888Poker ონლაინ კაზინოს მიმოხილვა

888Poker

888Poker მიმოხილვა / 888Poker Review

დაახლოებით 10 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებლით მთელი მსოფლიოდან, 888Poker -ი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ონლაინ პოკერის საიტია ბაზარზე. 1997 წლიდან მოყოლებული ონლაინ თამაშების ინდუსტრიაში, კომპანია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სანდო ბრენდია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ხარისხის თამაშებს, ტურნებს და შთამბეჭდავ ლაივ მოვლენებს, რაც მას ონლაინ პოკერის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროვაიდერად აქცევს.

აღსანიშნავია ის უზარმაზარი ტექნიკური ხელშეწყობა და პორტფელი, რომელიც მუდმივად პროგრესირდება და იზრდება. კომპანიის ინდუსტრიის ლიდერად ქცევა ინოვაციურმა, განვითარებადმა და გამარტივებულმა პლატფორმამ განაპირობა: სწორედ 888Poker -მა შესთავაზა მომხმარებელს სამაგიდო თამაშები კამერით, რომლის ვიზუალური აღქმაც თამაშს ბევრად უფრო აზარტულსა და საინტერესოს ხდის, 3D მაგიდები, Snap Poker -ი და დახვეწილი გრაფიკა მას პოკერის მოყვარულათვის ერთ-ერთ პირველ არჩევნად აქცევს. აღსანიშნავია, რომ ვებ გვერდს თავისი პროვაიდერი, 888 Holdings plc, ჰყავს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ გეიმინგის ოპერატორი და დეველოპერია და რომელსაც რამდენიმე ყველაზე მასშტაბური აზარტული თამაშების საიტი ეკუთვნის, აქედან გამომდინარე თავისუფლად ვიტყვით, რომ თამაშების ხარისხი, ვიზუალი და გრაფიკა ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე.

888Poker -ი ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს საკუთარ სიამოვნებაზე და ინტერესზე გათვლილი თამაში: 888Poker -ის მიერ შემოთავაზებული თამაშები, რომლებიც იწყება კლასიკური პოკერიდან და სულ ახალი, განსხვავებული პროგრამებით მთავრდება, მოიცავს ისეთ ცნობილ მაგიდებს, როგორიცაა Texas Hold’em, 7 Cards Stud, Omaha Hi, Snap Poker და სხვები.

მომხმარებელზე ზრუნვით და მათი მოსმენით და გათვალისწინებით, განვითარებითა და წინსვლით 888Poker -ი მუდმივად ცდილობს მოთამაშეთა კომფორტისა და სიამოვნების უზრუნველყოფას, რაც სხვადასხვა ფორუმების შექმნით და დისკუსიით, ვებ-გვერდის ადაპტირებით ყველანაირ ტექნოლოგიებზე, სამაგიდო თამაშების მზარდი რაოდენობით და საკუთარი თამაშების შექმნით გამოიხატება.

 

? პროგრამული უზრუნველყოფა 888 Holdings PLC
? Welcome ბონუსი 200% $1000-მდე+ $88
 

⚖️ რეგულირდება

 

the United Kingdom Gambling Commission, Gibraltar Regulatory Authority

 

 

888Poker ბონუსები / 888Poker Bonuses

კაზინოს წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობას სწორედ ბონუსების სისტემა წარმოადგენს, რომელიც 888Poker -ს ნამდვილად გამორჩეული აქვს შექმნის დღიდან. აღსანიშნავია, რომ საიტზე შესვლისთანავე მომხმარებელს თვალწინ გაუჩნდება თავისი პირველი ბონუსის მოგების საშუალება, მარტივად შეძლებს იპოვოს ყველანაირი ტურნირი, აქცია და სხვადასხვა, მუდმივად განახლებადი შეთავაზებები. 888Poker -ი მოთამაშეებს სთავაზობს ისეთ გასართობებს, როგორიცაა „Big Fish Tournaments”, “The Great Eight”, “The Daily Mega Deep”. მუდმივად ცვლადი აქციები მოთამაშეებს საშუალებას აძლევენ მიიღონ ქეში ბონუსად, ტურნირის ბილეთები და no deposit bonus-ი. აღსანიშნავია ის ყოველთვიური შეთავაზებები, რომლებიც მოთამაშეს განსაკუთრებული საჩუქრების მიღების საშუალებებს აძლევენ, როგორიცაა მაღალგანვითარებული გადჯეტები, ძვირადღირებული დასვენებები და ა.შ თუმცა, ამის გარდა, 888Poker -ი მარტივი მოგებების საშუალებასაც იძლევა, ყოველდღიურად ნებისმიერს შეუძლია უფასო თამაშების მოგება სლოტებზე, ბლექჯექსა და რულეტზე, თუმცა მხოლოდ ეს არ არის, ზოგიერთი უფასო ფსონი ტოტალიზატორზეც კი ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ 888Poker -ი ნამდვილად იზიდავს ახალ, დამწყბეტ მოთამაშეებს აზარტის სამყაროში თავიანთი ადგილის დასამკვიდრებლად და მუდმივად სთავაზობს მას მოგების უამრავ ხერხს.

განვიხილავ ბონუსის რამდენიმე სისტემას დეტალურად:

  • No-deposit poker bonus – პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის no-deposit ბონუსი, რომელიც ახალ დარეგისტრირებულ მომხმარებელს თანხის შეტანის გარეშე აძლევს საშუალებას ითამაშოს 888poker -ზე. ონლაინ-საიტი ახალ მოთამაშეებს 88$-ის ოდენობის უფასო ბონუსს სთავაზობს ნებისმიერი შენატანის გარეშე. ამისთვის მხოლოდ საიტზე დარეგისტრირება და აპლიკაციის გადმოწერაა საჭირო. თანხით სარგებლობის საშუალება მოთამაშეს როგორც მხრიაულ ტურნირებში, ასევე ქეშ თამაშების სექციაში აქვს. აქედან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 888Poker -ი სრულიად ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესზე, თანხის დახარჯვის გარეშე აძლევს მას საშუალებას იპოვოს ის, რითიც გაერთობა და რითიც ისიამოვნებს. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელია შემდეგი პირობები/შეზღუდვები კომპანიის მხრიდან:
    • აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ $88 დოლარი მომხმარებელს ერთდროულად არ ენიჭება. რეგისტრაციისას, როდესაც მომხმარებელი დაადასტურებს საკუთარ მეილს და შეძლებს ბონუსის დადასტურებას, მხოლოდ $1-ის ოდენობის თანხა ერიცხება, რომლის დახარჯვაც 888Poker -ის ნებისმიერ სექციაში დახარჯვას შეძლებს, ამას ერთად 14 ცალი 0.50$ ტურნირების კრედიტი (2 ცალი დღეში 1 კვირის მანძილზე), რომლებსაც ასევე ნებისმიერ ტურნირზე დახარჯავთ;
    • დანარჩენი $80 არის ბონუსი, რომელიც უნდა გამოიმუშავო/გახსნა პოკერის თამაშის დროს. აღნიშნული $80 დოლარი იყოფა $8-$8 დოლარად თამაშის განმავლობაში;
    • მიუხედავად იმისა, რომ ბონუსის ეს სისტემა ერთი შეხედვით მაინც მოითხოვს დეპოზიტის გაკეთებას, თამაშისას ნაჩუქარი ბონუსის სწორედ გამოყენებით და საკმარისი თანხის დაგროვებით შესაძლებელია თამაშში დარჩენა;
    • დანარჩენი $80 გახსნა დამოკიდებულია ბონუს ქულების დაგროვებაზე და მათ რაოდენობაზე, რაც დამოკიდებულია იმ თანხაზე, რომლებსაც ტურნირებში ხარჯავ და/ან ნამდვილ თანხაზე.
    • ყოველი $8-ის გასახსნელად საჭიროა 250 ბონუს ქულა;
    • ბონუსის გასახსნელად საჭიროა 888Poker -ის აპლიკაციის გადმოწერა კომპიუტერზე ან ტელეფონზე (გადმოწერა შესაძლებელია საიტიდან com), რეგისტრაცია, მეილის დადასტურება და აქაუნთზე შესვლა;
    • აქცია მთავრდება 30/03/2020ში;
    • კაზინოს აქვს უფლება მოსთხოვოს მოთამაშეს თავისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები ფოტოსთან ერთად;
    • აქცია მხოლოდ ვრცელდება იმ მოთამაშეებზე, ვინც პირველად ქმნიან აქაუნთს;
    • ერთი ბონუსი ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთ მომხმარებელზე, ოჯახზე, მისამართზე, კომპიუტერზე, იმეილზე, საბანკო ანგარიშზე, საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე. რამდენჯერმე დარეგისტრირების მცდელობის შემთხვევაში ან სხვა დარღვევის პოვნის შემთხვევაში 888Poker -ი იტოვებს უფლებას უარი თქვას ბონუს სისტემის შეთავაზებაზე;
    • აქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებში (საქართველო მათ შორისაა), თუმცა დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საიტზე;
    • ბონუსი ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის გათვალისწინებით/მიხედვით არ შეიცვლება და შეადგენს აღნიშნულ თანხას.
    • რეგისტრაციის შემდეგ მოთამაშეს აქვს 14 დღე $88 დოლარის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია აღარ ვრცელდება მასზე;
    • მოგებული $8 ბალანსზე აისახება იქნება ქულების შეგროვებიდან მაქსიმუმ 48 საათში;
    • მოთამაშეებს დღეში $80-დან მხოლოდ $8-ის მოგება შეუძლიათ; დღეში 250 ქულის გადაჭარბების შემთხვევაში ზედმეტი ქულები მომდევნო დღეზე გადავა;
    • ყოველდღიური ბონუს ბილეთს ვადა გაუვა ერთი სრული დღის დასრულების შემდეგ;
    • $0.5 ბილეთების გამოყენება მხოლოდ ერთი დღით იქნება შესაძლებელი, ანუ ჩარიცხვიდან ვადა 24 საათის განმავლობაში აქვს; მომდევნო ტურნირის ბილეთით მოთამაშე საჩუქრდება წინა ბილეთიდან 72 საათის განმავლობაში;
    • დანარჩენი $80 დოლარის მოგების საშუალება მოთამაშეს 90 დღის მანძილზე აქვს;
    • რეგისტრაციისთანავე მიღებული $1 ვადა გაუვა ჩარიცხვიდან 24 საათის შემდეგ;

 

  • First Deposit Bonus – No Deposit Bonus -თან ერთად 888Poker-ი ახალდარეგისტრირებულ მოთამაშეებს თანხის ჩარიცხვის შემდეგაც აძლევს საშუალებას მოიგონ პრიზები. მინიმალური თანხის, $10 ჩარიცხვის შემთხვევაში მოთამაშეს ეძლევა 100% math deposit -ი, რომლის გაზრდაც $400-მდეა შესაძლებელი. Welcome Bonus -ი პორციებად იქნება დაყოფილი, მოთამაშე მიიღებს $10-ს თითო დაგროვილ 100 ქულაზე, რომლების შეგროვების საშუალებაც real money პოკერის თამაშით ან კაზინოს თამაშების თამაშით არის შესაძლებელი. Match Deposit -ის გარდა Welcome Bonus სისტემა ასევე გვთავაზობს ისეთ პრიზებს, როგორიცაა 7 ბილეთი (დღეში თითო) ყოველდღიურ ტურნირზე, სადაც 888Poker -ი ყოველ დღე $500-ის მოგების შანსს იძლევა, 2 ბილეთი $1000-იან ტურნირზე და 1 ბილეთი ექსკლუზიურ ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ის ახალი მოთამაშეები იღებენ, ვინც პირველად ჩარიცხეს თანხა და რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევ დღეს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად აუცილებლად უნდა გაითვალისწნოთ შემდეგი პირობები:
    • აქციას არ აქვს დასრულების კონკრეტული ვადა, თუმცა კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ საჭირო დროს დაასრულოს ის;
    • უსაფრთხოების მიზნების გამო მონაწილეობის ლიმიტი აქციის ფარგლებში ვრცელდება 1 სახლზე, 1 კომპიუტერზე და 1 ტელეფონზე;
    • აქციით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ ;
    • მოთამაშეები, რომლებიც სარგებლობენ Neteller -ის ან Skrill -ის ელექტრონული საფულით და აღნიშნული ტერმინალებით განახორციელებენ პირველ ტრანზაქციას არ დასაჩუქრდებიან Welcome Bonus -ით;
    • კომპანიას აქვს უფლება ნებისმიერ დროს განაახლოს, უარი თქვას ან გააუქმოს აქცია წინასწარი გაფრთხილების გარეშე;
    • თუ ბონუსის გააქტიურების წესები არ იქნება დაცული ან ყველა საჭირო დეტალი არ იქნება შევსებული ბონუს სისტემით დაგროვილი თანხა დაბლოკილი იქნება;
    • აღნიშნული ბონუსის გამოყენების შემთხვევაში მოთამაშე ვეღარ შეძლებს საიტით შემოთავაზებული სხვა ბონუსების გამოყეებას მის დასრულებამდე;
    • მოთამაშე ვერ შეძლებს აღნიშნული შემოთავაზების სხვა შემოთავაზებასთან გაერთიანებას;
    • Welcome Bonus -ს ვადა გაუვა პირველი თანხის შეტანიდან 90 დღის შემდეგ;
    • Welcome Bonus -ის თანხის გახსნისთვის საჭიროა ყოველ $1-ზე დაგროვილი 10 ქულა; (თუ ჩარიცხავთ მაგალითად $100-ს, დაგერიცხებათ $10, ყოველ 100 ქულაზე რომელსაც შეაგროვებთ დაგემატებათ $10 სანამ თქვენ ჩარიცხული თანხის 100%-იან match deposit-ს არ მიიღებთ;
    • ბონუსის გამოყენება აუცილებელია 90 დღის მანძილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაუქმდება მომხმარებლის აქაუნთიდან;
    • ახალ რეგისტრირებულთა ტურნირში გაწევრიანებას მაქსიმუმ 48 საათის შემდეგ შეძლებთ და მონაწილეობას მიიღებთ თანხის შეტანიდან უახლოეს პარასკევს;
    • ტურნირების ბილეთები გამოყენებული უნდა იყოს დასაჩუქრებიდან 14 დღის მანძილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაუქმდება;
    • ტურნირების ბილეთები ვერ გადაიცვლება რეალურ ფულში, გაიგზავნება ერთი მოთამაშისგან მეორესთან;

 

  • The Ultimate Cashback Spin -ით 888poker  -ი არა მხოლოდ ახალ მოთამაშეებს აჯილდოვებს: აქ მოთამაშეებს ყოველდღიურად 100%-იანი ქეშბექის მოგების საშუალება აქვთ! ამისთვის საჭიროა მხოლოდ პოკერის თამაში, შემდეგ დღეს Ultimate Cashback-ის დატრიალება და შანსი გეძლევათ ყოველდღიურად მოიგოთ ქეშბექი! გასათვალისწინებელია შემდეგი პირობები:
  • აქცია ვრცელდება 07.04.2020-მდე;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიას აქვს უფლება ნებისმიერ დროს დაასრულოს აღნიშნული აქცია, თუმცა თაღლითობის ან სხვა წესების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში მოთამაშე, რომელიც უკვე სარგებლობს აქციით შეძლებს ბონუსი გამოიყენოს მის გაუქმებამდე ან მიიღოს თანხა, რომელიც დააგროვა;
  • აქციით სარგებლობა შესაძლებელია დღეში ერთხელ;
  • სპინებს ვადა გასდით 24 საათის შემდეგ;
  • ქეშბექები ანგარიშდება წინა დღის ნათამაშები პოკერით გამომუშავებული თანხით;

 

  • 888Poker Club – 888Poker -ი მოთამაშეებს სხვა აზარტული თამაშების კომპანიებისგან განსხვავებით სთავაზობს უნიკალურ, ექსკლუზიურ შანსს რომ ითამაშოს თავისი საყვარელი თამაშები და ამავე დროს სპეციალური ოქროს მონეტების დაგროვებით, ტურიდან ტურზე გადასვლით მოიგოს სრულიად განსხვავებული პრიზები! ამისთვის მხოლოდ 888Poker Club -ში გაწევრიანებაა საჭირო, რომელიც მოთამაშეს პირველივე ჩარიცხვის შემდეგ შეუძლია! კაზინოს თამაშების თამაშით, ფსონების დადებით მომხმარებელი ავტომატურად აგროვებს ქულებს და ასრულებს კლუბის მიერ გამოყოფილ გამოწვევებს. ქულების გარკვეული რაოდენობის დაგროვების შემდეგ მოთამაშეს ოქროს მონეტები ეძლევა, რითიც მომდევნო ტურში გადადის და მათი გარკვეული რაოდენობის დაგროვების შემდეგ, მას თავად შეუძლია აირჩიოს საკუთარი საჩუქარი! აღსანიშნავია, რომ თამაშში ტურები დაუსრულებლად მიმდინარეობს, მომდევნო ტურზე გადასვლისას მეტი ქულაა საჭირო, რაც თამაშს აზარტულს, დაძაბულს და საინტერესოს ხდის, ამავე დროს ის მოთამაშეს საშუალება არ აძლევს წააგოს – მხოლოდ უფრო და უფრო წინ წავიდეს! ამ ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელია შემდეგი პირობები:
  • კლუბში გაწევრიანება სრულიად უფასოა და შესაძლებელია პირველივე გაკეთებული დეპოზიტიდან;
  • 888Poker  -ს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეგიწყვიტოთ კლუბის წევრობა;
  • მოთამაშე ოქროს მონეტებით დასაჩუქრდება ახალ ტურში გადასვლით;
  • მოთამაშეები შემდეგ ტურში გადადიან საჭირო ოდენობის ქულების დაგროვებით;
  • ქულების, ჩელენჯების და ოქროს მონეტების რაოდენობის ნახვა შესაძლებელია „My account” სექციაში;
  • თუ მოთამაშე გადააჭერბებს ქულების რაოდენობას ერთი ტურისთვის, ზედმეტი ქულები ავტომატურად გადავა შემდეგ ტურში;
  • მოთამაშეებს არ შეუძლიათ ქულების გაყიდვა, გაგზავნა არცერთ შემთხვევაში;
  • ზოგიერთ შემთხვევაში მოთამაშემ ქულები შეიძლება 72 საათის შემდეგ მიიღოს;
  • ცალკეული ჩელენჯები სხვადასხვა ქულებით ასაჩუქრებს მოთამაშეს;
  • ქულები არ გროვდება 888games სექციაში;
  • ქულებს არ აქვთ არანაირი ნამდვილი ღირებულება;
  • მოთამაშის ოქროს მონეტებს ვადა გაუვათ იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე 90 დღის განმავლობაში არ გამოიყენებს საკუთარ აქაუნთს;
  • კლუბის პროგრამა მოიცავს უსასრულო რაოდენობით ტურებს;
  • სხვადასხვა ტურში მოთამაშეს სხვადასხვა ჩელენჯები დახვდება; ისინი შეიძლება განსხვავდებოდნენ სხვა მოთამაშის ჩელენჯებისგან;
  • ზოგიერთი ტური მოთამაშეს ბონუს პრიზით აჯილდოვებს: მაგალითად ყოველი 5 ტურის გავლის შემდეგ ის საჩუქრდება „Club Scraratchcard”-ით, რომელიც სხვადასხვა პრიზს ან შეთავაზებებს მოიცავს;
  • ყოველ $1 ფსონის დადებაზე პოკერის მაგიდებზე, მოთამაშე დაჯილდოვდება 100 ქულით;
  • მოთამაშე განსაკუთრებული აქტიურობის, ნამდვილი ფულით თამაშით რამდენიმე დღის მანძილზე, დაჯილდოვდება ქულებით;
  • ქულების დაგროვება სპორტზე ფსონების დადებითაც არის შესაძლებელი;
  • მინიმალური ოქროს მონეტების რაოდენობა, რომლითაც მოთამაშე პრიზის მიღებას შეძლებს არის 10.

888Poker ტურნირები / 888Poker Tournaments

888Poker -ის ტურნირები ცნობილი არიან თავიანთი მრავალფეროვნებით და მოგების დიდი შანსებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი ყოველდღიურად განახლებადია! უფრო დიდი ტურნირები, ისეთები როგორებიცაა, მაგალითად დიდი კვირის მოვლენა, სადაც $10,000-ის მოგების შესაძლებლობა გეძლევათ თვის კონკრეტულ დღეებში ტარდება. ასეთ კვირის ტურნირში ასევე 100,000 დოლარის მოგების 888Poker -ი შანსსაც კი გაძლევთ, ხოლო შედარებით მცირე ტურნირებში $5,000-დან $25,000-მდე თანხის.

აღსანიშნავია, რომ ტურნირების გრაფიკა, software-ის პლატფორმა უმაღლეს დონემდეა აყვანილი: 888Poker -ი გვთავაზობს როგორ რამდენიმე მაგიდიან მატჩებს, ასევე ერთი-ერთი თამაშებს. თამაშის დაწყება 1 ცენტიდანაც კი შესაძლებელია და ამ შემთხვევაშიც კი, მოთამაშეს დიდი პრიზის მოგების შანსი ეძლევა! ტურნირების მრავალფეროვნება სრულიად მოთამაშეებზე არის გათვლილი, იმდენად, რომ აქ ნებისმიერი იპოვის საკუთარ აზარტზე გათვლილ მატჩს. აქ შეგხვდებათ ისეთი თამაშები, როგორიცაა „The Deepstack Catfish”, “Big Fish Tournaments”, “The PKO 8 MAX” და სხვები, ყველა საკმაოდ სოლიდური გარანტირებული პრიზით. 888Poker-ი მონაწილეებს ურჩევს, რომ თავად შეიმუშავოს თავისი სტრატეგია და ბოლომდე მიჰყვეს მას, ისწავლოს როდის არის სწორი დრო ფსონის დადებისთვის და როდის არის საჭირო თავშეკავება, ითამაშოს გონივრულად და არა აგრესიულად და მოთამაშის მოგების შანსები რადიკალურად გაიზრდება!

განვიხილავ ტურნირების რამდენიმე სახეს:

    • Sit & Go’s(SNGs) – იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარ განსაზღვრული მოთამაშეთა რაოდენობაა შემოსული. მონაწილეთა რაოდენობა ტურნირში იცვლება 2დან-360-ს შორის, თითო მაგიდაზე 6 ან 9 ადამიანით. უმეტესად საჩუქრდება ტოპ 3;
  • Heads-Up Poker ტურნირი არის ერთი-ერთზე თამაში – მოთამაშე მოთამაშის წინააღმდეგ, რაც თამაშის დაძაბულობის, აზარტულობის განმაპირობებელი ფაქტორი ხდება. თამაშში მონაწილეთა ნებისმიერ ლუწ რაოდენობას შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუმცა მოთამაშე თითო-თითოდ ხვდება ყველა სხვა ოპონენტს იქამდე, სანამ მათ შორის მხოლოდ ერთი არ რჩება;
  • Poker satellites ტურნირებზე მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ ძალიან მცირე ფსონის დადებით მოიგონ ბილეთები დიდ საპრიზო ტურნირებზე. აღსანიშნავია, რომ აქ მოთამაშეს მოგების საკმაოდ დიდი შანსი აქვს.
  • MTTs – დიდი საპრიზო თანხის პოკერის ბრძოლებია, სადაც ძალიან მცირე რისკით და ძალიან ცოტა თანხით უზარმაზარი თანხების მოგებაა შესაძლებელი. მოთამაშე ჩადის განსაზღვრულ თანხის ოდენობას და სანამ სხვადასხვა მოთამაშეები იცხრიალებიან, დარჩენილი ოპონენტები სხვადასხვა მაგიდებზე ინაცვლებენ. გასათვალისწინებელია, რომ MTTs მოთამაშეებს ფეიაუთს სთავაზობს 10% – 15%-ს.

888Poker  პოკერი / 888Poker Poker Game

პოკერის თამაშები 888Poker -ის ნამდვილად ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული ნაწილია: უზარმაზარი არჩევანი და მრავალფეროვნება, რომელსაც ეს სექცია გვთავაზობს კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურად აქცევს. აქ არჩევნის გაკეთება შესაძლებელია როგორც კლასიკურ თამაშებზე, ისეთებზე, როგორიცაა Texas Hold’em -ი და Omaha, არამედ ახალ, განსხვავებულ თამაშებზეც, მაგალითად SNAP ან BLAST. აქედან გამომდინარე მომხმარებელი მარტივად შეძლებს იპოვოს მისთვის საინტერესო და გასართობი, მასზე გათვლილი თამაში.

ქეშ თამაშები მომხმარებლებს აძლევენ საშუალებას იმდენი ხანი ითამაშონ, რამდენიც უნდათ, ნებისმიერი შეზღუდვის გარეშე, იყოს ეს 10 წუთი თუ 10 საათი. 888Poker-ი ამ შემთხვევაში მოთამაშეს მთელ კონტროლს გადასცემს. ამის მიხედვით, 888Poker მომხმარებლებს სთავაზობს ქეშ მაგიდებს უამრავ განსხვავებულ ფორმატში. აქ გვხვდება ქეშ მაგიდები ისეთ თამაშებზე, როგორებიცაა Texas Hold’em, Omaha Hi, Omaha Hi-Lo, და 7 Card Stud, თუმცა თუ ისინი თქვენ გემოვნებას არ აკმაყოფილებენ, საიტზე საკმაოდ მარტივია თქვენთვის მოსაწყონი პოკერის თამაშის პოვნა. საიტზე მუდმივად მიმდინარეობს პოკერის თამაშები, შესაბამისად 888Poker-ი არ ალოდინებს მომხმარებელს როდის შეივსება მაგიდა თამაშის დაწყებისთვის, ამის გაკეთება საიტზე შესვლისთანავეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ საიტზე გვხვდება Progressive Knockout tournaments (PKO’s), რაც პოკერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლი და მიღწევაა. ამის დამსახურებით, მოთამაშეები ყველანაირი ლოდინის გარეშე იღებენ თავიანთ მოგებას – ოპონენტის თანხის ნახევარს მისი გაგდებით, რაც მუდმივად იწვევს ახალ-ახალი მომხმარებლების მიზიდვას;

888Poker -ი მომხმარებელს სამი სხვადასხვანაირი ფსონის დადების საშუალებას აძლევს, რომელთა შორისაც No Limit თამაშები აზარტისა და დაძაბულობის, რისკის მოყვარულთათვისაა,  ხოლო Fixed და Pot Limit -ი კი უფრო წყნარად მიმდინარეობს. თამაშისგან დამოუკიდებლად, 888Poker -ი სიამოვნებისა და გართობის მაქსიმუმს გვთავაზობს.

განვიხილავთ რამდენიმე თამაშს დეტალურად:

  • Texas Hold’em – ეს პოკერის თამაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად პოკერის მოყვარულთა შორის ონლაინში და საუკეთესო სამაგიდო თამაშად დამწყებთათვის – აქ მოთამაშე მარტივად შეძლებს ისწავლოს პოკერის ელემენტარული სტრატეგიები და წესები. თამაშში მონაწილეობას იღებს 2დან 10 მონაწილემდე, რომლებმაც ფსონების ჩამოსვლის 4 რაუნდი უნდა ითამაშონ.
  • Omaha– Texas Hold’em -ის შემდეგ ეს მეორე ყველაზე პოპულარული პოკერის ონლაინ თამაშია და 888Poker-ი აქ მის საკმაოდ დიდ ნაირსახეობას გვთავაზობს; გვხვდება Omaha-ს ისეთი თამაშები როგორიცაა, Pot-Limit Omaha, NL Omaha, FL Omaha, FL Omaha Hi/Lo და PL Omaha Hi/Lo. ამ თამაშებში ფსონის დიაპაზონი $0.01/$0.02-დან $50/$100-მდეა. თამაშში მონაწილეობს 10 ადამიანი, რომელთა მიზანიცაა ყველაზე ძლიერი 5 კარტის კომბინაცია შეადგინოს ოთხი ფსონის რაუნდში. მიუხედავად მოთამაშეთა არც ისე დიდი რაოდენობისა, აღნიშნული თამაშები ინარჩუნებენ პოპულარობას, რაც მიღწეულია საიტის მიერ უზრუნველყოფილი საუკეთესო სერვისით, ხარისხით, მომსახურებით და მომხმარებელზე გათვლილი პირობებით;
  • საიტი გვთავაზობს როგორ Seven-Card Stud-ს, ასევე Stud Hi/Lo-ს. ფსონის დიაპაზონი $0.02/$0.04დან $30/$60-მდეა.
  • 7 Card Stud Poker – თუ Stud თამაში არასოდეს გითამაშიათ, თამაშის ეს სახეობა თქვენთვისაა. თამაშდება 2დან 8 მოთამაშეს შორის, 5 ფსონის დადების რაუნდით, სადაც მიზანია საუკეთესო 5 კარტის კომბინაციის შექმნა შვიდიდან.
  • Snap პოკერი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფი პოკერის თამაშია. Quick-fold ის შემდეგ მოთამაშე წამიერად გადადის სხვა მაგიდაზე და იწყებს ხელს. ლოდინის გარეშე, თამაში მეტად აზარტული და საინტერესო ხდება.
  • Blast Sit & Go’s 888Poker -ის ექსკლუზიური თამაშია, შედგენილი 4 მოთამაშისგან და Spin and Go-ს სტრუქტურაზე დაკონვერტებული. თამაში ვითარდება როგორც ჩვეულებრივი Texas Hold’em-ი, თუმცა როდესაც BLAST ტაიმერი ანიშნებთ, ყველა მოთამაშე ყველაფერს დებს და მხოლოდ ერთი მოთამაშე იმარჯვებს. შესაძლებელია 2X,5X,10X,100X,1000X-ის და 10000X-ის მოგებაც კი!

 

888Poker მობილური კაზინო / 888Poker Mobile Casino

ნებისმიერი კაზინოს პოპულარობისთვის საჭიროა საიტის ადაპტირება ყველა სახის პლატფორმაზე, შესაბამისად 888Poker -ი ამ მხრივაც გვთავაზობს საუკეთესო სერვისს. მოთამაშეებს, რომლებიც სარგებლობენ iOS და ანდროიდ პლატფორმებით, აქვთ შესაძლებლობა აქვთ სრულიად ისიამოვნონ კაზინოს მობილური ვერსიით. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომფორტულად და მარტივად ისარგებლოს ონლაინ კაზინოთი ნებისმიერი ადგილიდან და მას საუკეთესო გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს. გადმოსაწერი აპლიკაცია მოიცავს ყველაფერს რაც გვხვდება საიტზე, ქეშ თამაშებიდან და ტურნირებით დაწყებული sit and go მოვლენებით დამთავრდებული და ფარავს მის ყველა ნაწილს, შესაბამისად ის სრულიად აკმაყოფილებს მოთამაშის სურვილებს და გათვლილია მათ კომფორტზე. აღსანიშნავია, რომ მობილურის აპლიკაცია გამოირჩება მარტივი ნავიგაციით და კარგი ინტერფეისით, შესაძლებელია სხვა მოთამაშეებთან ჩათი და ა.შ. აპლიკაციების გადმოწერა შესაძლებელია საიტზე (888poker.com)-ზე შესვლით, შემდეგ mobile, სადაც შეგეძლებათ მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი, მეილი, ან დაასკანეროთ QR კოდი და მარტივად და სწრაფად შეძლებთ მის გადმოწერას.

 

 888Poker გადახდის მეთოდები / 888Poker Payment methods

888Poker -ი მოთამაშეებს დეპოზიტის გაკეთების საკმაოდ მარტივ და მრავალფეროვან მეთოდს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ საიტზე შესვლისთანავე ცენტში შეამჩნევთ წარწერას „Deposit Now”, პრომო კოდთან ერთად მოცემული (იხილეთ სქრინზე), რის დაჭერის შემდეგაც იშლება Log In სექცია, თქვენს აქაუნთში შესვლის შემდეგ გამოგესახებათ თანხის ჩარიცხვის ხერხები (იხილეთ დაბლა). აღსანიშნავია, რომ თანხისგან განურჩევლად, 888 პროცესს რამდენიმე სამუშაო დღეში იწყებს და ამასთან ერთად, საჭირო იდენტობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და საბუთებს ითხოვს, რაც პროცესს უფრო ახანგრძილებს. გასათვალისწინებელია, რომ თანხის შეტანის ლიმიტი დაახლოებით $10-$20 დოლარია (განსხვავდება სხვადასხვა პროვაიდერებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ 888Poker -ი საერთაშორისო კაზინოა და რამდენიმე ვალუტას იღებს, უმჯობესია USD-ს გამოყენება, ვინაიდან 888Poker -ს განსხვავებული ვალუტის გაცვლა ახასიათებს, რაც ხშირად მომხმარებელთა შორის უკმაყოფილებას და უთანხმოებას იწვევს.

თანხის შეტანა შესაძლებელია:

  • Visa/MasterCard ბარათებით;
  • ადგილობრივი საკრედიტო ბარათებით;
  • Neteller ელექტრონული საფულით;
  • Skrill ელექტრონული საფულით;
  • PayPal ელექტრონული საფულით;
  • WebMoney ელექტრონული საფულით
  • Qiwi ელექტრონული საფულით;
  • Sofortuberweisung ელექტრონული საფულით;
  • PaySafecard ელექტრონული საფულით;
  • Visa Qiwi ელექტრონული საფულით;
  • AstroPay ბარათით;
  • Yandex Money ელექტრონული საფულით;
  • Instadebit ელექტრონული საფულით;
  • Trustly ელექტრონული საფულით;
  • Payr ელექტრონული საფულით;
  • Multibanco ელექტრონული საფულით;
  • Verkkopandekki ელექტრონული საფულით;
  • Todito Cash ელექტრონული საფულით.
  • iDeal ელექტრონული საფულით;

ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თანხის გამოტანას 1-2 კვირა სჭირდება, თუმცა ეს მხოლოდ ზოგიერთ პროვაიდერზე ვრცელდება. მინიმალური გამოტანის თანხა მერყეობს $10-$25-ს შორს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვალუტით სარგებლობს. გასათვალისწინებელია, რომ თვეში $5,000-დან $50,000-მდე თანხის გამოტანაა შესაძლებელი.

თანხის გამოტანა შესაძლებელია:

  • Visa/MasterCard ბარათებით;
  • ადგილობრივი საკრედიტო ბარათით;
  • Entropay ელექტრონული საფულით;
  • iDebit ელექტრონული საფულით;
  • Neteller ელექტრონული საფულით;
  • PayPal ელექტრონული საფულით;
  • Skrill ელექტრონული საფულით;
  • WebMoney ელექტრონული სასფულით;
  • Qiwi Visa ელექტრონული საფულით;
  • PostePay ელექტრონული საფულით;

საიტი, ინგლისურის გარდა, მუშაობს რამდენიმე ენაზე, ესენია: გერმანული, ფრანგული, ესპანური და პორტუგალიური, თუმცა ეს საერთაშორისო საიტისთვის არ არის საკმარისი.

888Poker რეგისტრირება / 888Poker Registration

საიტზე რეგისტრირება და თამაშის დაწყება საკმაოდ მარტივი და მოქნილი სისტემითაა შესაძლებელი, რომელსაც საიტზე შესვლისთანავე შეამჩნევთ, თუმცა ამისთვის 888Poker -ი გვთავაზობს რამდენიმე სახის არჩევანს:

888Poker -ი გვთავაზობს როგორც ბრაუზერში სათამაშო შესაძლებლობას,  არამედ უკეთესი გამოცდილებისთვის აპლიკაციის გადმოწერის საშუალებასაც. აპლიკაციის გადმოწერა საკმაოდ მარტივია, ამისთვის მხოლოდ საჭიროა საიტის ზედა მარცხენა კუთხეში მოცემულ „Download”-ის დაჭერა და აპლიკაციის ჩატვირთვა დაიწყება, აპლიკაციის დაინსტალირების შემდეგ, (ინსტრუქცია მოცემულია საიტზე( 888poker.com ) მასშივე შეძლებთ დარეგისტრირებას:

თუმცა თუ გადმოწერის გარეშე გსურთ საიტით სარგებლობა, საჭიროა მხოლოდ საიტის ცენტრში მდებარე „Instant Play”-ის მონიშნვნა, რომელიც გადაგიყვანთ ცალკე გრაფაში. დასარეგისტრირებლად საჭიროა მონიშნოთ „Register”. ამის შემდეგ მხოლოდ საჭიროა პერსონალური გრაფების შევსება, ისეთი ინფორმაციის მითითება, როგორიცაა თქვენი ტელეფონის ნომერი, მეილი, ქვეყანა და ა.შ, რის შემდეგაც რეგისტრაცია დასრულებულია.

888Poker ლიცენზია / 888Poker License

888Poker -ი რეგულირდება და ავტორიზებულია the United Kingdom Gambling Commission– სა და Gibraltar Regulatory Authority -ს მიერ, რაც მათ სანდოობას და უსაფრთხოებას უსვამს ხაზს, ვინაიდან შენარჩუნებულია ის მკაცრი მოთხოვნები და რეგულაციები, რასაც მათ ლიცენზიისთვის უწესებენ.

აღსანიშნავია, რომ 888Poker -ს მოგებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ონლაინ აზარტული თამაშების ჯილდოები. 2011 წლიდან დაწყებული 2013 წლის ჩათვლით, 888Poker -მა მოიგო EGR-ის, ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური დაჯილდოვების ცერემონიის აზარტის ინდუსტრიაში, წლის საუკეთესო პოკერის პროვაიდერი. ამას გარდა 888Poker -მა დაიმსახურა 2012 წლის საუკეთესო გეიმინგის პროდუქცია, აქედან გამომდინარე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიტი სრულიად ვალიდურია და მათ კანონიერებაში ეჭვის შეტანა სრულიად უსაფუძვლოა.

ამასთან ერთად, ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ კაზინო ყველანაირად ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა სარგებლობას საიტით და დამოკიდებულებას აზარტულ თამაშებზე. საიტი ვერიფიკაციის სისტემის დახმარებით ნიშნავს არასრულწლოვნებს და აუქმებს მათ აქაუნთებს. ამასთან ერთად სთავაზობს გეგმას, ხერხებსა და რჩევებს მშობლებს, თუ როგონ უნდა აღკვეთონ თავიანთ არასრულწლოვან შვილთა აქტივობა აზარტული თამაშების საიტებზე.

888Poker -ი დამოკიდებულ მომხმარებლებს თავიანთ საიტზევე ეხმარება დამოკიდებულების აღმოჩენაში სპეციალურად დასმული კითხვებისა და ტესტების მოცემით; ასევე ის მომხმარებელს აძლევს საშუალებას გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ თავს შეუზღუდოს საიტით სარგებლობის უფლება (ინსტრუქცია მოცემუია საიტზე), შეზღუდვის მოხსნა მომხმარებელს დროის გასვლამდე არ შეუძლია და ვრცელდება ყველა თამაშზე. ამასთან, შესაძლებელია საკუთარ ფულსა და დეპოზიტებს, ბიუჯეტს დაუწესო ლიმიტები, დღეებისა და კვირების მანძილზე, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 888Poker -ი ზრუნავს თავის მომხმარებლებზე, ცდილობს თავიდან აარიდოს ისინი არასრულწლოვანთა სარგებლობა გვერდით და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, შესთავაზოს მომხმარებლებს სრულყოფილი, მრავალფეროვანი სერვისი და შექმნას სიამოვნებაზე, გართობაზე და აზარტზე გათვლილი ონლაინ სამყარო.

 

888 Poker ხშირად დასმული კითხვები / 888Poker FAQ

  1. როგორ გავაკეთო დეპოტიზი?

საიტზე (888poker.com) შესვლისას ცენტრში იხილავთ “Deposit Now” გრაფას, საიდანაც თქვენს პროფილზე შესვლის ან დარეგისტრირების შემდეგ გამოგესახებათ გადახდის მეთოდები (იხილეთ მაღლა).

  1. როგორ გავანაღდო მოგება?

თქვენს აქაუნთზე შესვლისას შეხვალთ „My Account” სექციაში, ნახავთ “cashier” ფუნქციას, საიდანაც ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების მიხედვით შეძლებთ თანხის გამოტანას.

  1. როგორ აღვადგინო პაროლი?

საიტზე (888poker.com) ან აპლიკაციაში შესვლისთანავე ცენტში მოცემულ Log in-ის გრაფა გამოჩნდება, შემდეგ forgot your password, სადაც მიუთითებთ თქვენს ტელეფონის ნომერს ან მეილს და საჭირო ინსტრუქციას მიიღებთ.

  1. როგორ შევცვალო პაროლი?

თქვენს აქაუნთზე შესვლისას მონიშნავთ ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ „My account”-ს, შემდეგ  “change password”.

  1. კონტაქტი

საიტის ქვედა ველში მოცემულია ლინკი „contact us”, დაჭერისთანავე გამოისახება საშუალებები, რომლითაც შეძლებთ კაზინოსთან დაკავშირებას.