სპორტული ფსონების საიტები და ონლაინ ტოტალიზატორები

ტოტალიზატორები, რომელთა საშუალებითაც სპორტის სხვადასხვა სახეობაზე ფსონის გაკეთებაა შესაძლებელი, აზარტული სამყაროსთვის ძველი და ტრადიციული მოვლენაა.

ფსონის გაკეთების შესაძლებლობა მოთამაშეს აძლევს შანს, საყვარელი თამაშის დახმარებით დააფიქსიროს სავარაუდო სპორტული შედეგი და მოიპოვოს გამარჯვება.

ტრადიციულად, ტოტალიზატორი არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს ( რომელსაც კანონით აქვს უფლება გააკეთოს ფსონი ) შეუძლია უყუროს საყვარელ სპორტის სახეობას,  გააკეთოს ფსონები ლაივ რეჟიმში და  თამაშშის დასრულების შემდეგ, მოგების შემთხვევაში ნათლად შეიგრძნოს გამარჯვება. ბოლო წლებში თანამედროვე ტექნოლოგიების კვალდაკვალ  გაჩნდა ონლაინ ფსონების განთავსების შესაძლებლობები, გაჩნდნენ ვებ გევრდები, შეიქმნა ონლაინ სივრცე, რომელმაც უფრო მეტი კომფორტი და შესაძლებლობა მისცა მოთამაშეს.  მოთამაშეებს  შეუძლიათ ფსონის გაკეთება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, არჩევანი მთლიანად მოთამაშის სურვილზეა დამოკიდებული,  მას შეუძლია ფსონი გააკეთოს  სტადიონზე ყოფნის დროს ან დარჩეს სახლში, წავიდეს ბარში, მეგობრებთან ერთად და სიამოვნებით უყუროს სპორტულ მატჩს და გამარჯვების შემდეგ მათთან ერთად დატკბეს ნანატრი გამარჯვებით .

თანამედროვე მსოფლიოში გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავირჩიოთ საუკეთესო საუკეთესოთა შორს, ინტერნეტში გვხვდება ძალიან ბევრი  ონლაინ ტოტალიზატორი, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ მოთამაშის კომფორტზე, მის დაცულობაზე და რა თქმა უნდა სიამოვნების მიღებაზე. სხვადასხვა აქციების, შეთავაზებების  დახმარებით ონლაინ ტოტალიზატორები ცდილობენ მოთამაშებში მოიპოვონ სანდოობა და მათ მიმართ  სიყვარული.  ამიტომაც ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს სპორტი და სურს გააკეთოს შესაბამის ფსონი  გარკვეულწილად დგება რთული არჩევანის წინაშე . საჭირო ხდება ანალიზი და არჩევანის გაკეთება.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საწყის ეტაპზე გავარკვიოთ  რა გსურს სპორტული ფსონის ვებ – გვერდიდან?  გვსურს დავდოთ ფსონი მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სპორტის სახეობაზე ? თუ ასეა შემდეგი ნაბიჯი იქნება  მოვძებნოთ საიტები, რომლებიც ამ სპორტის მიმართულებით სთავაზობენ მომხმარებელს სხვადასხვა საინტერესო ფსონებს,   იმ შემთხვევაში თუ გვსურს ვიპოვოთ საუკეთესო შანსი გამარჯვების მოსაპოვებლად? მაშინ ამ მხრივ უნდა მოვძებნოთ ონლაინ ტოტალიზატორების მიერ შემოთავაზებები , შევადაროთ ისინი და ავარჩიოთ საუკეთესო.  შედარებისთვის შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია ვებ გვერდზე, მის სანდოობაზე, უსაფრთხოებაზე და გავიცნოთ ის მოთამაშეები, რომლებსაც გაუკვეული გამოცდილება უკვე აქვთ ფსონების გაკეთების, ასეტი ადამიანების პოვნა მარტივად შეგვიძლია ფორუმებზე, სოციალურ ქსელში სპეციალურ ჯგუფებში, სხვისი გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარება ვიპოვოთ საუკეთესო და მივიღოთ მინიმალური თანხით მაქსიმალური დადებითი შედეგი.

უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია  ონლაინ ტოტალიზატორის არჩევისას, ამიტომ ყოველთვის შეამოწმეთ აქვს თუ არა ამ კომპანიას აზარტული თამაშების ლიცენზია,  იქამდე სანამ მას თქვენს პირად მონაცემებს გადასცემთ. ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ მიმოხილვები, გაეცნოთ ვებ გვერდზე არსებულ კითხვა პასუხის გვერდს, სადაც კომპანიის, ზოგადი თამაშის წესების  შესახებ იპოვით ინფორმაციას. ზოგადად შეისწავლეთ ვებ გვერდი, ყველა მნშვნელოვანი ინფორმაცია რაც დაგეხმარებათ დარწმუნდეთ არის თუ არა სანდო და დაცული ვებ გვერდი.

როგორ ავირჩიოთ შესაფერისი ფსონების საიტი თქვენთვის?

ფსონების ონლაინ ბაზრები მართლაც ძალიან ხალხმრავალია, მაგრამ სინამდვილეში ეს კარგია მოთამაშეებისთვის, რადგან რაც უფრო მაღალია მოთხოვნა მსგავსი ფსონების დადებაზე მით უფრო იზრდება ტოტალიზატორების მხრიდან სხვადასხავ შეთავაზებები.  რა თქმა უნდა, არცერთი ტოტალიზატორის არ იქნება საუკეთესო ყველაფერში. ასე რომ, როგორც უკვე ვთქვით, თქვენ უნდა მოარგოთ თქვენ ინდივიდუალურ სურვილებს ის შეთავაზებები და პირობები რასაც ონლაინ ტოტალიზატორები გთავაზობენ.

მაგალითად, ბევრი ფსონების საიტი გთავაზობთ სპორტის პირდაპირი ტრანსლიაციას, და ლაივ რეჟიმში გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ ფსონი, ზოგიერთი ტოტალიზატორი გარკვეულ სპორტულ ღონისძიებების მიმართ აწყობს განსაკუთრებულ აქციებს და ზრდის მოგების შანსებს , ამიტომ თუ თქვენ სურვილი გექნებათ ამ პერიოდში დაამატოთ ფსონი მაშინ ამ ვებ გვერდებს უნდა ესტუმროთ და გააკეთოთ თქვენი პროგნოზები.

ონლაინ ფსონების დამატება თქვენ სხვადასხვა  სპორტის სახეობაში შეგიძლიათ. რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ცალკეულ სპორტის სახეობაზე მაგალითად ფეხბურთზე ჰქონდა მოთამაშეს საკუთარი ფსონის გაკეთების უფლება,  მაგრამ თანამედროვე ონლაინ სივრცე ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს . ახლა მოთამაშე ფსონს დებს  ყველაფერზე, გოლფიდან დაწყებული კრიკეტით დამთავრებული.  თითოეული ინდივიდუალური მატჩისთვის ხელმისაწვდომია ათობით განსხვავებული ფსონის გაკეთება, მაგალითად ფეხბურთის მატჩის შემთხვევაში  მოთამაშე აკეთებს ფსონებს გატანილ  პირველი გოლზე, ზუსტი ქულაზე, კუთხურების რაოდენობაზე,კონკრეტული ფეხბურთელის მიერ გოლის გატანაზე.

ფსონის გაკეთება  შეიძლება იყოს როგორც სახალისო, ასევე ძალიან მომგებიანი, მთავარია იცოდეთ სად და როგორ განათავსოთ ფსონი, რომ გარკვეული რაოდენობის თანხა აქციოთ უფრო მეტ თანხად და მოიპოვოთ გამარჯვება.  გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ იმ საიტის აღმოჩენაში, რომელზედაც განათავსებთ თქვენს სასურველ ფსონს

  1. რომელი  ფსონის გაკეთება გსურთ?

ონლაინ ტოტალიზატორები სხვადასხვა სახეობის სპორტში განსხავვებულ ფსონების დაამტების საშუალებას გვაძლევენ, მოთამაშემ მხოლოდ უნდა აირჩიოს რომელ სპორტულ სახეობაში სურს ბედის გამოცდა და გამარჯვების მოპოვება. მაგალითად თუ გიყვართ ფეხბურთი და რამდენიმე გუნდსაც იცნობთ შეგიძლიათ  თავდაპირველად გადახედოთ ამ გუნდების თამაშების თარიღებს და სწორედ მათზე გააკეთოთ პირველი ფსონები.

  • საიტის  დრო და მისი შემოწმება.

ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს დღის სხვადასხვა მონაკვეთში, განსაკუთრებით პიკის საათებში და შეეცადეთ ნახოთ რამდენად სწრაფად იტვირთება ვებ – გვერდი. სანამ პირველ ფსონს გააკეთებთ  შეამოწმოთ ვებ გვერდზე არსებული რამდენიმე ბმული, დარწმუნდით, რომ ვებ გევრდს არ აქვს ტექნიკური ხარვეზები და ონლაინ რეჟიმში შეუძლია გამართულად მუშაობა.

  • iOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოთამაშისთვის კომფორტულია ონლაინ სივრცეში ფსონები გააკეთოს პერსონალურ კომპიუტერიდან, მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველდღიური ცხოვრების რიტმი არ მოგვცემს ამის საშუალებას და ამიტომ საჭიროა გავარკვიოთ რამდენად მოსახერხებელია ონლაინ ტოტალიზატორის მორგება iOS-ისა და Android-ის პლატფორმეზე და სმარტფონების გამოყენებით ფსონის გაკეთების შესაძლებლობა,

ამასთან, თქვენ უნდა შეამოწმოთ, არის თუ არა რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია ამ ალტერნატიულ ვარიანტთან, რადგან უმეტეს შემთხვევაში საჭიროა გარკვეული მინიმალური ფსონის თანხა ან / და საფასური, რათა ოპერატორთან ტელეფონით დადოთ ფსონები.

  • წაიკითხეთ მიმოხილვები

ყოველთვის საჭიროა ისწავლოთ სხვის მაგალითზე, გადახედეთ თუ რას ამბობენ სხვა მომხმარებლები ამ კონკრეტული ტოტალიზატორის შესახებ , რამდენად ენდობიან ვებ გვერდს , როგორია მათი შიდა პოლიტიკა რამდენად დადებითია მომხმსრებლის გამოხმაურება, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვენ რეალურ სურათს დაინახავთ და არჩევანის გაკეთებაც უკვე აღარ იქნება რთული.  ასევე სანამ ფსონს გააკეთებთ მოიძიეთ ინფორმაცია გუნდის შესახებ , მათ წინა წარმატებებზე, გადახედეთ რას წერენ გუნდზე მისი გულშემატკივრები რამდენად აქვთ გამარჯვების რეალური შანსი.

  • წამახალისებელი შემოთავაზეებები ყოველთვოს არ არის სანდო

გსმენიათ ოდესმე გამონათქვამი „იმდენად კარგია შეუძლებელია სიმართლე იყოს “ ზოგიერთი ონლაინ ტოტალიზატორები ფანტაზიის საზღვრებს სცდებიან და მომხამრებლის მოზიდის მიზნით წარმოუდგენელ შეთავაზებებს აკეთებენ, რომლებიც მართლად იმდენად კარგია, რომ შეუძლებელია სიმართლე იყოს.  ამიტომაც აუცილებელია იმის გარკვევა ეს შეთავაზება რამდენად შეესაბამება სიმართლეს და ხომ არ არის უბრალოდ  პიარ კამპანიის ნაწილი. ამიტომ მხოლოდ ერთჯერადი შეთავაზებაზე დაყრდნობით ნუ მიანიჭებთ ონლაინ ტოტალიზატორს პრიორიტეტს,  გაითვალისწინეთ ჩვენი ზემოთ აღნიშნული რჩეები და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არსებობს რამდენიმე  ონლაინ საიტი, რომლებიც ახალ მომხმარებლებს 100%, 200% ან მეტ პრემიას გვთავაზობენ, თუმცა მსგავსი ვებ გვერდები დიდი ხნით ვერ ახერხებენ სათამაშო ბიზნესში დარჩენას , კარგი რეპუტაციის მქონე  ონლაინ ტოტალიზატორების მფლობელებს  სრულად ესმით, რომ ისინი ვერ დარჩებიან ბიზნესში, თუ წარმოუდგენლად მაღალი მოგების შესაძლებლობას მისცემენ მოთამაშეს.

  • ბალანსის შევსება და მინიმალური თანხა

ფსონის გაკეთების წინაპირობაა ვებ გვერდზე რეგისტრაცია, არსებობს ონლაინ ტოტალიზატორები, რომლებიც რეგისტაციაში დამატებით ბონუსებს ან მინიმალურ თანხებს გაძლევენ და თუ ამ მხრივაც განიხილავთ რამდენიმე ვებ გვერდს შეიძლება აღმოაჩინოთ საუკეთესო. რაც შეეხება რეგისტაციის შემდეგ ეტაპს,  ვებ გვერდზე თითეული ფსონის მინიმალური რაოდენობა ინდივიდუალურია და განსხავეული სპორტული თამაშების მიხედვით, სანამ ფსონს გააკეთებთ გადახედეთ ვებ გევრდზე განთავსებულ თამაშის წესებს, სადაც დიდი ალბათობით ამომწურავი ინფორმაცია იდება მინიმალური და მაქსიმალური ფსონების შესახებ . თუ ეს ინფორმაცია რაღაც მიზეზით ვერ ნახეთ მაშინ ჰკითხეთ უკვე გამოცდილ მოთამაშეს და მის გამოცდილებაზე დაყრდნობით გააკეთეთ პირველი ფსონი.

  • მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმა, მომსახურების სტანდარტები არაფერია იმაზე შემაშფოთებელი, როდესაც  რაღაც საკითხთან დაკავშირებით  გჭირდებათ დახმარება და ამ დახმარების მოლოდინში უაზროდ კარგავთ წუთებს ან საათებსაც კი, ამიტომ აუცილებელია ონლაინ ტოტალიზატორის გვერდებზე შეამოწმოთ ამ მხრივ როგორი სიტუაციაა,  როგორ მუშაობს მათი მომსახურება  კონკრეტული პროლების მოგვარების დროს.  თქვენ ამისთვის შეგიძლიან გამოიყეოთ საიტზე არსებული ონლაინ დახმარების სერვისი ან მისწეროთ პირადად ელექტრონული ფოსტის გამოყენებით . ეს დაგეხმარებათ შეამოწმოთ მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი, უმჯობესი ეს გააკეთოთ მანამდე სანამ ვებ გვერდზე დარეგისტრირდებით .
  • თანხის გამოტანის შესაძლებლობა  მაშინაც კი, თუ ყველაფერი  სრულყოფილია,  და ვებ გვერდი ყველა თქვენთვის მისაღებ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს  უსარგებლოდ ჩაითვლება თუ თქვენ ვერ შეძლებთ მოგებული თანხის გამოტანას გვერდიდან და მის გამოყენებას,  აუცილებლად უნდა გაარკვიოთ მოგებული ტანხის რამდენ პროცენტს იტოვებს ვებ გვერდი და სად შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა და რაც მთავარია რამდენ  დღეში შეძლებთ მოგებული თანხის გამოყენებას.

ტოტალიზატორის მხრიდან გადახდის ყველაზე გავრცელებული ფორმაა Western Union, საბანკო გადარიცხვა, ჩეკი,  სადებეტო ბარათები,  ბიტკოინები. ასევე ზოგიერთი ონლაინ ვებ გვერდი ახალ ინოვაციურ ბარათებსაც გთავაზობთ, სადაც თანხის განაღდება ან ბალანსის შევსების პროცესი გამარტივებულია.

როგორ ხდება ფსონის დადება საქართველოში

 ერთ-ერთი ინტერნეტ ტოტალიზატორის მაგალითზე განვიხილოთ ზოგადად რა ეტაპები უნდა გაიაროს მოთამაშემ ფსონის  დადების სურვილის გაჩენიდან მოგებული თანხის გატანამდე.

ინტერნეტ ტოტალიზატორი  მომხმარებელს საშუალებას აძლევს ტოტალიზატორის დაწესებულებაში მიუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით, თამაშობის

მსვლელობისას მონაწილეობა მიიღოს აზარტულ თამაშობებში, დადოს ფსონები და თამაშობის მიმდინარეობის შედეგების შესაბამისად მიიღოს მოგება.

მოთამაშის მიერ რეგისტრაციის გავლა და ფსონის დადება ნიშნავს რომ ის ეთანხმება კომპანიის მიერ დადგენილ გათამაშების წესებს.

18 წლამდე ასაკის პირისათვის აზარტული ან/და მომგებიან თამაშობაში მონაწილეობა აკრძალულია.

კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისათვის მოთამაშე თავდაპირველად შედის ვებ–გვერდზე შემოთავაზებულ სარეგისტრაციო ფანჯარაში და სავალდებულო წესით ავსებს რეგისტრაციისთვის აუცილებელ ველებს: სახელსა და გვარს, პირად საიდენტიფიკაციო სახელს (ე.წ. „იუზერ ნეიმ“–ს) პაროლს, მის პირად ნომერს (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად), დაბადების თარიღს, თვეს და წელს, საკონტაქტო და სხვადასხვა პირად მონაცემებს. ამის შემდგომ პირი

ადასტურებს რომ გაეცნო გათამაშების წესებს და შეუსრულდა 18 წელი, რის შედეგადაც სისტემა ავტომატურად  არეგისტრირებს მომხმარებელს და ანიჭებს მას პირად საიდენთიფიკაციო ნომერს, რომელიც ინდივიდუალურია თითოეული მოთამაშისთვის და ინტერნეტ მონაწილეობის მიღების საშუალებას იძლევა.

პირადი საიდენთიფიკაციო კოდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია თანხის დამატება ან თანხის გატანა ორგანიზაციიდან.

ინტერნეტ ტოტალიზატორი ფსონებს იღებს მის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის საფუზველზე; პროგრამაში შეტანილი ღონისძიების გასწვრივ მითითებულია ყველა შესაძლო კოეფიციენტი. ინტერნეტ–ტოტალიზატორში ფსონის დადება ნიშნავს კომპანიასა და მოთამაშეს შორის ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმებას. თამაშისას გამოიყენება ე.წ. ელექტონული ბილეთი, რომელიც ადასტურებს

ფსონის დადებას, ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს და ერთჯერადი ხელშკრულების დამადასტურებელი საბუთია.

  პირადი სახელისა და პაროლის გამოყენებით მომხმარებელი შედის სისტემაში და კომპანიის წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის საფუძველზე აკეთებს პროგნოზს, დებს სასურველ ფსონს (ფსონებს), სასურველი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, იგი აჭერს ღილაკს „ბილეთის დადება“, რითაც ეთანხმება შერჩეულ ვარიანტს და გადადის ფსონის დადების შემდგომ ეტაპზე, სადაც ახდენს პირადი სადეპოზიტო

ანგარიშიდან თანხის დადებას შერჩეულ ვარიანტზე. ამის შემდეგ არჩეული ვარიანტი კომპანიის საიტზე დაფიქსირდება ელექტრონული ბილეთის სახით, რომელსაც პროგრამულად მიენიჭება ნომერი.

საქართველოში ონლაინ ტოტალიზატორები სხვადასხვა შეთამაზებებს სთავაზობენ მომხმარებელს, რომ მათთვის ფსონის დადება და თანხის მოგემა იყოს მარტივი და რაც მთავარია გარანტირებული, განვიხილოთ ევროპაბეთის მაგალითი, სადაც მნიმალური ფსონი შეადგენს 0.10 ლარს  და თანხის გამოტანის დროს არსებობობს განსაკუთრებული პირობები მაგალითად:

  • CASHOUT ფუნქცია საშუალებას აძლევს მოთამაშეს გააჩეროს დადებული ბილეთი მატჩის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობისას და მიიღოს გარანტირებული თანხა;

• ქეშაუთი მოქმედებს პრემატჩებსა და ლაივ-მატჩებზე დადებულ ფსონებზე;

• იმისათვის, რომ მოთამაშემ ისარგებლოს Cash Out-ის ფუნქციით მატჩი უნდა მიმდინარეობდეს რეალურ დროში, წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩის დაწყების შემდეგ მასზე ფუნქცია არ იმოქმედებს და ბილეთშიც გაქრება Cash Out ის

ღილაკი;

• CASHOUT ფუნქციით სარგებლობისას გარანტირებული გამოსატანი თანხის გაანგარიშება მოხდება ყოველ ბილეთზე

დამოუკიდებლად;

• CASHOUT -ი სისტემურ ფსონებზე (ე.წ. მინუსოვკაზე) არ ვრცელდება;

• ქეშაუთის განხორციელების შემდეგ ფსონი ითვლება მთლიანად გათამაშებულად, მიუხედავად მატჩის შემდგომი განვითარებისა ან/და მისი ფინალური რეზულტატისა.

  • დაამატე პოზიცია / ADD GAME მოთამაშეს შეუძლია დაამატოს 1 ან მეტი პოზიცია მიმდინარე ბილეთში, გაზარდოს კოეფიციენტი და მოიგოს მეტი. ბილეთების ისტორიაში აქტიურ ფსონებზე „+ADDGAME“ ღილაკზე დაჭერის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად გადავა სპორტის გვერდზე, სადაც მიმდინარე ბილეთი მონიშნული დახვდებათ და შეძლებენ დაამატონ მათთვის სასურველი სპორტის ლაივის ან პრემატჩის პოზიცია.

• მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს დაამატე ფუნქცია მხოლოდ აქტიურ ბილეთებში.

• თამაშის დამატება შესაძლებელია მხოლოდ სინგლის და ექსპრეს ტიპის ბილეთში.

• დასამატებელი თამაში შესაძლებელია იყოს როგორც პრემატჩიდან, ასევე ლაივიდან.

• დაამატე პოზიციის ფუნქცია არ ვრცელდება სისტემური ტიპის ბილეთებზე.

• ბილეთში პოზიციის დამატებისას თქვენ ვერ შეცვლით მიმდინარე ბილეთის ფსონის თანხის ოდენობას.

• თამაშის დამატება ასევე შესაძლებელია ლაივში დადებულ ფსონზე იმავე ან სხვა ივენთის ლაივში მონიშნული სხვა პოზიციით.

• ბილეთებზე, სადაც გამოყენებულია „დაამატე“ ფუნქცია, შესაძლებელია ქეშაუთის ფუნქციის გამოყენებაც, თუ ბილეთი აკმაყოფილებს ქეშაუთის ყველა პირობას.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ , რომ ფსონის გასაკეთებლად საქართველოში ნამდვილად ნახავთ სასურველ ონლაინ ტოტალიზატორებს , თქვენზე მორგებული პირობებით კი მარტივად დაამატებთ ფსონს და დაელოდებით გამარჯვებას. თუ დამწყები ხართ გირჩებთ ჯერ გაეცნოთ იმ სპორტის სახეობას , რომელზედ გსურთ ფსონის დამატება, ბილეთის დაწერამდე კი გირჩევთ ბილეთისთვის პოზიციების შერჩევას– ონლაინ ტოტალიზატორები გთავაზობენ  ბევრ სხვადასხვა  პოზიციას და 15 000 მატჩს სუპერლაივში, ასე რომ მთავარია თქვენ მოიფიქროთ რაზე გსურთ ფსონის გაკეთება. ასევე გირჩევთ აწარმოოთ წინასამატჩო სტატისტიკა – ბილეთის დადებამდე მნიშვნელოვანია გუნდების სტატისტიკას გადახედოთ და იცოდეთ, რა შედეგებით დასრულდა წინა დაპირისპირებები, როგორ ითამაშა გუნდმა ბოლო ხუთი მატჩი ან რა თამაშები ელით წინ.