძლებელია.

პოტ- ლიმიტირებული პოკერი

პოტ-ლიმიტირებული პოკერის შემთხვევაში, მოთამაშეს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი ოდენობის ფსონის დადება, თუმცა მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო ბანკის ოდენობას.

ულიმიტო პოკერი

ულიმიტო პოკერის შემთხვევაში მოთამაშეს ფსონის დადებისას არანაირი შეზღუდვა არ აქვს.

ომაჰა

ომაჰა პოკერიც არანაკლებ პოპულარულია ტექასურ ჰოლდემთან შედარებით. ომაჰა პოკერის წესები ძალიან არ განსხვავდება ტექასური ჰოლდემის წესებისგან. ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ომაჰა პოკერი 9 კარტიანია, ანუ 2 კარტის ნაცვლად მოთამაშეს ურიგებენ 4 კარტს, თუმცა საბოლოო კომბინაცია მაინც 5 კარტისგან შედგება.

ომაჰა Hi-Lo- ომაჰას სახეობაა, რომლის შემთხვევაშიც მოგებული არის დაბალი კომბინაციის მქონე მოთამაშე.

32 ბანქო

ამ თამაშში მონაწილეობს მაქსიმუმ 5 მონაწილე. ამ თამაშის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ბანქო 32 კარტისგან შედგება, სადაც გამორიცხულია ექვსიანები, შესაბამისად ფულჰაუს კომბინაცია კარგავს თავის მნიშვნელობას. და მის ადგილს იკავებს ფლეში. თუ თამაშის პროცესში არ არის საკმარისი კარტი, მაშინ თამაშში შესაძლებელია ოპონენტების კარტები გამოიყენონ, ოღონდ ისე, რომ თქვენი კარტი თქვენ არ დაგირიგდებათ. პოკერის ამ სახეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მასტებს. მაგალითად, თუ მოთამაშეებმა მსგავსი კომბინაციები შეაგროვეს, ის იგებს ვისაც ექნება: 1)  პირველ რიგში იგებს გული 2)  შემდეგ აგური 3)  შემდეგ მოყვება ყვავი 4)  და ბოლოს იგებს ჯვარი

ამერიკანა

ამ სახეობის პოკერში მონაწილეობენ 2-დან 6-მდე მოთამაშე და ბანქო 32 კარტისგან (ტუზიდან შვიდამდე) შედგება. პოკერის წესები ამრეიკანაში პოკერის უმრავლესი სახეობისგან განსხვავებით არ არის ბლაინდები, აქ მხოლოდ ანტე არის (დარიგებამდე დადებული ფსონი). თითოეულ მოთამაშეს ურიგებენ ორ კარტს, ერთს საზოგადოდ ამჟღავნებენ, ერთს კი მალავს მოთამაშე, ამის შემდეგ მიდის ვაჭრობა, ვაჭრობა ამერიკანას სახეობის პოკერში 4 რაუნდად იყოფა. პირველი რაუნდი დგება მაშინ,როდესაც პირველ კარტს არიგებენ, ხოლო ყოველი მომდევნო კარტის დარიგებისას კი ვაჭრობის შემდეგი რაუნდები დგება. თუ ბოლოს ერთზე მეტ ადამიანს მსგავსი კომბინაციები აქვთ, ბანკი იყოფა თანაბრად ამ მოთამაშეებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც კენტი რაოდენობის ჩიპია, ერთი ჩიპი ეძლევა ყუთთან მჯდომ მოთამაშეს, ხოლო დანარჩენი კი იყოფა  მსგავსი კომბინაციის მქონე საუკეთესო მოთამაშეებზე.

ტექასური 6+

პოკერის ამ სახეობას თამაშობენ 36 კარტიანი დასტით (6-იდან ტუზამდე).

პოკერის წესები მთავარი განსხვავებები ტექასურ ჰოლდემსა და 6+ შორის იმაში მდგომარეობს, რომ: 1) ბანქოში 36 კარტია 2) ფლეში ფულ ჰაუსზე მაღალია 3) სტრიტი სეტზე (სამი ერთნაირი) სუსტია 4) მცირე სტრიტს ასეთი სახე აქვს – 9876А

პოკერის თამაშის სტრატეგიები

პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები თამაშის მოგებისთვის რიგ სტრატეგიებს იყენებენ, აკეთებენ მათემათიკურ დათვლებს, ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ მოიგონ თამაში. ამასობაში არც ერთი პროფესიონალი არ დაგეთანხმებათ, რომ არსებობს 100%-იანი სტრატეგია, ვინაიდან როდესაც ჯდები პოკერის მაგიდაზე. ხარ მარტო შენ, კარტები და ოპონენტები და თითოეულ თამაში თავისი არსით არის უნიკალური. casinohub -ს პროფესიონალები შეეცადნენ მოეპოვებინათ თქვენთვის ყველაზე გამოცდილი სტრატეგიები, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ პოკერის მოთამაშეები. ესენია, მაგალითად:

ბლეფი

პოკერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცნება არის ბლეფი.  ბლეფს მაშინ იყენებენ, როდესაც არ გააჩნიათ ხელზე მომგებიანი კომბინაცია, მაგრამ მაინც ზრდიან ფსონს, რომ დაარწმუნონ მოწინააღმდეგები თავის თავდაჯერებულობაში. ბლეფის მიზანია დაარწმუნო მოწინააღმდეგე, რომ მასზე მაღალი კომბინაცია გაქვს. ბლეფის გარეშე თამაში პოკერში არის ძალიან რთული და მეტსაც გეტყვით, ეს არის ზოგჯერ მოგების ერთადერთი გზა.

ნელი თამაში

ნელი თამაშის სტრატეგია ბლეფის საპირისპიროა. ამ შემთხვევაში თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მომგებიანი კომბინაცია გაქვთ, თუმცა თავს იკავებთ მაღალი ფსონების დადებისგან, რათა ოპონენტებმა შეავსონ ბანკი. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამდენიმე რაუნდში სულ ჩეკი უნდა გააკეთოთ, თქვენ ფსონის გაზრდით შეგიძლიათ უბიძგოთ მოწინააღმდეგები მეტი თანხა დადონ, ან გამოიცნოთ, ვინ აკეთებს ბლეფს და ბოლოს თქვენ დარჩეთ დიდი თანხის მოგებული.

ჩექ/რეიზის სტრატეგია

ჩექ/რეიზის სტრატეგია იმაში მდომარეობს, რომ როდესაც თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს უპირატესობაში, აკეთებთ ჩექს, ამასობაში თქვენს ოპონენტს უჩნდება სურვილი რეიზი გააკეთოს, რომ შეინარჩუნოს დომინანტობა. ეს სტრატეგია ფსიქოლოგიურ ზეწოლას უფრო ჰგავს, ვიდრე მათემატიკურ დათვლებს. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული სტრატეგიით თამაში შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ ხელზე გაქვთ: ფლეში, ფულ ჰაუსი, მაღალი სტრიტი, კარე და სტრიტ ფლეში. სხვა დანარჩენი შემთხვევა ვერ მოგცემთ თავდაჯერებულობას აღნიშნული განახორციელოთ.

თაითური და ლუზერული სტილი

თაითური სტილის შემთხვევაში მოთამაშეები ცდილობენ მხოლოდ ძლიერი ხელებით ითამაშონ. ასეთი მოთამაშეები ძალიან ფრთხილები არიან და ნაკლებად იყენებენ ზევით ხსენებულ სტრატეგიებს. თაითური სტილის საპირისპირო გახლავთ ლუზერული სტილი. ლუზერული სტილით თამაშისას ძალიან ბევრი ხელი თამაშდება: მოთამაშე როდესაც პოტენციურად ხედავს, რომ წამგებიანი ხელი აქვს, ურჩევნია თამაში არ გააგრძელოს, ამიტომ ასეთ თამაშებში ძალიან ბევრი ხელია.

მულტითეიბლინგი

მულტითეიბლინგი გულისხმობს რამდენიმე მაგიდაზე ერთდროულად თამაშს. ამ შემთხვევაში მოთამაშეს გათვლილი უნდა ჰქონდეს ინტერნეტის სიმძლავრე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად შესაძლებელია კავშირი შეწყდეს სერვერთან. მულტითეიბლინგის სტრატეგიით თამაშისას მოთამაშემ აუცილებლად უნდა აკონტროლოს თავისი მოგება/წაგების მაჩვენებელი და უნდა შეევადოს სხვადასხვა მაგიდაზე სხვადასხვა სცენარით ითამაშოს, იმიტომ, რომ ზოგიერთმა შესაძლებელია დააკვირდეს თქვენს თამაშს და სცნოს თამაშის თქვენი სცენარი.

პოკერი საქართველოში

დღესდღეობით საქართველოში პოკერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია. განსაკუთრებული განვითარება პოკერმა დაიწყო 2011 წლიდან, როდესაც ონლაინ კაზინოებმა აქტიურად დაიწყეს პოკერის პლატფორმების დანერგვა. ისინი ახლაც სთავაზობენ მოთამაშეებს მიმზიდველ აქციებს და WSOP ტურნირზე გამგზავრების შანსს. 2017 წელს თბილისში, აღმოსავლეთ ევროპაში პირველად, ჩატარდა WSOP ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი მოთამაშეები, ისე უცხოელი სტუმრები. WSOP ტურნირებზე საქართველოდან გამგზავრებული მოთამაშეები დიდი წარმატებით ჩამოდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პოკერის თამაშის კულტურა განვითარებულია ჩვენს ქვეყანაში. casinohub -კი გახლავთ თქვენი გზამკვლევი პოკერის სამყაროში, რომელიც დაგეხმარებად თქვენ სწორი არჩევანის გაკეთებაში.