ონლაინ კაზინოს თამაშები – საქართველო / Online Casino Games – Georgia

კაზინოს თამაშები გემბლინგის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. უამრავი განსხვავებული კაზინოს თამაში არსებობს და თითოეული მათგანი გამორჩეულია საკუთარი მახასიათებლებით. თუმცა მთავარი იდეა, მაინც, ყველასთვის საერთოა: თქვენ დებთ თანხას იმ იმედით რომ მოიგებთ კიდევ უფრო მეტს და ამასთანავე ცდილობთ ეს დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ამ გვერდზე, ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან ონლაინ კაზინო თამაშებზე გიამბობთ, რომელთაც საქართველოში შეხვდებით.

ყველაზე პოპულარული კაზინოს თამაშები:

სლოტები, რულეტი, ბლექჯეკი, ბაკარა, პოკერი, იღბლიანი ბორბალი, კამათლები, Sic Bo, სქრეჩ ბარათები, ბინგო, ლატარეა, კენო

ყველაზე მარტივად კაზინოს თამაშებს ონლაინ ითამაშებთ. ერთ qartuli kazinoebi კი ათასობით თამაშს შეხვდებით, შესაბამისად, ლოგიკურია, ისინი სათამაშო ფულით დატესტოთ, სანამ საკუთარით გარისკავდეთ და ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ ბონუს ფულითაც. სტატიაში თქვენ გაეცნობით ქართულ სივრცეში არსებულ ონლაინ კაზინოებს საუკეთესო კაზინო თამაშების არჩევანით.

რა არის კაზინოს თამაშები?

კაზინოს თამაშები შემთხვევითობის პრინციპზე დაფუძნებული თამაშებია, სადაც თანხის რაღაც ოდენობის ფსონად ჩამოსვლას რისკავთ იმისთვის რომ მიიღოთ უფრო მეტი თანხის მოგების შანსი. მათი თამაში შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ისე ოფლაინში.

კაზინოს თამაშები გამართლებაზეა დაფუძნებული, რაც ხდის კიდეც თითოეული რაუნდის შედეგს არაპროგნოზირებადს.

  • ზოგიერთი თამაში მთლიანად გამართლებაზეა დამოკიდებული.
  • სხვებში კი უნარები თამაშობს მნიშვნელოვან როლს.

პრაქტიკულად, კაზინოს თამაშების აბსოლუტური უმრავლესობას თამაშობთ გასართობად, ან რეალურ ფულზე.

ყველა კაზინოს თამაში განსხვავებულია და მათი კატეგორიებად დაყოფა ბევრნაირად შეიძლება. მაგალითად:

იღბალი

ზოგიერთი თამაში სავსებით თქვენს იღბალზეა დამოკიდებული, ვინაიდან, არ არსებობს რაუნდის შედეგების პროგნოზირება ან მასზე გავლენის მოხდენა.

მთლიანად იღბალზე დამოკიდებულ თამაშებში, შედეგები სრულებით შემთხვევით მოვლენებზეა დამოკიდებული. გასულ რაუნდებს არ აქვთ გავლენა მომდევნოზე. შემთხვევითობა კი მიიღწევა ამ ორი საშუალებით:

  • აღჭურვილობას არ გააჩნია მეხსიერების ერთეული და წარმოქმნის შემთხვევით შედეგებს (კამათელი, რულეტის ბორბალი, შემთხვევითი რიცხვების გენერატორი)
  • მარტივი წესები, რომლებიც თამაშს ყოფს მოკლე რაუნდებად ყველანაირი გადამწყვეტი შუალედის გარეშე

უნარები

უნარზე დაფუძნებულ თამაშებში მნიშვნელოვანია ალბათობების ცოდნა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა იღბალი აქაც დიდ როლს თამაშობს, თქვენი უნარები კი გრძელვადიან პერიოდში მოახდენს გავლენას თქვენს პრაქტიკულ შედეგებზე.

რით ჰგავს ყველა ეს თამაში ერთმანეთს? ყველა მათგანში, თქვენ მოგეთხოვებათ ერთი ან მეტი გადაწყვეტილების მიღება, მას შემდეგ რაც განათავსებთ საწყის ფსონს. თამაშის მიმდინარეობის განმავლობაშიც შეგიძლიათ მისი კურსის შეცვლა. მიუხედავად იმისა რომ შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივაა დამოკიდებული გამართლებაზე, თქვენ ალბათობების შესახებ გაქვთ ინფორმაცია და შესაბამისადაც უნდა ითამაშოთ.

საჭირო უნართა სიმრავლე მეტწილად ინდივიდუალურია თითოეული თამაშისათვის და ერთიდაიმავე თამაშის განსხვავებულ ვარიანტებშიც.

ამ ვარიაციის ნათელი მაგალითი პოკერია. თუ თქვენ სხვა მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშობთ, თქვენ უნდა იცოდეთ ალბათობები და ასევე წინასწარ მიხვდეთ, თუ რა იქნება თქვენი ოპონენტის მომდევნო ნაბიჯი. თუ თამაშობთ კაზინო ჰოლდ’ემ-ს დილერის წინააღმდეგ, მხოლოდ ფეიაუთებისა და ალბათობების ცოდნა იქნება საკმარისი.

HOUSE EDGE და RTP

ყველა კაზინოს თამაშის წესი ისეა შექმნილი, რომ კაზინოს მოთამაშესთან შედარებით ოდნავი უპირატესობა დარჩეს, რაც ბიზნესს მომგებიანობას უნარჩუნებს.

ყველა კაზინოს თამაშს აქვს რაღაც სახის House Edge – კაზინოს სარგებელი. მართალია, რომ შესაძლოა ერთ სათამაშო სესიაზე გაგიმართლოთ, მაგრამ იღბალი ყოველთვის თქვენს მხარეს, ალბათ ვერ იქნება.

რაც უფრო დიდხანს თამაშობთ, უფრო მეტად უახლოვდებით house edge-ს და მით მეტია ალბათობა იმისა, რომ წააგებთ. ეს უბრალო მათემატიკაა.

თამაშების უმრავლესობაში, ეს კოეფიციენტი იმდენად მცირეა რომ 0.5%-ს უტოლდება. კენოში და ზოგ ყველაზე ცუდ სლოტში კი იგი 15%-ზე მეტია.

აღნიშნული კოეფიციენტი, მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი წაგების ალბათობაა თითოეულ რაუნდზე.

მაგალითი: თქვენ თამაშობთ თამაშს house edge ალბათობით 4%. 1 ევროიანი 100 რაუნდის შემდეგ, საშუალოდ თქვენ გრჩებათ 96 ევრო და კაზინოს მიაქვს თქვენი კუთვნილი თანხიდან 4 ევრო.

თქვენ შესაძლოა მოიგოთ ან წააგოთ თითოეულ რაუნდში, ერთ მიმდინარე სესიაში. დროთა განმავლობაში, თამაშის შედეგები ალბათობებს ძალიან დაემთხვევა და კაზინოც წაიღებს თავის წილს.

გაითვალისწინეთ, რაც უფრო მაღალია House Edge, მით მეტია თქვენი წაგების ალბათობა.

House Edge ძალიან ჰგავს RTP კოეფიციენტს. RTP ანუ ამონაგები მოთამაშეზე გახლავთ მოგებულ ფსონთა წილი საშუალოდ.

RTP = 100% – house edge.

house edge-ს დათვლა ხდება თითოეული თამაშის ფეიაუთებისა და ალბათობების შეჯერებით.

მაგალითი: ევროპულ რულეტში, თითოეული რიცხვისთვის ფეიაუთი შეადგენს 35:1-ს. ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ მიერ განთავსებული საწყისი ფსონი ბრუნდება და თქვენ მიიღებთ ფსონზე 35-ჯერ მეტ თანხას, მოგების სახით. თუმცა, საერთო ჯამში, გვაქვს 37 რიცხვი და house edge არის 1/37=2,7%. House edge-ს გარეშე, ფეიაუთი იქნებოდა 36:1 ნაცვლად 35:1-ისა.

ვარიაციის პარამეტრი გეუბნებათ მოკლევადიან პერიოდში თამაშში რამდენად იმერყევებს თამაშის შედეგები. ის ასევე მიბმულია თამაშის რისკებთან და შესაბამის ფეიაუთებთან.

ცვალებადობა ვარიაცის სინონიმია. დაბალი ცვალებადობის მქონე თამაშებში ფეიაუთები თქვენს ფსონთან შედარებით დაბალია. მაღალი ცვალებადობის თამაშებთან შედარებით, აქ თქვენ მოგების უფრო მაღალი ალბათობა გაქვთ. შედეგად კი უფრო მეტად მოიგებთ, მაგრამ ცალკეული მოგებები არ იქნება ძალიან მაღალი.

ამის საპირისპიროდ, მაღალი ცვალებადობის თამაშებში ფეიაუთები სიდიდით დიდად განსხვავდება თქვენი ფსონისგან. თუმცა, ალბათობა იმისა, რომ მოიგებთ, უფრო დაბალია.

კაზინოს სამაგიდო თამაშების უმრავლესობა არის დაბალი ცვალებადობის, თუმცა გვხვდება მაღალი ცვალებადობისაც.

მაგალითი: რულეტზე წითელზე ან შავზე ფსონის ჩამოსვლა დაბალი ცვალებადობის ფსონია. 1:1 ფეიაუთით მოიგებთ ნათამაშები რაუნდების ნახევარს. ერთსადაიმავე რიცხვზე ფსონის ჩამოსვლა კი წარმოადგენს მაღალი ცვალებადობის ფსონს. ფეიაუთი გახლავთ 35:1 და საშუალოდ თქვენი რიცხვი ყოველ 37 რაუნდში ერთხელ ამოვა.

ონლაინ სლოტების კატეგორიზება ხდება დაბალი, საშუალო და მაღალი ცვალებადობის სლოტებად. სამაგიდო თამაშებთან შედარებით, სლოტებს შედარებით მაღალი ცვალებადობა ახასიათებს.

თამაშები ასევე განსხვავდებიან იმის მიხედვით, სწორი ხაზი ვითარდება თუ მრავალფეროვნადაა დატვირთული. სიმარტივის განმსაზღვრელი ნიუანსები შემდეგია:

  • მარტივი წესები
  • შუა თამაშისას არ გიწევთ მიიღოთ გადაწყვეტილება
  • ლოგიკური ფეიაუთები

მარტივი წესები

კაზინოს თამაშთა უმრავლესობას საკმაოდ მარტივი წესები აქვს, ისინი მეტწილად ინტუიტიურია და დასასწავლადაც იოლია. თამაშის განლაგებაც ხშირად მიგითითებთ ისეთ მთავარ ელემენტებზე, როგორიც, მაგალითად, ფეიაუთია.

თუმცა, ბუნებრივია, არსებობს უფრო რთულად გასაგები თამაშებიც. მაგალითად, პოკერიც და კამათლებიც ისეთი თამაშია, რომლის დასამუღამებლადაც მოათამაშემ ცოტა მეტი დრო უნდა დახარჯოს. თუმცა ეს გარჯა ფუჭი არ იქნება: თუ თამაშის შესასწავლად ცოტაოდენ დროს გამოყოფთ, თამაშის პროცესიც უფრო სახალისო გახდება.

გადაწყვეტილების მიღება

ბევრ თამაშში რაუნდის დაწყებამდე გიწევთ რაღაც ტიპის გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, თქვენ უნდა შეარჩიოთ, რაზე აკეთებთ ფსონს და ასევე არჩევთ ფსონის მოცულობას.

ზოგიერთ თამაშში, განსხვავებული გადაწყვეტილებებს ან ფსონებს განსხვავებული house edge აქვს. მაგალითად, ბაკარაში, სტატისტიკურად, ბანკირის ხელი უფრო მომგებიანია.

ლოგიკური ფეიაუთები

კაზინოს თამაშთა უმრავლესობა, თავდაპირველად, ჩიპებით სათამაშოდ იყო განსაზღვრული. ამიტომაც არის ფეიაუთები ლოგიკურიც, თქვენ ხომ თქვენი ჩიპის ნაწილს  ვერ მიიღებთ უკან.

თამაშთა უმრავლესობაში მარტივი ფეიაუთი 1:1-ზეა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აორმაგებთ თქვენს თანხას: უკან იბრუნებთ თქვენს ფსონსაც და იღებთ მოგებულ ოდენობასაც.

მსგავსი ლოგიკა გრძელდება ისეთ ფეიაუთებში, როგორიცაა 2:1, 3:1 და 4:1. ამ ფეიაუთებიდან თქვენ იღებთ სამმაგ, ოთხმაგ და ხუთმაგ მოგებებს.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთ თამაშში, მაგალითად, ბლექჯეკში 3:2 ფეიაუთსაც კი შეხვდებით.

მაგალითად, თქვენ დებთ 10 ევროს ბლექჯეკში და მოგივიდათ 21 opening hand-ად. მოგების კოეფიციენტი 3:2-ზეა. თქვენ უკან გიბრუნდებათ თქვენ მიერ ჩამოსული 10 ევრო და ამას ემატება მოგებული 15 ევრო, ჯამში – 25 ევრო. პრაქტიკულად, 3:2 ფეიაუთი თქვენს ფსონს 2.5-ჯერ ზრდის.

ჩვეულებრივ, არაონლაინ კაზინოებში, განსხვავებულ თამაშებს განსხვავებული სამაგიდო ლიმიტები აქვს. ისინი აწესებენ თამაშის მინიმალურ და მაქსიმალურ ფსონებს.

კაზინოს პერსპექტივიდან, ეს ლიმიტები სამ მიზანს ემსახურება:

  1. მინიმალური ფსონი ფარავს მაგიდის საოპერაციო დანახარჯებს;
  2. მაქსიმალური ფსონი იცავს კაზინოს ზედმეტად იღბლიანი აზარტული მოთამაშეებისგან;
  3. მინიმალური და მასქიმალური ფსონის მცირე დიაპაზონი ამცირებს პროგრესული ფსონების სტრატეგიების ეფექტურობას.

ონლაინ კაზინოებში კი საქმე სხვაგვარადაა. ყველა თამაშს აქვს მინიმალური და მაქსიმალური ლიმიტები, მაგრამ დიაპაზონი შედარებით უფრო ფართოა. ამას გარდა, ვხვდებით ყველა ტიპის ბიუჯეტზე მორგებულ განსხვავებულ მაგიდებს. თქვენ შეიძლება 1 ცენტით 20,000 დოლარის ოდენობის თანხა ბლექჯეკში, ერთი ხელითაც კი მოიგოთ.

ზოგიერთი თამაში სხვაზე მეტად პოპულარულია და კაზინოებიც ძირითადად ფოკუსირებას ამ თამაშებზე ახდენენ, მოთამაშეთა უდიდესი რიცხვის მისაზიდად. შედეგად, ზოგიერთ თამაშს ყველა ონლაინ კაზინოში ითამაშებთ, ზოგიერთს კი ძნელად თუ გადააწყდებით.

ყველა კაზინოს მთავარ შეთავაზებას წარმოადგენს: სლოტები, რულეტი და ბლექჯეკი. ბაკარა და იღბლიანი ბორბალიც არც ისე რთულად საპოვნელია. სხვა ყველა დანარჩენი კი დამატებითი საშუალებებია.

ონლაინ კაზინოს თამაშებს კონკრეტულად აღნიშნული კაზინოები არ აწარმოებენ. ამის სანაცვლოდ, ისინი თანამშრომლობენ შესაბამის პროვაიდერებთან. ესენი გახლავთ სპეციალიზებული კომპანიები, რომლებიც ფოკუსირდებიან ახალი თამაშების შექმნაზე (ძირითადად სლოტები) და ასევე უზრუნველყოფენ წინა პროდუქტების ტექნიკურ და კანონიერ გამართულობას.

ყველაზე დიდ ონლაინთამაშების პროვაიდერებს წარმოადგენენ NetEnt და Microgaming. გარდა სლოტების დიდი არჩევანისა, ორივე მათგანი გთავაზობთ კლასიკური სამაგიდო თამაშების სოლიდურ ასორტიმენტს. Evolution Gaming კი ბაზრის ლიდერია ლაივ დილერის თამაშებში, რაც წარმოადგენს ექსკლუზიურად კაზინოს სამაგიდო თამაშებს.

NetEnt-მა ისეთი ძირითადი პროდუქტების განსხვავებული ბიუჯეტური ვერსიებიც შექმნა, როგორიცაა რულეტი, ბლექჯეკი და ბაკარა.

Microgaming-მა კი გამოუშვა სამაგიდო თამაშების უნიკალური ონლაინ ვერსიები, რომლებიც არცერთ სხვა ბაზრის მოთამაშეს აქამდე არ შეუქმნია. ასე რომ, როდესაც მოგბეზრდებათ სტანდარტული თამაშები, Microgaming აუცილებლად შემოგთავაზებთ რაღაც ახალს.

სხვა მიმწოდებლებიც ასევე ქმნიან სოლიდურ სამაგიდო თამაშებს. ესენი არიან:

  • Red Tiger
  • Play’n GO
  • Tom Horn Gaming
  • Iron Dog Studio
  • BGaming
  • Habanero

ონლაინ და ოფლაინ სათამაშო ასობით ინდივიდუალური თამაში და თამაშის ვარიაციაა ხელმისაწვდომი. ჩვენ მოკლედ აღგიწერთ მათგან საუკეთესოდ და ასევე საშუალებას მოგცემთ ფოკუსირება ფართო სურათზეც მოახდინოთ:

  • როგორ უნდა აარჩიოთ თამაში?
  • როგორ უნდა შეისწავლოთ თამაში და გაიუმჯობესოთ სათამაშო უნარები?
  • როგორ განკარგოთ თქვენი თანხა და ითამაშოთ უფრო დიდხანს?
  • როგორ უნდა აიცილოთ თავიდან გამოუცდელობის შეცდომები?
  • როგორ უნდა მიიღოთ ბონუსები კაზინოს თამაშებში?

თამაშის არჩევა

ვინაიდან თამაშების არჩევანი ძალიან დიდია, გვიჭირს ხოლმე მათგან კონკრეტულად ერთის ამორჩევა. ამიტომ, ჩვენ მოთამაშეთა განსხვავებული ტიპების მიხედვით წარმოგიდგენთ თამაშთა კლასიფიკაციას.

არანაირი უნარი არ გჭირდებათ შემდეგ თამაშებში:

  • Slots
  • Roulette
  • Baccarat
  • Wheel of Fortune
  • Sic Bo
  • Scratch cards

ტაქტიკა და სტრატეგია:

  • Blackjack
  • Poker

მარტივად ხელმისაწვდომი:

  • Slots
  • Roulette
  • Blackjack

მასობრივი:

  • Wheel of Fortune
  • Bingo
  • Craps
  • Blackjack

უდაბლესი house edge:

  • Blackjack
  • Poker
  • Baccarat
  • French roulette

თამაშის შესწავლა

კაზინოს თამაშთა უმრავლესობის დემო-ვერსიები ხელმისაწვდომია ნებისმიერ ონლაინ კაზინოში. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, ღირს თუ არა რეალური ფულის ფსონად ჩამოსვლა ამ კონკრეტულ თამაშში. ჩვენ ამის კეთებას იქამდე გირჩევთ, სანამ კარგად არ გაიგებთ თამაშის ფუნქციონალს.

წესების სწავლის სხვა არაერთი გზა არსებობს. რამდენიმე ალტერნატივას წარმოადგენს შემდეგი:

  • კეთებით სწავლა და უფასო ვერსიის თამაში;
  • „tutorial“ ვიდეოების ყურება;
  • წესების წაკითხვა, რომელსაც ძირითადად “i” ან „?“ ხატულას ქვეშ შეხვდებით, თამაშის გარემოში.

თქვენი უნარების გაუმჯობესება

როგორც წინათ აღვნიშნეთ, ზოგიერთი თამაში წმინდად იღბალზეა დამოკიდებული. ასეთ თამაშებში, ნამდვილად ვერ დაისწავლით რაიმე კონკრეტულ წესებს რაც შემდგომ თქვენს მომგებიანობას გაზრდის.

თუმცა, წესების შესწავლით, თქვენ წარმოდგენა გექნებათ იმაზე, თუ რა ხდება თამაშში. უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ თამაშის პროცესისგან. თამაშის ლოგიკის გააზრებით, თქვენ ასევე სწავლობთ თქვენი რისკების რეგულირებას. უფრო მეტ თანხას დებთ მეტი მოგების ალბათობის მქონე ფსონებზე. საბოლოოდ, ფაქტობრივად უნარებზე დამყარებულ თამაშებში წარმატების მისაღწევად გჭირდებათ პრაქტიკა, კითხვა და ისევ პრაქტიკა, იქამდე, სანამ გონებაში ეს პატერნი კარგად არ გაგიჯდებათ, ვერ გახდებით ვერც პოკერის ვარსკვლავი და ვერც Rain Man – ერთ ღამეში.

თანხის მენეჯმენტი

გემბლინგში მნიშვნელოვანი უნარია თანხის სწორად განკარგვა, და ეს ტრანსფერული უნარია, რომელსაც სხვა ბევრ თამაშშიც გამოიყენებთ.

გემბლინგი სარისკო ჰობია. მართალია საოცრად დიდია იმის ალბათობა რომ ზედიზედ რამდენჯერმეც მოიგებთ, ჯეკპოტს მოხსნით და ამ მოგებული თანხის ოდენობით ცხოვრებას ძირფესვიანადაც შეიცვლით, მაგრამ მასზე დაყრდნობაც არ შეიძლება. არის მეორე მხარეც, სრულებით საპირისპირო: ყოველი თამაში ისეა აგებული რომ კაზინოს თქვენზე მეტი უპირატესობა გააჩნია და რაც მეტს ითამაშებთ, მით მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ თქვენ წააგებთ!

თანხის მხოლოდ იმ ოდენობით უნდა ითამაშოთ, რომლის წაგების შემთხვევაშიც თქვენ მინუსებში არ გადახვალთ

მოთამაშეებმა წინასწარ უნდა დაგეგმონ გემბლინგ ბიუჯეტი და მას არაფრით არ უნდა გადაუხვიონ. ეს არის თანხის ის ოდენობა, რომლის ზღვარშიც, წაგება ცუდად თავს არ გაგრძნობინებთ ან არ განერვიულებთ. ამის გარდა, თქვენ მთლიანი თანხა ერთიანად არ უნდა ჩამოხვიდეთ, შესაძლოა ამ გადაწყვეტილებამ შემდგომში განანებინოთ.

ასევე ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ინდივიდუალურ ფსონთა სიდიდეც. ჩვენ გირჩევთ, აირჩიოთ მცირე ფსონები და მიეჩვიოთ ასე თამაშს. გახსოვდეთ! თამაშის ალბათობის შეცვლა საფსონო სტრატეგიებით არ შეგიძლიათ.

ახალბედათა გემბლინგ შეცდომები

ყველაზე გავრცელებულ შეცდომათა ჩამონათვალიც გვინდა შემოგთავაზოთ და აქვე დავძენთ, რომ მათი თავიდან აცილება თქვენს სათამაშო გამოცდილებაში შემოგიტანთ ხალისსა და უსაფრთხოების განცდას.

  • დანაკარგებზე დადევნება
  • არაფხიზელ, დაღლილ ან სხვა არასახარბიელო მდგომარეობაში თამაში
  • თამაშის დროს შესვენებებზე უარის თქმა
  • თანხის ისეთი ოდენობით თამაში, რომელსაც წაგების შემთხვევაში ვერ გადაიხდით
  • იმის დაჯერება რომ „აუცილებლად მოიგებთ“
  • ზედიზედ რამდენიმეჯერ მოგებისას იმის დაჯერება რომ წაგება შეუძლებელია
  • არასწორი თამაშების ან არასწორი ვარიაციების თამაში
  • სულელური ფსონების განთავსება კონკრეტულ თამაშებში
  • წესების არცოდნა

კაზინოს თამაშების ბონუსები / Casino Bonuses

ონლაინ კაზინოს უმრავლესობა თქვენი თამაშის სესიის ხანგრძლივობის გასაზრდელად გთავაზობთ ბონუსებს. თუმცა ყველა კაზინოს ბონუსები განსხვავდება, ამ პარამეტრით.

ბონუსთა უმრავლესობას თან ვალდებულებებიც ახლავს, რაც იმას განაპირობებს რომ ამ თანხას მოთამაშეები უბრალოდ არ მოხსნიან და გაიტანენ, არამედ თამაშისთვის გამოიყენებენ.

განსხვავებულ თამაშებს კონტრიბუციის განსხვავებული პროცენტულობა აქვს. ისინი განსაზღვრავენ იმ ტემპს, რომლითაც თქვენ ფსონის დასრულებას უახლოვდებით.

ონლაინ კაზინოები, ფიზიკური კაზინოები და მცირე საფსონო დაწესებულებები, ყველანი თავისებურად სთავაზობენ მომხმარებელს საკუთარ თამაშებს. ყველაზე გავრცელებულ ტიპთა ჩამონათვალი ასეთია:

  • კაზინოს ცოცხალი დილერები
  • მექანიკური სლოტ მოწყობილობები
  • თამაშები, რომლებიც იმართება შემთხვევითი რიცხვების გენერატორით (RNG)
  • ონლაინ ლაივ დილერები

კაზინოს ცოცხალი დილერები / Casino Live Dealers

ისინი გინახავთ ფილმებში: კოხტად გამოწყობილი ბლექჯეკ დილერები და რულეტის კრუპიეები, რომლებიც თამაშის განმავლობაში ესაუბრებიან მოთამაშეებს.

ცოცხალი დილერის წინააღმდეგ თამაში გემბლინგის კლასიკური ფორმაა. მე-19 საუკუნის ბოლომდე, სანამ პირველი სლოტ მოწყობილობები გამოჩნდებოდა, ეს თამაშის ერთადერთ გზას წარმოადგენდა.

ფიზიკურ კაზინოებში სათამაშო მაგიდებს, რომელბსაც ცოცხალი დილერები ემსახურებიან, ყოველთვის შეხვდებით. მსოფლიოს ზოგ კუთხეში, ღამის კლუბებში, რესტორნებში, კურორტებზე, კრუიზებში კაზინოს სათამაშო მაგიდები ასევეა წარმოდგენილი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ონლაინ კაზინოებმა შემოგვთავაზა თანამედროვე, ცოცხალი დილერების ონლაინ ალტერნატივაც.

მექანიკური სლოტ მოწყობილობები / Casino Slots

ესენი გახლავთ კლასიკური ერთსახელურიანი თამაშები. მოთამაშე ღილაკზე დაჭერით ან ბერკეტის გამოქაჩვით ატრიალებს დოლურებს და ელოდება მოგებას.  ამ მოწყობილობათა უმრავლესობამ გზა დაუთმო უფრო თანამედროვე ვერსიებს, მაგრამ ზოგიერთი კაზინო ნოსტალგიის გრძნობის გასაქარვებლად კვლავ სთავაზობს მათ მოთამაშეებს.

შემთხვევითი რიცხვების გენერატორით მომუშავე თამაშები / RNG

წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილს, რომელიც წარმოქმნის შემთხვევითი მნიშვნელობების მიმდევრობას.

თანამედროვე ვიდეო სლოტ მოწყობილობებსა და ონლაინ კაზინო თამაშები ეყრდნობა სწორედ ამ პრინციპს. თამაშის პროგრამული ნაწილი აკონვერტირებს შემთხვევით რიცხვთა მიმდევრობას თამაშის შედეგებში, რომლებიც ბუნებრივია არ არის პროგნოზირებადი და ვერ ხერხდება მისით უპირატესობის მიღება.

კაზინოს თამაშების მიმწოდებლები და სხვა რეგულირებას დაქვემდებარებული ბაზრები ახდენენ მათი RNG-ების ტესტირებასა და სერთიფიცირებას, რისთვისაც მიმართავენ სპეციალიზებულ ტესტირების სააგენტოებს.

ონლაინ ლაივ დილერები / Online Live Dealers

ლაივ დილერ კაზინოები კლასიკური სამაგიდო თამაშების შეგრძნებებს გიცოცხლებენ, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებით. თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ რეალური ცოცხალი დილერის წინააღმდეგ ნებისმიერ ონლაინ კაზინოში, თუ მათ ლაივ დილერის სექცია გააჩნიათ.

კაზინოები საქართველოში თქვენ როგორც ონლაინ კაზინოს თამაშის მოქნილობასა და ხელმისაწვდომობას გამოცდით, ასევე გაიზიარებთ ისეთ სოციალურ გამოცდილებას, რასაც სხვა ადამიანის წინააღმდეგ თამაში წარმოადგენს.

ტოპ 12 ყველაზე მნიშვნელოვანი კაზინოს თამაში / TOP 12 Casino Games

  • სლოტები
  • რულეტი
  • ბლექჯეკი
  • ბაკარა
  • პოკერი
  • იღბლიანი ბორბალი
  • კამათლები
  • Sic bo
  • სქრეჩ ბარათები
  • ბინგო
  • ლატარია
  • კენო

სლოტები / Slots

  • წესები ან ძალიან მარტივია, ან ზედმეტად დამაბნეველი
  • არ გჭირდებათ უნარები
  • House edge ცვალდებადია
  • ვარიაცია ცვალებადია
  • ფართოდაა ხელმისაწვდომი

სლოტ მოწყობილობები ყველაზე მარტივად სათამაშოა. თქვენ ირჩევთ ფსონის ოდენობას, ატრიალებთ დოლურას და უბრალოდ, ელოდებით მოგებას. არანაირი უნარი თქვენ აქ არ მოგეთხოვებათ, სლოტებში მოგება100%-ით იღბალზეა დამოკიდებული.

არსებობს განსხვავებული მომგებიანი მექანიზმები, თემები, მახასიათებლები და ფეიაუთები.

რულეტი / Roulette

  • მარტივი წესები
  • არ გჭირდებათ უნარები
  • დაბალი house edge
  • დაბალი და მაღალი ვარიაციების ფსონად ჩამოსვლის ოფციები
  • ფართოდ ხელმისაწვდომი

რულეტი წარმოადგენს ყველა კაზინოში ერთ-ერ ყველაზე იოლ სათამაშო პროდუქტს. არ მოითხოვება არანაირი უნარი, წესები მარტივია შესასწავლად და ფეიაუთებსაც იოლად იმახსოვრებთ.

რულეტი მოიცავს ბორბალს 37 დანომრილი დანაყოფით, დიაპაზონით 0-დან 36-მდე. ბორბლის გვერდით წარმოდგენილი საფსონო სივრცე, შესაბამისი რიცხვებით.

მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონის განთავსება როგორც ერთ რიცხვზე, ისე რიცხვთა განსხვავებულ ჯგუფებზე. მაგალითად, რიცხვი შეიძლება იყოს წითელიც ან შავიც, კენტიც ან ლუწიც და დიდიც ან პატარაც.

მას შემდეგ რაც ფსონები გაკეთდება, დილერი ატრიალებს რულეტის ბორბალს და უშვებს პატარა თეთრ ბურთს ბორბალზე, რომელიც ტრიალდება საწინააღმდეგო მიმართულებით. რაც უფრო შენელდება ბურთის სიჩქარე, ის დაიწყებს ზემოთ და ქვემოთ ხტომას რეფლექტორებზე, შემთხვევით შედეგის გამოსავლენად და მყისიერად გაჩერდება დანაყოფებთაგან ერთ-ერთზე. ეს რიცხვი იქნება გამარჯვებული.

ფეიაუთის მოცულობა თითოეული ფსონისთვის იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ რიცხვს მოიცავს თქვენი ფსონი. თითო რიცხვებისათვის, ფეიაუთი 35:1-ზეა. თუ ფერი გამოიცანით სწორად, ფეიაუთი მხოლოდ 1:1-ზეა.

ბლექჯეკი / BlackJack

  • საკმაოდ მარტივი წესები
  • მოითხოვს უნარებს
  • ძალიან მცირე house edge
  • 1:1 და 3:2 ფეიაუთები მთავარ თამაშში, მეტი ვარიაცია ხელმისაწვდომია დამატებით ფსონებში
  • ფართოდ ხელმისაწვდომია

ბლექჯეკიც ასევე ერთ-ერთ უმთავრეს კაზინოს სამაგიდო თამაშს წარმოადგენს. ის რულეტის საპირისპირო თამაშად ითვლება. მართალია წესები საკმაოდ მარტივია, მაგრამ თამაშის სწავლების სტრატეგია არც თუ ისე სწორხაზოვანია.

ბლექჯეკი ითამაშება დილერის წინააღმდეგ, ბანქოს სტანდარტული 52-კარტიანი დასტით. თამაშის მიზანია ხელთ აღმოგაჩნდეთ დილერზე მეტი წონის კარტები, ახალი კარტების დამატებით. ხრიკი მდგომარეობს იმაში რომ 21-ს არ უნდა გადააჭარბოთ – ეს ავტომატურ წაგებას გამოიწვევს.

ბლექჯეკი საინტერესო, საზრიანი თამაშია, სადაც ყოველი შესაძლო სიტუაციის ალბათობა დაკვირვებულად ითვლება. არ არის აუცილებელი ზეპირად იცოდეთ ისინი: არსებობს მარტივი სტრატეგიული ტაბულა, რომელიც მიგითითებთ, როგორ მოიქცეთ თითოეული ხელისათვის.

თუმცა, ამ მოძრაობათა ნაწილი შესაძლოა ინტუიციის საწინააღმდეგოც კი აღმოჩნდეს. House edge პროცენტი კი 0.5%-ც კი შეიძლება გახდეს.

ბაკარა / Baccarat

  • მარტივი წესები
  • არანაირი შუა თამაშის გადაწყვეტილების მიღების საჭიროება
  • დაბალი house edge
  • 0.95 ან 1:1 ფეიაუთი მთავარ თამაშში + დამატებითი ფსონები
  • ხშირი ხელმისაწვდომობა

ბაკარა წარმოადგენს კაზინოს სამაგიდო თამაშს, რომელიც ექსკლუზიური თამაშის იმიჯით სარგებლობს მოთამაშეებში. ყველაზე ხელმისაწვდომ ვერსიას წარმოადგენს პუნტო ბანქო. ორი მთავარი საფსონო ოფციაა: მოთამაშე და ბანკირი. თქვენი მიზანია, გამოიცნოთ, რომელი ხელი მოიგებს. ამის გარდა, თქვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებთ.

ბაკარას კარტის მნიშვნელობები და ხელის მნიშვნელობები

ბაკარა ითამაშება სტანდარტული 52 კარტიანი დასტით. კარტების წონები შემდეგია:

  • A = 1
  • 2-დან 9-მდე = ერთეულის წონა
  • 10 და ნახატები = 0

ხელის მაქსიმალური მნიშვნელობა არის 9. თუ ჯამურად გახდება 10 ან გადააჭარბებს, 10 გამოაკლდება.

მაგალითი: 8+8 ითვლება 6-ად ნაცვლად 16-ისა.

მას შემდეგ რაც ფსონები განთავსდება, დილერი ირჩევს ორ კარტს, სახით მაღლა, ორივე ხელისთვის.

თუ ხელის ჯამი 8 ან 9-ა, ეს „natural“-ად არის ცნობილი. „Natural” ავტომატურად უგებს სხვა ხელს და რაუნდი მთავრდება.

თუ არ გვაქვს “Natural”-ები, მოთამაშის და ბანკირის ხელი უძრავია ან იღებს მესამე კარტს. ეს წინასწარ გაწერილ წესებზეა დამოკიდებული.

ამის შემდეგ პარტიების მნიშვნელობების შედარება ხდება. ის ხელი, რომელიც უფრო ახლოსაა 9-სთან, იგებს.

ფეიაუთები

სტანდარტული ფეიაუთები ბაკარაში შემდეგია:

  • მოთამაშის ფსონი იხდის 1:1
  • ბანკირის ფსონი იხდის 0.95:1
  • თანაბარი შედეგების შემთხვევაში, თქვენი ფსონი უკან გიბრუნდებათ

House edge და RTP

ბაკარაში, house edge განსხვავებული ფსონებისთვის სხვადასხვაა:

  • ბანკრის ფსონი: house edge 1.06%, RTP 98.94%
  • მოთამაშის ფსონი: house edge 1.24%, RTP 98.76%
  • თანაბარი შედეგების ფსონი: house edge 14.36%, RTP 85.64%

0.05 აკლდება ბანკირის ფსონის ფეიაუთს, რაც „საკომისიო“-ს სახელითაა ცნობილი. ეს ხდება იმის გამო, რომ ბანკირის ხელს შედარებით უკეთესი მოგების ალბათობა აქვს.

მათემატიკურად, ბანკირის როლით ფსონის დადება ბაკარაში უფრო ჭკვიანურ სვლად ითვლება.

კაზინო პოკერი / Casino Poker

  • კომპლექსური წესები
  • მოთხოვნილი უნარები
  • დაბალი house edge
  • დაბალი და მაღალი ვარიაციის ფსონად ჩამოსვლის ოფციები
  • ძირითადად ზოგ ფორმაშია ხელმისაწვდომი

ამ თამაშში კომბინირებულია სტრატეგია, უნარები, ფსიქოლოგია და ცოტა იღბალიც. ის ტრადიციულად რამდენიმე ოპონენტის წინააღმდეგ ითამაშება. კაზინოს ვერსიაში კი მას დილერის წინააღმდეგ თამაშობთ.

კაზინოებში პოკერის განსხვავებულ ვარიანტებს შეხვდებით, მაგრამ უმრავლესობა ვერსიებში თითქმის იგივე მახასიათებლებს გადააწყდებით.

ონლაინ და ოფლაინ კაზინოს პოკერის ვერსიები შემდეგია:

  • Casino Hold’em
  • Texas Hold’em
  • Caribbean Stud
  • Three Card Poker
  • Bet on Poker

იღბლიანი ბორბალი / Lucky Wheel

  • მარტივი წესები
  • არ მოგეთხოვებათ უნარები
  • საშუალო house edge
  • დაბალი და მაღალი ვარიაციის საფსონე ოფციები
  • ხელმისაწვდომია უმრავლესობა ლაივ დილერ კაზინოებში

იღბლიანი ბორბალი ერთ-ერთ უმარტივეს კაზინოს თამაშს წარმოადგენს.

დღეს ყველაზე ხშირად Dream Catcher-ს შეხვდებით, რომელიც Evolution Gaming-ის შექმნილი ვერსიაა. კომპანიამ ასევე გამოუშვა Monopoly Live, ძალიან მსგავსი თამაში. ორივეს იპოვნით უმრავლესობა ლაივ დილერ კაზინოებში.

Dream Catcher ფუნქციონალი წარმოდგენილია დიდი ბორბლით, რომელსაც დანომრილი სექტორების ცვალებადი მოცულობები აქვს. როგორ უნდა ითამაშოთ:

  • განათავსეთ ფსონი ერთ ან მეტ რიცხვზე
  • დილერი დაატრიალებს ბორბალს
  • ბორბალი წყვეტს ბრუნვას მოგებულ რიცხვზე
  • თქვენ იგებთ თქვენი ფსონისა და ამ რიცხვის ნამრავლის შესაბამის თანხას

Dream Catcher-ში თქვენ შეგიძლიათ ფსონი დადოთ 1, 2, 5, 10, 20 და 40-ზე. რიცხვი განსაზღვრავს იმას თუ:

  • ვინ იგებს
  • რამდენს იგებს
  • რა არის მოგების ნაგულისხმევი ალბათობა

სექტორთა მოცულობა თითოეული რიცხვისთვის განსხვავებულია და ჯამურად მოცემულია 54 სექტორი. მაგალითად, რიცხვი 1 ჩნდება 23-ჯერ, მაშინ როცა 40 – მხოლოდ ერთხელ მოდის.

მულტიპლიკატორები

ბორბალს ასევე აქვს ორი ბონუს სექტორი: 2x მულტიპლიკატორი და 7x მულტიპლიკატორი. თუ ბორბალი ჩერდება მულტიპლიკატორზე, ის ახლიდან ტრიალდება და მომდევნო მოსული რიცხვი შემდეგ ამ კოეფიციენტზე მრავლდება.

წესებით ნებადართულია მიყოლებით რამდენიმე მულტიპლიკატორის მოსვლის შემთხვევაში, ეს ოდენობები ერთმანეთს დაემატოს. მულტიპლიკატორი კვლავ გამრავლდება კოეფიციენტზე და თქვენი მოგებაც უფრო მასიური იქნება. თუმცა ამის მოხდენის ალბათობა საკმაოდ მცირეა.

Dream Catcher RTP

მერყეობს 90.57%-დან 96.58%-მდე, იმის მიხედვით თუ რომელ რიცხვს თამაშობთ. როცა საქმე ეხება ალბათობას, 10 თქვენი საუკეთესო ფსონი იქნება, 40 – კი ყველაზე უარესი.

MONOPOLY Live

Monopoly Live Dream Catcher-ის განახლებული ვერსიაა. საფსონე ოფციები შემდეგია:

  • 1
  • 2
  • 5
  • 10
  • 2 დატრიალება
  • 4 დატრიალება

დანომრილი სლოტები ზუსტად ისეთივე მოქმედებითაა წარმოდგენილი, როგორც ეს Dream Catcher-შია: იგებთ თქვენი ფსონის მოცემულ რიცხვზე ნამრავლს.

2 დატრიალების და 4 დატრიალების სექტორების მოსვლის დროს იწყება 3D ბონუს თამაში, კლასიკური მონოპოლიის თამაშის თემატიკაში.

კამათლები / Craps

  • კომპლექსური წესები
  • ყოველი გაგორების შემდეგ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება
  • დაბალი house edge
  • დაბალი და მაღალი ვარიაციების ფსონად ჩამოსვლის ოფციები
  • იშვიათადაა აშშ-ს კაზინოებს მიღმა ხელმისაწვდომი

კამათლები განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკაში და ითვლება ძალიან აზარტულ თამაშად, რომელზეც სწრაფად ხდებით დამოკიდებული. იგი სოციალური თამაშია და ორი კამათლით ითამაშება. ძირითადი წესები ასეთია:

Comeout გაგორება

comeout გაგორება გახლავთ საფსონო რაუნდის პირველი გაგორება და ისემსახურება Pass Line Bet-ის გადაწყვეტას. გაგორებას სამი შესაძლო შედეგი აქვს:

  • 7 ან 11 – მოგება: პირი იგებს 1:1-ზე;
  • 2, 3 ან 12 – არა მოგება: პირი აგებს;
  • 4, 5, 6, 8, 9, ან 10 – რიცხვი კონვერტირდება ქულად და თამაში გადადის მომდევნო ფაზაზე

Pass line ფსონი

იმ დროს როცა მოთამაშემ ვერ გააგორა დაუყოვნებლივ მოგების ან წაგების რიცხვი, წინა ფაზაში, იგი გადადის ამ ეტაპზე:

  • Comeout-ზე მიღებული რიცხვი წარმოადგენს ქულას
  • მოთამაშე ცდილობს იმ რიცხვის კვლავ გაგორებას, 7-იანის მოსვლამდე
  • თუ მიიღებენ ქულის რიცხვს, Pass line ფსონი იგებს 1:1
  • თუ გააგორებენ შვიდიანს, იქამდე, მაშინ აგებენ

როდესაც შუთერი გააგორებს 7-იანს და დამარცხდება, დროა გადაეცეს კამათელი შემდეგ მოთამაშეს.

Come

Come მსგავსია pass line ფსონის და შუა რაუნდშია მოთავსებული, ანუ Comeout გაგორების შემდეგ.

  • 7 ან 11 – come ფსონი იგებს 1:1.
  • 2, 3 ან 12 – come ფსონი აგებს.
  • 4, 5, 6, 8, 9 or 10 –  ეს რიცხვი უნდა ამოვიდეს 7-იანის გაგორებამდე ხელმეორედ.

Field

pass line და come ფსონებისგან განსხვავებით, რომლებიც რამდენიმე გაგორებას საჭიროებენ, Field ფსონი მხოლოდ შემდეგ ერთჯერად გაგორებას გულისხმობს.

  • 2 იხდის 2:1
  • 3, 4, 9, 10 და 11 იხდის 1:1
  • 12 იხდის 3:1
  • 5, 6, 7 და 8 აგებს

SIC BO

  • მარტივი წესები
  • არანაირი საჭირო უნარი
  • საშუალო house edge
  • მაღალი ვარიაციის ოფციების ხელმისაწვდომობა
  • შეზღუდული ხელმისაწვდომობა

Sic Bo უძველესი კამათლის თამაშია, რომელიც ჩინეთში იღებს სათავეს. Sic Bo-ში მონაწილეობს 3 კამათელი და თქვენი მიზანია გამოიცნოთ, რა კომბინაცია მოვა შემდეგზე.

Sic Bo დაფა ათობით განსხვავებულ ფსონის ოფციას მოიცავს და ერთი შეხედვით დამაბნეველია, მაგრამ რეალურად საკმაოდ მარტივია. თქვენ ფსონის ჩამოსვლა შემდეგ ვარიანტებზე შეგიძლიათ:

  • მთლიანი ჯამები
  • კენტი ან ლუწი მთლიანი ჯამები
  • წყვილები ან სამმაგები
  • ინდივიდუალური რიცხვები
  • ზუსტი კომბინაციები 2 ან 3 რიცხვის

ფეიაუთები განსხვავდება ვერსიების მიხედვით.

ონლაინ, sic bo ახალი პროდუქტია და ის მხოლოდ ლაივ კაზინოს ვერსიაშია ხელმისაწვდომი Evolution Gaming-ის Super Sic Bo-ს შემადგენლობაში. RTP შეადგენს 97.22%-ს.

სქრეჩ ბარათები / Scratch Cards

  • მარტივი წესები
  • არანაირი უნარი
  • საშუალო house edge
  • მაღალი ვარიაციულობა
  • შეზღუდული ხელმისაწვდომობა

Scratch Cards, Scratchers, ან Scratchies – თამაშის ამ ფორმას ბევრი განსხვავებული სახელი აქვს. მაღაზიებში არსებული ფიზიკური ვერსიების გარდა მათი თამაში ონლაინაც შეგიძლიათ.

მოგების მექანიზმები განსხვავებულია. ძირითადად უნდა მოგივიდეთ ერთი და იმავე სიმბოლო, რათა მოიგოთ. განსხვავებული სიმბოლოები, ძირითადად განსხვავებულ მოგების მოცულობებს მოიცავს.

სქრეჩ ბარათებში განსხვავებული თემები, თამაშის ტიპები, ფეიაუთები და შესყიდვის ფასებია. ფიზიკური ვერსიის ფასი 2-დან 10 დოლარამდეა. ონლაინ ვერსიებში კი შეგიძლიათ თითოეულ ბარათზე ინდივიდუალურად შეარჩიოთ ფსონი.

მართალია გარეგნული მახასიათებელი და მოგების მექანიზმი მსგავსია ფიზიკური ვერსიისა, თუმცა გეიმფლეი ძირითადად ონლაინ სლოტის ერთ სპინს გავს. რაუნდის შედეგები, ბუნებრივია, შემთხვევითი რიცხვების გენერატორითაა განპირობებული.

ბინგო / Bingo

  • მარტივი წესები
  • საჭიროა ზოგი უნარი და სიჩქარეც
  • საშუალო house edge
  • მაღალი ვარიაცია
  • ლიმიტირებული ხელმისაწვდომობა

ბინგო სოციალური გემბლინგ დროის გასაყვანი საშუალებაა, რომელთა მოთამაშეებიც ძირითადად უფროსი თაობაა.  სხვა თამაშების მსგავსად, ისიცაა ონლაინ ხელმისაწვდომი.

ბინგოს იდეა მარტივია

  1. ყიდულობთ ბილეთს
  2. მოცემულია 5×5 ცხრილი რიცხვებით
  3. გამომცხადებელი ასახელებს მოგებულ რიცხვს და თქვენ ნიშნავთ ბილეთზე
  4. როცა მწკრივს შეავსებთ, იძახით „ბინგო!“ და იღებთ მოგებას
  5. თამაში გრძელდება და შემდეგმა მოთამაშემ უნდა შეავსოს 2 მწკრივი ბინგოსათვის
  6. რაუნდი სრულდება მაშინ, როდესაც მოთამაშეს მთლიანი ცხრილი აქვს შევსებული და იძახის „ბინგო!“
  7. ალტერნატივა: რაუნდი მთავრდება მაშინ, როდესაც რიცხვების სპეციფიური რაოდენობა სახელდება.

ლატარია / Lottery

  • მარტივი წესები
  • არანაირი საჭირო უნარი
  • დიდი house edge
  • ძალიან მაღალი ვარიაციულობა
  • შეზღუდული ხელმისაწვდომობა

ლატარიის თამაშები ძალიან ნელი ტემპებითაა გამორჩიული და ერთ ხელზე მილიონების მოგების საშუალებას გაძლევთ. ამისათვის:

  1. იყიდეთ ლატარიის ბილეთი.
  2. დაელოდეთ თამაშს. 1-დან 3-მდე ყოველკვირეულად.
  3. იგებთ თუ თქვენს ბილეთზე არსებული რიცხვები ემთხვევა გათამაშებაში მოსულ რიცხვებს.
  4. თუკი დაემთხვა ყველა რიცხვი, იგებთ ჯეკპოტს. რაც მილიონობით ლარი შეიძლება იყოს.

მოგების მექანიზმები განსხვავდება სხვადასხვა ლატარიის თამაშში. მთავარი ელემენტებია:

  • რა ღირს ბილეთი?
  • რაა მთავარი პრიზი?
  • გაქვთ თუ არა საკუთარი რიცხვების არჩევის შესაძლებლობა?
  • რამდენი შესაძლო რიცხვი გვაქვს?
  • რამდენი რიცხვი ირჩევა?
  • რამდენი რიცხვს ავლენენ გათამაშებაში (არის თუ არა ბონუს რიცხვი)?
  • რამდენად ხშირადაა გათამაშება?
  • მოგებებს ერთიანად გადმოგცემენ თუ ნაწილ-ნაწილ?

KENO / კენო

  • მარტივი წესები
  • არანაირი უნარის საჭიროება
  • მოცულობითი  house edge
  • მაღალი ვარიაციულობა
  • შეზღუდული წვდომა

Keno ძალიან ჰგავს ლატარიას, მაგრამ განსხვავდება შემდეგი რამით:

  • Keno უფრო ხშირად ხდება გათამაშება, მაგრამ ჯეკპოტი უფრო მცირეა.
  • შეგიძლიათ აარჩიოთ რამდენი რიცხვით გსურთ თამაში.
  • ფეიაუთები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი რიცხვით ითამაშეთ და არა იმაზე თუ რამდენი დაემთხვა.
  • თქვენ ირჩევთ საკუთარ ფსონს.

Keno სახალისო, მარტივი თამაშია, რომელიც ფსონის დადების ბევრად მეტ ვარიანტს გთავაზობთ, ვიდრე ლატარია. თუმცა, მას მაღალი house edge აქვს, თამაშების სხვა ფორმებთან შედარებით. ზოგჯერ ეს შეიძლება 10%-ზე და ზოგჯერაც – 20%-ზე მეტიც კი იყოს.

ხშირად დასმული კითხვები / FAQ

ვინ გამოიგონა კაზინოს თამაშები?

კაზინოს თამაშები გემბლინგის მრავალმხრივ ფორმას წარმოადგენს და გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით. ზოგიერთ მათგანს ასობით, ან ათასობით წლის ისტორია აქვს და დასაბამს იღებს უძველესი ცივილიზაციებიდან. ზოგიერთი კი უფრო ახალი ინოვაციებია.

რა თქმა უნდა, ძველი თამაშების გამომგონებლების სახელებს ჩვენამდე არ მოუღწევია. მაგრამ, უფრო ახალი თამაშების გამომგონებლები, რომელთა ჩამოთვლაც შეგვიძლია, შემდეგია:

  • ბლეზ პასკალი – მე-17 საუკუნის ფრანგი მათემატიკოსი და რულეტის ბორბლის გამომგონებელი;
  • ჩარლს ავგუსტ ფეი – 1894 წელს სან ფრანცისკოში გამოიგონა პირველი მონეტით ოპერირებადი სლოტ მოწყობილობა;
  • გეოფ ჰოლი – 2009 წელს შექმნა და დააპატენტა ბლექჯეკ სვიჩი და ასევე არის ავტორი სხვა ახალი ბლექჯეკ ვარიანტებისა.

როგორ მოვიგოთ კაზინოს თამაშებში?

კაზინოს თამაშთა უმრავლესობა ალბათობაზეა დამოკიდებული, ანუ თქვენ არ შეგიძლიათ შედეგზე რაიმე გავლენის მოხდენა ან მოგების შანსების გაუმჯობესება.

სხვა თამაშებს უნარის ელემეტი აქვთ: უფრო გონივრული გადაწყვეტილების მიღებით, თქვენ საგრძნობლად ამცირებთ house edge-ს ამ თამაშებში, ასეთი თამაშებია ბლექჯეკი და პოკერი.

მართალია არ არსებობს კაზინოს თამაშების მოგების უნიკალური რეცეპტი, მაგრამ სანაცვლოდ არსებობს გზები, როგორ შეზღუდოთ თქვენი წაგებები.

როგორ იქმნება კაზინოს თამაშები?

ონლაინ კაზინოს თამაშები დამოკიდებულია შემთხვევითი რიცხვების გენერატორსა და მათემატიკურ მოდელზე, რომელიც განსაზღვრავს მოიგებთ, თუ წააგებთ. ამ ბრჭყვიალა გამოსახულებების და ინტუიციური მომხმარებლის ინტერფეისის მიღმა, უბრალო კომპიუტერული კოდი იმალება..

რომელია საუკეთესო კაზინოს თამაში?

გააჩნია თქვენ რა მოგწონთ.

კაზინოს თამაში უმცირესი house edge-თი გახლავთ ბლექჯეკი.

რომელ კაზინოს თამაშს აქვს საუკეთესო მოგების ალბათობა?

ბლექჯეკს. თქვენ house edge შეგიძლიათ 0.5%-მდე დაიყვანოთ. ანუ ყოველ ფსონად ჩამოსულ 100 ფუნტზე, საშუალოდ იგებთ 99.50 ფუნტს. თუმცა მისი სწავლაც მოითხოვს კონკრეტულ გარჯას. მცირე house edge-ს მქონე თამაში, რომელსაც არანაირი უნარი არ სჭირდება თქვენგან აის ბაკარა. დაიმახსოვრეთ, ითამაშეთ ბანკირის ფსონით, რადგანაც house edge ამ შემთხვევაში მინიმალურია 1.06%.

რომელ კაზინოს თამაშში ვითამაშებ კარტებით?

  • ბლექჯეკი
  • ბაკარა
  • რედ დოგი
  • პოკერის ყველა ვარიაცია

რომელ კაზინოს თამაშში შემხვდება კამათელი?

  • Sic bo
  • Craps

რამდენად უსაფრთხოა ონლაინ კაზინო თამაშები?

კაზინოს თამაშებს ჩაშენებული აქვს house edge. ყოველი თამაშით თქვენ გაცნობიერებულ რისკზე მიდიხართ, რომ წააგებთ იმაზე მეტს, ვიდრე მოიგებთ.

kazinoebi saqartveloshi გადიან მკაცრ შემოწმებას, სანამ ბაზარზე ჩაეშვება. როდესაც ონლაინ თამაში ქვეყნდება, ის უკვე ტესტირებული და სერთიფიცირებულია დამოუკიდებელი გამომცდელი სააგენტოების მიერ.

ასეთი სერთიფიკატის გარეშე, თამაშის მომწოდებელს არ აქვს რეგულირებულ ბაზრებზე ოპერირების უფლება.

კაზინოს თამაშების რა რაოდენობა არსებობს?

დამოკიდებულია დეფინიციაზე. ათობით მთავარი ტიპის კლასიკური კაზინოს თამაში არსებობს. თუმცა, თითოეულ მათგანს რამდენიმე ვარიანტი აქვს.

მაგალითად, არსებობს ბლექჯეკისა და რულეტის ათობით ტიპი, თითოეული რამდენიმე ვარიაციით.

კაზინოს თამაშების უდიდესი კატეგორიაა ონლაინ სლოტები.

რა თანხას დავხარჯავ კაზინოს თამაშებზე?

გააჩნია ონლაინ თამაშობთ თუ ოფლაინ. ონლაინ კაზინოები უფრო მორგებულ სერვისს გთავაზობთ და ასევე თამაშების უფრო ფართო არჩევანიც გაქვთ.

ონლაინ კაზინოებში მინიმალური საფსონო ოდენობები შემდეგია:

  • რულეტი: 10 ფუნტი ინდივიდუალურ რიცხვზე ან ფსონს გარეთ
  • ბლექჯეკი: 10 ფუნტი ხელზე
  • სლოტები: 1ფუნტი ერთ ფეილაინზე

ფიზიკურ კაზინოებში კი ცოცხალი დილერები მართავენ სათამაშო მაგიდებს და სწორედ ამ ხალხს უნდა გადაუხადოთ. ამიტომაც, მინიმალური ფსონები შესაძლოა ონლაინ კაზინოსთან შედარებით ბევრად მაღალი იყოს. ასეთი კაზინოების ყველაზე მცირე ფსონები ასე გამოიყურება:

  • რულეტი: 1 ფუნტი ინდივიდუალურ რიცხვებზე, 5 ფუნტი თამაშგარეთ ფსონებზე
  • ბლექჯეკი: 5 ფუნტი თითოეულ ხელზე
  • სლოტები:1 ფუნტი თითოეულ ფეილაინზე