კრეპსი (კამათლები) – რა არის ეს, ისტორია, სტრატეგიები

კამათლები (Craps) – ამ თამაშის სახელწოდება იქიდან მოდის, რომ თამაშში მონაწილეობის ორი კამათელი, თუმცა იმის თქმა, რომ ეს კამათლების თამაშია იქნება არასწორი, ვინაიდან კამათლები მხოლოდ გარკვეულ ფუნქციას ასრულებენ, ხოლო თავად თამაში მიმდინარეობს სპეციალურ მაგიდაზე, რომელსაც განსაკუთრებულად მაღალი დამცავი ღობე აქვს, იმდენად მაღალი, რომ კამათლების გაგორება მათ გარეთ იყოს მინიმიზირებული. ამ თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლია დიდი რაოდენობის მოთამაშეს, საშუალოდ მას 20 ადამიანი თამაშობს მაქსიმუმ ერთდროულად. ერთ-ერთი მათგანი აგორებს კამათლებს, და სხვები დებენ ფსონებს.

თამაშის ისტორია

კრეპსი ( კამათლები) – ერთ-ერთი ყველაზე ძველი აზარტული თამაშია, რომელიც ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და რომში იყო ცნობილი. მას თითქმის ყველა თამაშობდა. ჩვენამდე მიღწეული უძველესი კამათელი ნაპოვნია ძველ შუმერულ ქალაქებში. აღნიშნული თამაში საკმაოდ პოპულარული იყო ძველ საბერძნეთში, და უძველეს ამფორებზე ნაპოვნია თამაშის პროცესის გამოსახულებები.

პირველი აკრძალვა, რომელიც ეხებოდა აზარტული თამაშების გავრცელებას, კონკრეტულად კი კრძალავდა კამათლების თამაშს გამოიცა ძველ რომში, ძველ წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში, თუმცა ამ და შემდგომ მრავალმა აკრძალვებმა არ შეუმცირა თამაშს პოპულარობა.

ჩვენამდე მიღწეული კლასიკური კრეპსის თამაში ამერიკაში, მე-18 საუკუნეში დაიწყო გავრცელება, ხოლო ამ თამაშმა საბოლოო სახე მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მიიღო.

ონლაინ კაზინოების გავრცელებამ თამაშს პოპულარობის ახალი ტალღა მისცა და ის, სხვა კაზინოს თამაშებთან ერთად, საკმაოდ გავრცელებული გახდა.  ახალბედებს თამაში შესაძლებელია ძალიან რთულად ეჩვენოთ, თუმცა ეს ასე არ არის. საკმარისია, მხოლოდ სასურველი ფსონის დადება და მოგებისა ან წაგების ლოდინი.

თამაშის აღწერა

ამ თამაშის არსი მაგიდაში მდგომარეობს, რომელზეც დებენ ფსონებს. თამაშისას, აუცილებელია ორი კამათლის გაგორება. მოთამაშე იღებს ორ კამათელს და შემდეგ აგორებს მაგიდაზე. ამ კამათლების ზედა ნაწილის ციფრებს ვაჯამებთ და ვიღებთ შედეგს.

ამ თამაშის მთავარი მიზანია ჩვენთვის სასურველი კომბინაცის მიღება თამაშის ერთ-ერთ ეტაპზე. ორი კამათლის ციფრების დაჯამებით ჩვენ მაქსიმუმ 12-ის მიღება შეგვიძლია. თამაშისთვის განკუთვნილ მაგიდას სპეციალურად ისე ხაზავენ, რომ ადაპტირებული იყოს ფსონების დადებისთვის,

თამაშის პროცესი

კრეპსი შედგება რაუნდებისგან, ტუმცა თამაშიდან თამაშამდე რაუნდების რაოდენობა და ხანგრძლივობა შესაძლებელია განსხვავდებოდეს. მოთამაშისთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პირველი რაუნდი, ვინაიდან არსებობს ფსონები, რომლის დადება შესაძლებელი პირველ რაუნდამდე და პირველი რაუნდის შემდგომ.

როდესაც პირველ რაუნდში კამათლების ციფრების ჯამი არის ორი, სამი, შვიდი, თერთმეტი ან თორმეტი, რაუნდი დასრულებულად ითვლება, რის შემდეგაც ყველა მოგებული ფსონის ანაზღაურება ხდება. შემდეგ ისევ პირველი რაუნდი იწყება და კამათლები ისევ გორდება.

თუ პირველ რაუნდში ციფრების ჯამი არის ოთხი, ხუთი, ექვსი, რვა, ცხრა ან ათი, ამციფრის ველზე სპეციალურ ჩიპს (ფიშკას) დებენ, რომელსაც ახატია “ON”, რაც იმას ნიშნავს, რომ რაუნდი გაგრძელდება და მანამდე გააგორებენ კამათლებს, სანამ არ დაუბრუნდებიან იმავე პუნქტს ან არ გამოვა ჯამი შვიდის ოდენობით. და როდესაც დაუბრუნდებიან ან ჯამი შვიდს გაუტოლდება, მგადაზე დადებულ ჩიპს დააბრუნებენ და გამოსახავენ “OFF“-ს , რაც იმის მანიშნებელია, რომ რაუნდი დასრულებულია.

კრეპსის თამაშის დროს ძალიან კარგია, როდესაც რომელიმე მოვლენის დადგომის ალბათობას ითვლი. კრეპსში განსხავებული ტიპის ფსონებს მოგების განსხვავებული ალბათობა აქვს, თუმცა ზოგადად რომ განვიხილოთ, გაგორების 36 ვარიანტი არსებობს.

ფსონები

  • Pass line – აღნიშნული ტიპის ფსონი Come out Roll-ის ეტაპის დროს იდება. ის მოგებულად ითვლება, როდესაც გაგორებისას გამოდის 7 ან 11 და დამარცხებულად ითვლება, როდესაც გამოდის 2, 3 ან 12 და განაგრძობს თამაშს, თუ თამაშის დროს Point განისაზღვრება. იმ შემთხვევაში, თუ Point-ს უბრუნდებიან მანამდე, სანამ გამოდის შვიდიანი-თამაში მოგებულად ითვლება. აღნიშნული ფსონი ანაზღაურდება 1:1.
  • Don’t Pass line – ეს ფსონი Pass Line-ის საწინააღმდეგო ფსონია. ისიც Come out Roll ეტაპზე არის აქტიური და იგებს იმ შემთხვვევაში, თუ გამოდის 2 ან 3. თუ გამოდის 12- ამ შემთხვევაში ფსონი უბრუნდება მოთამაშეს და წაგებულად ითვლება, თუ გამოიდ 7 ან 11. ის განაგრძობს თამაშს, თუ თამაშში დგება Point-ი. ის მოგებულათ მაშინ ითვლება, თუ Point-ს დადგომამდე გამოდის 7. ისევე, როგორც Pass Line, ის ანაზღაურდება 1:1.
  • Come – აღნიშნული ფსონი იდება Point-ის შემდგომ ნებისმიერ ეტაპზე. ის მოგებულად ითვლება, თუ point-ის შემდგომ გაგორებაზე ქულათა ჰამი არის 7 ან 11 და წაგებულად ითვლება, თუ ქულათა ჯამია 2,3 ან 12. ნებისმიერი სხვა ჯამი ითვლება Come Point-ად და აღნიშნული ფსონი გადაადგილდება შესაბამის ველზე. იმ შემთხვევაში, თუ come point-ის რიცხვი უფრო ადრე გამოდის, ვიდრე 7-იანი, ფსონი მოგებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი წაგებული. აღნიშნული ფსონის ანაზღაურდება 1:1.
  • Don’t come – ეს ფსონი Come-ის საპირისპიროა. ისიც იდება Point-ის შემდგომ და მოგებულად ითვლება თუ გამოდის 2 ან 3, ხოლო  აგებს. თუ გამოდის 7 ან 11. ფსონი უბრუნდება მოთამაშეს, თუ გამოდის 12. თუ რომელიმე სხვა ციფრი გამოდის, მაშინ აღნიშნული ფსონი განისაზღვრება როგორც Don’t come point-ი და შესაბამის ველში გადაადგილდება. იმ შემთხვევაში, თუ 7 უფრო ადრე მოდის, ვიდრე აღნიშნული  come point ციფრი – ფსონი მოგებულად ითხვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფსონი აგებს. აღნიშნული ფსონი ანგარიშდება 1:1.
  • Pass line Odds – ეს დამატებითი ფსონია, რომლის დადება შესაძლებელია უკვე არსებული Pass Line ფსონის ასამაღლებლად Point-ის ციფრის განსაზღვრის შემდეგ. იგებს ზუსტად იმ შემთხვევაში, როდესაც იგებს Pass Line. ის ანაზღაურდება შემდეგნარიად: თუ გამოდის 4 ან 10 – 2:1; თუ გამოდის 5 ან 9 – 3:2; თუ გამოდის 6 ან 8 – 6:5.
  • Don’t pass line odds – ეს დამატებითი ფსონია, რომლის დადება შესაძლებელია უკვე არსებული Don’t pass line ფსონის ასამაღლებლად, point რიცხვის განსაზღვრის შემდგომ. ის ანაზღაურდება შემდეგნაირად: თუ გამოვა 4 ან 10 – 1:2; 5 ან 9 – 2:3; 6 ან 8 – 5:6.
  • Come odds – ეს დამატებითი ფსონია, რომელიც იდება უკვე არსებული Come ფსონის ასამაღლებელად (არაუმეტეს სამი ჯერისა) point ციფრის განსაზღვრის შემდგმობ. ის იგებს იმავე შემთხვევაში, როგორც ფსონი Come. ანაზღაურდება შემდეგნაირად: თუ გამოვა 4 ან 10 – 2:1; 5 ან 9 – 3;2;  6 ან 8 – 6:5.
  • Don’t come odds – ეს დამატებითი ფსონია, რომელიც იდება უკვე არსებული Don’t come ფსონის ასამაღლებლად point რიცხვის განსაზღვრის შემდეგ. ფსონი იგებს იმავე შემთხვევაში, როგორც Don’t come. ანაზღაურდება შემდეგნაირად: თუ გამოვა 4 ან 10 – 2:1; 5 ან 9 – 2:3; 6 ან 8 – 5:6.
  • Win – ეს ფსონი  იდება ნებისმიერ რიცხვზე, რომელიც 7-ამდე უნდა გამოვიდეს. ანაზღაურდება შემდეგნაირად: თუ გამოვა 4 ან 10 – 5:11; 5 ან 9 – 5:8; 6 ან 8 – 4:5.
  • Lose – ეს ფსონი იდება ნებისმიერ რიცხვზე, რომელიც 7-ამდე არ უნდა გამოვიდეს. ანაზღაურდება შემდეგნაირად: თუ გამოვა 4 ან 10 – 5:11; 5 ან 9 – 5:8; 6 ან 8 – 4:5.
  • Hard way – ეს ფსონი იდება იმაზე, რომ კამათლის მსროლელი ჩააგდებს დუბლირებულ რიცხვს –  2+2, 3+3, 4+4 და 5+5 მანამდე სანამ გამოვა 7-ის ჯამი. ანაზღაურდება შემდეგნაირად: 3+3 ან 4+4 – 9:1; 2+2 ან 5+5 – 7:1.
  • Big Six – ფსონი იმაზე იდება, რომ 6 გამოვა 7-ზე ადრე. ის ანაზღაურდება 1:1.
  • Big eight – ფსონი იმაზე იდება, რომ 8 გამოვა 7-ზე ადრე. ის ანაზღაურდება 1:1.
  • Field – ეს ფსონი თამაშის ნებისმიერ ეტაპზე იდება და მოგებულად ითვლება, თუ ფსონის დადების შემდგომ გაგორებაზე გამოდის 2,3,4,9,10,11 ან 12. ანაზღაურდება შემდეგნაირად: თუ გამოვა 3,4,9,10 ან 11 – 1:1; თუ გამოვა 2 ან 12 – 2:1.
  • Any Craps ( C ) – ეს ფსონი მოგებულად ითვლება თუ მისი დადების შემდგომ გაგორებაზე გამოდის 2, 3 ან 12 და ანაზღაურდება 7:1.
  • Craps Two – ფსონის დადების შემდგომ გაგორებაზე თუ გამოდის 2, ფსონი ანაზღაურდება 30:1.
  • Craps Twelve – ფსონის დადების შემდგომ გაგორებაზე თუ გამდის 12, ფსონი ანაზღაურდება 30:1.
  • Craps Three – ფსონის დადების შემდგომ გაგორებაზე თუ გამოდის 3, ფსონი ანაზღაურდება 15:1.
  • Any Seven – ფსონის დადების შემდგომ გაგორებაზე თუ გამოდის 7, ფსონი ანაზღაურდება 4:1.
  • Eleven ( E) – ფსონის დადების შემდგომ გაგორებაზე თუ გამოდის 11, ფსონი ანაზღაურდება 15:1.

თამაშის სტრატეგია

როდესაც თამაშობ კრეპსს, უნდა გახსოვდეს, რომ თითოეული გაგორება არ არის დაკავშირებული მის წინა გაგორებასთან. მაგალითად, თუ 6-იანი ზედიზედ ოთხჯერ გამოვიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდგომ გაგორებაშიც გამოცა 6-იანი. შესაბამისად, ამ თამაშზე ძალიან რთულია კონკრეტული სტრატეგიის აგება.

Point სტრატეგია

ამ სტრატეგიის საფუძველს ის ფსონები წარმოადგენს, სადაც კაზინოს ყველაზე დაბალი უპირატესობა გააჩნია. ასეთი ტიპის ფსონებია Pass Line და Come. ისინი 1:1-ზე ანაზღაურდება. კაზინოს უპირატესობა ამ ფსონებში სულ 1,4% შეადგენს.

მოთამაშის მიზანს წარმოადგენს point რიცხვის განსაზღვრა და საკუთარი ფსონის გაზრდა Odd ფსონის მეშვეობით. წარმოვიდგიინოთ, რომ თქვენ დადებული გაქვთ ფსონი 1 ლარის ოდენობით და ასევე წარმოვიდგინოთ, რომ ეს ფსონი თქვენ დააფიქსირეთ Pass Line -ზე. იმ შემთხვევაში, თუ 7 ან 11 გამოვა Come Out Roll რაუნდზე, ფსონი ავტომატურად მოგებულად ითვლება. 2, 3 და 12 ამოსვლის შემთხვევაში ის ავტომატურად წაგებულად ითვლება.

წარმოვიდგინოთ, რომ Come out Roll-ის დროს განისაზღვრა Point რიცხვი 5-ის ოდენობით, მოთამაშემ ორი ნაბიჯი უნდა გადადგას.

  • პირველ რიგში მან უნდა გააკეთოს ფსონი Pass Line-ზე 1 ლარის ოდენობით. მას მაუსის კლიკით Pass Line-ზე უნდა დადოს ფსონი, რომელიც ამ Pass Line-ის გარეთ გამოჩნდება.
  • მეორე, აუცილებელია ფსონის დადება Come.

მაშ ასე, ჩვენ გავაკეთეთ ფსონი Pass line და გავაძლიერეთ ის Odd ფსონის მეშვეობით, იმ დროს, როდესაც ფოინთის რიცხვი 5-ია და ასევე დავდეთ Come, იგივენაირად გავაძლიერეთ ის Odd ფსონის მეშვეობით, სადაც ფოინთის რიცხვია 8.

  • თუ გამოვა 7- მოთამაშე აგებს ყველაფერს და თავიდან უნდა დაიწყოს ფსონების აგება.
  • თუ გამოვა 5, მაშინ Pass Line ფსონებია მოგებული და მოთამაშე კვლავ დებს ფსონს Pass Line-ზე.
  • თუ იგებს 8-იანი, მაშინ მოგებულია ჩვენ მიერ დადებული ფსონი Come-ზე.
  • სხვა ყველა შემთხვევაში ფსონები აგრძელებენ თამაშს და მოთამაშეს არ შეუძლია რამის შეცვლა..

ეს ძალიან მარტივი სტრატეგია მოთამაშეებს საშუალებას აძლევს თავისი ხელთ არსებული თანხები ეკონომიურად დახარჯონ. ის მოთამაშეევბს მოგების საკმაოდ მაღალ შანსს აძლებს.

კრეპსი საქართველოში

სამწუხაროდ, კრეპსი საქართველოში იმდენად პოპულარული არ არის, რამდენად უცხოეთშია. მეტიც, საქართველოს ონლაინ კაიზნოებში ძალიან იშვიათად თუ შეგხვდებად აღნიშნული თამაში. თუმცა casinohub -ს ექსპერტებმა თქვენთვის აარჩიეს საუკეთესო საიტები, სადაც თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ამ თამაშს და შეიგრძნოთ ამ თამაშის უპირატესობები.