VIP პროგრამები

ონლაინ კაზინოს VIP პროგრამები განკუთვნილია მხოლოდ მცირე რიცხვის განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის. საბონუსე სისტემები განსხვავებულია სხვადასხვა კაზინოებში, მაგრამ ძირითადად ასეთი ტიპის მომსახურებას წააწყდებით:

  • კაზინო გთავაზობთ პირად ასისტენტს
  • თქვენთან შეთანხმებული განსაკუთრებული გარიგებები
  • უფრო მარტივი განაღდება
  • ფსონის დადების მოქნილი სისტემები
  • მაღალი ლიმიტები
  • VIP დარეგისტრირება ტურნირებსა ან სხვადასხვა ღონისძიებებზე
  • საჩუქრები და განსაკუთრებული ბონუსები

თუ იქნებით კაზინოს ვიპ სიაში, ეს გულისხმობს იმას, რომ კაზინო ყოველთვის შეეცდება თქვენ გადმოგცეთ ექსკლუზიური ბონუსები, საგზურები, სხვადასხვა ტიპის საჩუქრები. მათ ეცოდინებათ თქვენი საყვარელი თამაშები, შესაბამისად თქვენზე მორგებულ აქციებს შემოგთავაზებენ.

რა არის VIP პროგრამა ან პივილეგირებული პროგრამა?

პრივილეგირებული პროგრამები იმისთვისაა შექმნილი, რომ მოიძიოს პოტენციური ექსტრაორდინარული კაზინო მომხმარებლები და დააჯილდოვოს არსებული. აღნიშნული ტიპის მოხმარებლებს კაზინო ახარისხებს, როგორც მათი დახარჯული თანხის, ისე დახარჯული დროისა და სათამაშო მოდელების მიხედვით. ახალი პრივილეგირებული პროგრამები იმისთვისაა განკუთვნილი, რომ გიბიძგოთ თქვენ ითამაშოთ მეტი და დათმოთ თამაშს მეტი დრო. მრავალი კაზინო ამისთვის ამუშავებს სპეციალურ სკალას. სადაც თქვენ აგროვებთ ქულებს და შეგროვებული ქულების მიხედვით ახალ და უფრო საინტერესო შეთავაზებებს იღებთ. ამ პროგრამების უმთავრესი მიზანია, შეინარჩუნონ კაზინოს ლოიალური მომხმარებლები და არ უბიძგონ გადავიდნენ სხვა კაზინოში სათამაშოდ.

როგორ გავხდე VIP მოთამაშე?

ვიპ მოთამაშეებს კაზინოები ძირითადად სამი ხერხით ავლენენ:

პირველი ხერხი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ დარეგისტრირდეთ ახალ კაზინოში. ძირითადად შემდგომ, კაზინოები ძველ და აქტიურ მომხმარებლებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

მეორე ხერხი იმაშია, რომ თქვენ რომელიმე სხვა პრივილეგირებულმა მოთამაშემ გაგიწიოთ რეკომენდაცია. ამის შემდეგ კაზინო შეამოწმებს თქვენს სათამაშო აქტივობას და გადაწყვეტს, რა გზით ითანამშრომლოს თქვენთან.

მესამე და ყველაზე გავრცელებული ხერხია, კაზინოს სისტემური მიდგომა აქტიური მოთამაშეების გამოვლენაში. ის ყოველთვის ამოწმებს მოთამაშის აქტივობას, გატარებულ დროს. ჩარიცხულ და გატანილ თანხას, შესაბამისად, როდესაც თქვენ კაზინოს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ, ისინი თავად დაგიკავშირდებიან სხვადასვა შემოთავაზებით.

ხშირად კაზინოები, საკუთარი ჰაი როლების შესანარჩუნებლად არაოფიციალურ და ექსკლუზიურ პროგრამებსაც სთავაზობენ, რომელიც მასოვრივ საინფორმაციო საშუალებებში მიუწვდომელია. ეს პროგრამას უფრო საინტერესოს ხდის და მომხმარებელში იწვევს ნდობას იმისა, რომ კაზინო მას ემსახურება განსაკუთრებულად მასზე მორგებული აქციების შეთავაზებებით.

მაშ ასე, მოდით ვისაუბროთ კაზინოს ყველაზე გავრცელებულ VIP პროგრამებზე. ზოგადად, ასეთი ტიპის სამი პროგრამა არსებობს: ესენია, მრავალსაფეხურიანი VIP პროგრამა, დაჯილდოების VIP პროგრამა და არაოფიციალური VIP პროგრამა.

მრავალსაფეხურიანი VIP პროგრამა  ეს კაზინოს კლასიკურიპროგრამაა, რომელიც ძირითადად საფეხურებად არის დაყოფილი. საშუალოსტატისტიკურად საფეხურების რაოდენობა უდრის 5-ს, ამ საფეხურების ყველაზე გავრცელებული სახელებია, ბრონზის, ვერცხლის, ოქრის,, პლატინისა და ბრილიანტის საფეხური. ის მომხმარებლებს სთავაზობს სტანდარტულ საჩუქრებს საფეხურიდან გამომდინარე, და ბონუსის სიდიდეც ამ საფეხურების გათვალისწინებით გაიანგარიშება.

დაჯილდოების VIP პროგრამა კონცეპტუალურად ჭიდაობაში ქამრის სტატუსის ქონას ჰგავს. კაზინო თქვენ გთავაზობთ გარკვეულ ჯილდოებს, თითეული „ქამრის“ მოპოვებისთანავე, და ამ „ქამრის“ მოპოვება თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბრუნვის, დახარჯული დროის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით.

არაოფიციალური VIP პროგრამები იგება მოთამაშესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად. კაზინო ცდილობს მაქსიმალურად ისეთი შემოთავაზება მოგცეთ, რაც თქვენს სურვილებს შეესაბამება.

და მაინც რა ტიპის საჩუქრების მიღებას უნდა ველოდო VIP პროგრამაში?

casinohub.ge -ის ექსპერტები შეეცადნენ გაერკვიათ თქვენთვის, თუ რა ტიპის ბონუსებს სთავაზობენ ონლაინ კაზინოები საკუთარ განსაკუთრებულ მომხმარებლებს.

შესაბამისობის ბონუსი — იქნება ეს საფეხურიანი პროგრამა თუ სხვა აუცილებელი აქტვობის შედეგი, კაზინო გაჯილდოებთ თქვენ განსაკუთრებული საჩუქრით. უბრალოდ ამ შემთხვევაში თქვენი როლი მაღალია, ვინაიდან თქვემ რაღაც პირობა უნდა შეასრულოთ.

უფასო ბონუსი — ამ ტიპის ბონუსებს კაზინოები საჩუქრად გირიცხავენ , მაგალითად სათამაშო თანხას ან უფასო დატრიალებებს სლოტებში.

VIP პროგრამების ფარგლებში კაზინოები ასევე რიცხავენ ინდივიდუალურ საჩუქრებსა და ინდივიდუალურ აქციებს სთავაზობენ, მათ შორის ყველაზე პოპულარულია:

ქეშ ბექი — პრივილეგირებული პროგრამების ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება უკვე და მოთამაშეების საყვარელ შეთავაზებად ითვლება. ის იანგარიშება თქვენი წაგებული თახის პროცენტულობის სახით, მაგალითად 10% ან უფრო მეტი.სხვადასხვა კაზინოში სხვადასხვანაირად ანგარიშობენ: შესაძლებელია არა წაგებული თანხის მიხედვით ჩაირიცხოს, არამედ ბრუნვის.

საჩუქრები — ეს საჩუქრებია, რომლებსაც კაზინოდან იღებთ სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით, რაღაც საფეხურის გავლის შემდეგ, საჩუქარი შესაძლებელია იყოს ყოვვლეკვირეული ან ყოველთვიურიდ ა.შ. ამ საჩუქრებს კომპანია თქვენი სურვილების შესაბამისად გრიცხავთ და შესაძლებელია, თქვენმა პირადმა ასისტენტმა გკითხოთ, რას ისურვებდით კონკრეტულ შემთხვევაში. აღნიშნული ტიპის ბონუსები მაღალი კლასის მომხმარებლებს ერეიცხებათ, რომლებსაც არ აიტერესებთ აქციებში მონაწილეობის მიღება.