ბლექ ჯეკი – ისტორია, წესები, სტრატეგია
ბლექჯეკი კაზინოს თამაშებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. თამაშს დიდი პოპულარულობა მოუტანა წესების სიმარტივემ, თამაშის სწრაფმა ტემპმა და კარტების თვლის სიმარტივემ.
თამაშის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მოთამაშე ასპარეზობს კაზინოსთან და არა მაგიდაზე მჯდომ სხვა ოპონენტთან, ანუ მოთამაშემ დილერი უნდა მოიგოს.
casinohub,ge -ს ექსპერტები თქვენ მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას ბლექჯექის თამაშის არსზე, წესებსა და სტრატეგიებზე, ამ გვერდზე თქვენ ასევე შესძლებთ თქვენთვის სასურველ საიტზე თამაში. ჩვენ მოგაწვდით კაზინოების არსებულ შეთავაზებებსა და საბონუსე სისტემებს.
ბლექჯეკის ისტორია
ბლექჯეკის თამაში იდეალურად ითავსებს თავის თავში როგორც იღბალს, ისე ოსტატობას, და სწორედ ამ ორმა ფაქტორმა მას ასეთი დიდი პოპილარულობა მოუტანა.
ამ თამაშის წარმოშობა დღემდე ამოუცნობია, ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბლექჯეკი რამდენიმე თამაშის ნაზავია. ამ თამაშს თითქმის ყველა კონტინენტზე თამაშობდნენ და შესაბამისად ყველას საკუთარი ცვლილება შეჰქონდა.
ჩინეთი
ძველი ჩინეთი სათამაშო კარტების სამშობლოა, მათ გართობისთვის ჯერ კიდევ მე-10 საუკუნიდან იყენებდნენ ტანის და შემგმომ სუნის დინასტიის წარმომადგენლები. ჩინელები გამოირჩევიან აზარტული თამაშებისადმი სიყვარულით და შესაბამისად ისინი მრავალი თამაშის გამომგონებლები არიან.
ეგვიპტე
ჩინეთთიდან მიმავალმა ქარავნებმა აღნიშნული თამაში ჯერ აზიაში, შემდეგ კი აფრიკის კონტინენტზეც მოიტანა. ამ თამაშმა განსაკუთრებული პოპულარულობა ეგვიპტელ მამლუქებში ჰპოვა, რომლებიც ცნობილი ვაჭრები იყვნენ და მათი მეშვეობით თამაში ევროპაშიც საკმაოდ პოპულარული გახდა შუა საუკუნეებში.
ესპანეთი
დაახლოებით მე-15 საუკუნეში პოპულარული იყო ესპანური თამაში სახელწოდებით „ოცდათერთმეტი“ ან „ერთი და ოცდაათი“. თამაშის მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ მოთამაშეს უნდა შეეგროვებინა 31 ქულა, როგორც მინიმუმ, სამი კარტის გამოყენებით. ამ თამაშისა და დღევანდელი ბლექჯეკის კონცეფცია იმდენად მსგავსია, რომ ისტორიკოსები დღესაც მიიჩნევენ, რომ სწორედ ოცდათერთმეტი გახდა ბლექჯეკის ფუძემდებელი.
ესპანეთი ბლექჯეკის ისტორიაში კიდევ ერთხელ გვხვდება, მიგელ სერვანტესის ნაწარმოებებში. მე-17 საუკუნეში მის ნაწარმოებებში ფიგურირებდა თამაში სახელწოდებით “Veintiuno”, რომელიც ესპანურად ოცდაერთს ნიშნავს.
იტალია
თამაში სახელწოდებით “Trentuno” (31) იტალიურ ლიტერატურაში ჯერ კიდევ მე-15 საუკუნიდან გვხვდება. როგორც ხედავთ ესპანეთის მსგავსად, აქაც გვხვდება თამაში ოცდათერთმეტის სახელწოდებით და იტალიელები თვლიან, რომ სწორედ ამ თამაშმა დაუდო საფუძველი დღევანდელ ბლექჯეკს.
არის კიდევ ერთი იტალიური თამაში, რომელსაც უწოდებენ “Sette i mezzo” , რომელიც იტალიურად შვიდნახევარს ნიშნავს. ეს თამაში სათავეს მე-17 საუკუნიდან იღებს და დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოთამაშემ 7,5 ქულა უნდა შეაგროვოს კარტების გამოყენებით, რომლებზეც სახეებია აღბეჭდილი. თითოეული კარტი სახის გამოსახულებით 0,5 ქულის ტოლია, თავად თამაშში 40 კარტს გამოიყენებენ, ხოლო მეფე ჯვარს ნებისმიერი კარტის ჩანაცვლება შეუძლია.
საფრანგეთი
ისტორიკოსების უმრავლესობა მაინც თვლის, რომ ბლექჯეკის სამშობლო საფრანგეთია. და თამაში მე-17 საუკუნეში არსებული თამაშის, სახელწოდებით Vignt Et Un (ოცდაერთი)-ს შთამომავალია. ამ თამაშის წესები ყველაზე მეტად ჰგავს დღევანდელი ბლექჯეკის თამაშს.
ამერიკის შეერთებული შტატები
ამერიკაში თამაში ფრანგმა ემიგრანტებმა მოიტანეს და მან თავისი პოპულარულობა ლუიზიანას შტატში, კერძოდ ახალ ორლეანში მიიღო. თავდაპირველად თამაშს ოცდაერთს უწოდებდნენ, ხოლო შემდგომ ამ თამაშის სახელწოდება შეიცვალა, მაშინ მოქმედი კაზინოს მეპატრონის სახელით, იმიტომ, რომ მან განსაკუთრებულ პრიზს სთავაზობდა ვალეტისა და ტუზის კომბინაციისთვის.
ბლექჯეკის წესები
ბლექჯეკის თამაშის არსი, როგორც ზევით აღვნიშნეთ იმაში მდგომარეობს, რომ მოთამაშემ უნდა შეაგროვოს 21 ქულა კარტებით. ყველაზე ხშირად ბლექჯეკის თამაშისას 6 დასტა კარტს იყენებენ, რაც ჯამში 312 კარტს შეადგენს. დილერი ამ კარტებს სპეციალური ყუთიდან იღებს, რომელსაც „შუ“ ეწოდება.
კარტების აღიარება ბლექჯეკში
ბლექჯეკის წესები იმაში მდგომარეობს, რომ კარტის მასტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სხვა თამაშებთან შედარებით.
ნებიმისერი სურათიანი კარტი, იქნება ის მეფე, დამა, ტუზი თუ ვალეტი – უდრის 10-ს.
გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ ტუზი, ის შესაძლებელია აღიარებულ იქნას როგორც ერთიანი იმ შემთხბებაში, თუ მოთამაშისთვის აღნიშნული პოზიცია უფრო მომგებიანია. ასეთ კომბინაციას რბილს უწოდებენ, ხოლო მაშინ, როდესაც ტუზი ათიანად არის აღიარებული უწოდებენ მყარს.
თამაშის არსი
მოთამაშის მთავარი მიზანია აჯობოს დილერს და მოიგოს თანხა. ეს მაშინ მოხდება, თუ მოთამაშე კარტების კომბინაციას შეაგროვებს, რომელიც ჯამში 21-ს გაუტოლდება. მაგრამ ძალიან ხშირად მოგებისთვის საკმარისია დაბალი კომბინაციაც კი, მაგალითად 17, 18, 15 და ა.შ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ ჯამი კარტების კომბინაციით, რომელიც აღემატება 21-ს, ამ სიტუაციას ბლექჯეკში უწოდებენ სიჭარბეს, ე.წ. bust.
ბლექჯეკის წესები დან გამომდინარე, ბლექჯეკი არ არის მოთამაშეებს შორის თამაში, არამედ მოთამაშე ეთამაშება კაზინოს. ბლექჯეკში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია მხოლოდ მაგიდაზე ადგილების რაოდენობით, რომლებსაც „ბოქსებად“ უწოდებენ. კაზინოების უმრავლესობაში შვიდბოქსიან მაგიდებს იყენებენ, ამასობაში თუ მაგიდაზე თავისუფალი ბოქსები არის, მოთამაშეს შეუძლია რამდენიმე ბოქსში ერთდოულად მიიღოს მონაწილეობა, ანუ დაიკავოს ბევრი ადგილი.
ფსონის ოდენობა ბლექჯეკის მაგიდებზე უმეტესწილად გარკვეული შეზღუდვების არეალში ექცევა, რათა მოთამაშემ თავისი სახსრებიდან გამომდინარე სასრუველ მაგიდაზე ითამაშოს. ზოგადად კაზინოები მაქსიმალური და მინიმალური ფსონის ოდენობას თავად მაგიდაზე დებენ თვალსაჩენ ადგილას.
თამაშის მსვლელობა
თამაშის დაწყებისას თავდაპირველად დილერი მოთამაშეებს და თავის თავს თითო კარტს არიგებს, რის შემდეგაც მოთამაშე აანალიზებს სიტუაციას. კაზინოების უმრავლესობაში მოთამაშეს კარტთან შეხება არ აქვს, ანუ უბრალოდ ხედავს თავის კარტს მაგიდაზე და აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს.
პირველი კარტის დარიგების შემდეგ დილერი არიგებს მეორე კარტსაც და თითოეულ მოთამაშესთან ცალ-ცალკე მიმდინარეობს თამაში, მთავარია კარტების ჯამური ოდენობა არ აღემატებოდეს 21-ს.
ვთქვათ, თქვენი ფსონი შეადგენს 1 ლარს. მოგების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ დამატებით ლარს, წაგების შემთხვევაში კი წააგებთ ლარს. თუ პირველი დარიგებისას თქვენ გაქვთ ბლექჯეკი, ამ შემთხვევაში კაზინო 3:2 იხსდის, ანუ მთლიანობაში მოგებული დარჩებით 1,5 ლარით. არის ასევე შემთვევები როდესაც თქვენ და დილერს თანაბარი ოდენობის ქულები გაქვთ, თამაში ამ შემთხვევაში სრულდება „push”- ით, ანუ არავინ იგებს.
როდესაც მიღებული გაქვთ ორი კარტი და მაინც ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ბლექჯეკი გქონდეთ კარტის დამატებით, შეგიძლიათ თითი დაადოთ კარტებს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ამატებთ კარტს. აღნიშნული თამაში მანამდე გაგრძელდება, სანამ თქვენ არ მიუახლოვდებით 21-ს ან არ გააჭარბებთ.
მოთამაშესთან უშუალო თამაშის დასრულებისას დილერმა თავის თავსაც უნდა დაამატოს კარტები მანამ, სანამ ქულების მინიმალურ ოდენობას არ შეაგროვებს, რაც შეადგენს 17-ს. არის შემთხვევები, როდესაც მაგიდაზე მჯდომი ყველა მოთამაშე აჭარბებს 21, ასეთ შემთხვევაში დილერს შეუძლია არ დაამატოს კარტი, ვინაიდან მაინც მოგებული აქვს თამაში ყველასთან.
ბლექკჯეკის თამაშის თავისებურებები
ფსონის გაორმაგება
იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე კმაყოფილია კარტების კომბინაციით, მას შეუძლია ფსონის გაორმაგება. აღნიშნული ქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოახდინოთ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მოიგებთ თამაშს.
კარტების გაყოფა
არის სიტუაცია, როდესაც თქვენ ორი ერთნაირი კარტი ამოგივიდათ, მაგალითად ორი სამიანი. ასეთ შემთხვევაში ბლექჯეკის წესები გაძლევთ შესაძლებლობას გაყოთ კარტები, ანუ ჯამში გექნებათ კარტების ორი კომბინაცია და ბოლოს იმ კომბინაციით გააგრძელებთ თამაშს, რომელიც არსებულიდან საუკეთესო იქნება. აღნიშნული ტიპის ქმედების განხორციელება შეზღუდულია და ჯამში მოთამაშეს შეუძლია ერთ თამაშში მაქსიმუმ 4 კომბინაციიდან ერთის არჩევა. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ გაყოფის შემდგომ მიღებული „ბლექჯეკი“ თამაშში არ ითვლება.
დაზღვევა
თამაშის მსვლელობისას თუ დილერმა მიიღო ტუზი, ის შემოგთავაზებთ დაზღვევას. თუ თქვენ იქნებით თანახმა დამატებით თანხას დადებთ დაზღვევისთვის, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თქვენი ფსონის ნახევარს. თუ დილერმა ასეთ შემთხვევაში “ ბლექ ჯეკი “ შეკრა, მაშინ ის თქვენი დაზღვევის ორმაგ რაოდენობას გიხდით.
იმ შემთხვვევაში თუ პირველი დარიგებისას თქვენ გაქვთ „ ბლექ ჯეკი “ და დილერს ამოუვიდა ტუზი, ის თქვენ დაზღვევას არ შემოგთავაზებთ, არამედ შემოგთავაზებთ ფსონს „თანაბარი თანხის“ სახელწოდებით, ანუ მოგება იქნება არა 3:2, არამედ იქნება პირველადი ფსონის ტოლი. თუ თქვენ ასეთ ოფციაზე უარს იტყვით და დილერს მოუვა „ ბლექ ჯეკი “ – თქვენ წააგებთ თანხას.
თამაშზე უარის თქმა
ხშირად არის სიტუაცია, როდესაც მოთამაშე არ არის კმაყოფილი მიღებული კომბინაციით და ურჩევნია თამაშის დატოვება. ასეთ შემთხვევაში მას დადებული ფსონის ნახევარი დაუბრუნდება და ნახევარს წააგებს. ყოველ შემთხვევაში სრულად წაგებაზე უკეთესია.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კარტების გაყოფისას თამაშიდან გასვლა უკვე არ იქნება შესაძლებელი.
ბლექჯეკის თამაშის სტრატეგიები
ბლექჯეკის საბაზო სტრატეგია
ბევრი მოთამაშე ცდილობს ისეთი თამაშის ისე წაყვანას, რომ თავისი წაგების მინიმიზაცია მოახდინოს, ანუ არ გადააჭარბოს 21-ს. მაგალითად, მოთამაშეების უმრავლესობას, ხელზე 12-ის მიღებისას, ურჩევნია თამაშიდან გასვლა. ასეთი სტრატეგია გრძელვადიან პერიოდში არ მოიტანს სარგებელს, მეტიც, ის 4% უფრო ამცირებს მოგების რაოდენობას.
ქვევით მოცემულია ბლექჯეკის საბაზო სტრატეგიის ამსახველი ცხრილი.
გაითვალისწინეთ, რომ კაზინო თქვენთან მიმართერბით მაინც უპირატესობაში რჩება, ოღონდ სულ რაღაც 0,5%-ით, ანუ კაზინოს მოგების შანსი ამ შემთხვევაში არის 50,25%, ხოლო თქვენი მოგების შანსი 49,75%, რულეტს რომ შევადაროთ, საგრძნობლად მაღალია ბლექჯეკის შემთხვევაში კაზინოს მოგება. ეს ცხრილი თქვენ დაგეხმარებათ ისე დაგეგმოთ თქვენი ქმედებები, რომ მომგებიანი პოზიცია დაიკავოთ, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხრილით თამაშისას თქვენ აბსოლუტური უპირატესობა გექნებათ, ყველაფერი თქვენზე არის დამოკიდებული.
ფსონის გაორმაგების სტრატეგია
ფსონის გაორმაგების სტრატეგია ბლექჯეკში ძალიან ჰგავს მარტინგეილის სტრატეგიას რულეტში. მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი წაგებული ხელის შემდგომ თქვენ უნდა გააორმაგოთ დადებული ფსონი, ხოლო ყოველი მოგებული ხელის შემდგომ, დაბრუნდეთ საწყისი ფსონის ოდენობაზე. ამ სტრატეგიით თამაში საკმაოდ რთულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად ყოველი დამარცხების შემდეგ გაორმაგების ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთულია, არამედ იმიტომ რომ , როგორც ვიცით ბლექჯეკის მაგიდებს ლიმიტირებული აქვთ ფსონების დადების დიაპაზონი.
ამ სტრატეგიის არსი იმაში მსგომარეობს, რომ მაგალითად, როდესაც თქვენ დადეთ ფსონი 1 ლარის ოდენობით და წააგეთ, შემდგომში 2-ლარის დადებისას მოგების შემთხვევაში, აბსოლუტურად მოგებული რჩებით. ფსონი იქამდე უნდა გავაორმაგოთ, სანამ არ მოვიგებთ თამაშს ( ამის ფსიქოლოგიური აღქმა ძალიან ძნელია).
სისტემა 1-3-2-6
კიდევ ერთი გავრცელებული და საინტერესო სტრატეგია გახლავთ სტრარეგია 1-3-2-6.
ეს სისტემა მუშაობს თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე. როდესაც თქვენ იგებთ, შემგომში 3-მაგი ფსონი უნდა განახორვიელოთ, ამ შემთხვევაშიც თუ მოიგეთ, შემდეგ 2-მაგი ფსონი, და მესამედ მოგების შემთხვევაშოი – 6-მაგი ფსონი უნდა განახორციელოდ. მთავარია, რომ ზედიზედ მოგებები გქონდეთ, ამ შემთხვევაში მაქსიმალურ მოგებას მიიღებთ.
სტრატეგიის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე თუ წააგეთ, თავიდან უნდა დაიწყოთ ყველაფერი, ასევე თუ 1-3-2-6 წრე დაასრულეთ მოგებით, შემდგომ ისევ თავიდან საწყისი ფსონით უნდა დაიწყოთ თამაში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრატეგიით თამაში საკმაოდ რისკიანია, ის ძალიან დიდ მოგებას აძლევს, მაგალითად თუ ზედიზედ ოთხჯერ მოიგებთ და სრულად განახორციელებთ წრეს, თქვენი მოგება 12-ჯერ მეტი იქნება საწყის ფსონზე.
აღნიშნული სტრატეგიით თამაში საკმაოდ საინტერესო და ხალისიანია, და ხშირად ამ სტრატეგიას, ახალბედები იყენებენ დიდი თანხის მოგების მიზნით.
ბლექჯეკი საქართველოში
საქართველოში კლასიკური სტილის პირველი სამორინეები მე-19 საუკუნეში გაიხსნა და ამ დროიდან იქ შესაძლებელი იყო ბლექჯეკის თამაში. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, როდესაც უკვე თავისუფალი იყო სათამაშო ბიზნესი, პირველი სამორინეების გახსნის დღიდან თამაშმა განსაკუთრებული პოპულარულობა მოიპოვა მოთამაშეებში.
სათამაშო ბიზნესის ონლაინ სფეროში გადაყვანამ და ონლაინ კაზინოების გახსნამ კიდევ ერთი ბიძგი მისცა ამ თამაშის პოპულარიზაციის ზრდას და დღეს, შეიძლება ითქვას, ბლექ ჯეკი , ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია კაზინოს თამაშებიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად ლაივ ბლექჯეკის ისტორიაში პირველი ქართულენოვანი მაგიდა 2018 წელს გაიხსნა და დღესაც ძალიან აქტიურად ოპერირებს.