რულეტის კაზინო
რულეტი – კაზინოს აღიარებული სიმბოლოა. სიმდიდრე, აზარტი და მარტივი წესები – არ არის გასაკვირი, რომ რულეტის დაარსებიდან ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშად იქცა კაზინოს სამყაროში. სიტყვა „რულეტი“ ფრანგული სიტვა „რუ“-დან გარდაიქმნა, რაც ფრანგულად პატარა ბორბალს ნიშნავს. დღესდღეობით რულეტკის სამი ყველაზე ცნობილი ნაირსახეობა არსებობს. ესენია, ფრანგული, ამერიკული და ევროპული რულეტი. casinohub – ს ექსპერტები ამ სტატიით დაგეხმარებიან მარტივად შეისწავლოთ რულეტის წესები და მოგაწვდიან მაქსიმალურად გამოყენებად ინფორმაციას რულეტკის სტრატეგიების შესახებ. ამ გვერდზე თქვენ ასევე გექნებათ საშუალება თვალი ადევნოთ ონლაინ კაზინოების მიმდინარე აქციებსა და შეთავაზებებს და იპოვოთ თქვენთვის სასურველი გვერდი რულეტის სათამაშოდ.
რულეტის ისტორია
არსებობს თეორია, რომ რულეტის თამაში თავის სათავეს იღებს ძველი ჩინეთიდან, რომლის მაცხოვრებლები თამაშობდნენ „მაგიურ მოედანს“. ამ თამაშში ისინი იყენებდენ 37 მცირე ზომის ცხოველების სტატუეტებს. ჩინეთში მსახურობდა ფრანგი ბერი, რომელმაც მოიფიქრა აღნიშნული სტატუეტები ბორბალზე მიემაგრებინა და შემდეგ სტატუეტები ციფრებმა შეცვალეს.
რულეტის წარმოშობას ასევე უკავშირებენ მე-17 საუკუნეში მოღვაწე ფრანგ ფილოსოფოსსა და მათემატიკოსს ბლეზ პასკალს. მეცნიერი შთაგონებული იყო „მუდმივი ძრავას“ შექმნით, რისი შემქნის პროცესშიც ამ თამაშს მიაგნო. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ის „მუდმივი ძრავას“ მიგნების პრიცესში ექსპერიმენტებს ატარებდა მოძრავი ბორბლის მონაწილეობით. არსებობს მეორე ვერსიაც ბლეზ პასკალთან დაკავშირებით. მონასტერში ყოფნისას ის ითვლიდა, თუ როგორ შეიძლებოდა 36 ბილეთისგან შემდგარი ლოტოს მოგება. აქვე მან თავისი ცოდნა გამოიყენა მოძრავ ბორალთან დაკავშირებით და შექმნა ჩვენთვის ცნობილი რულეტის თამაშის სიმბოლო. სწორედ მამათა მონასტრიდან დაიწყო რულეტის პოპულარიზაცია საფრანგეთში და უკვე 1655 წლიდან ამ თამაშმა საფრანგეთის მოდური სალონები დაიპყრო. აზარტული მიზნებისთვის ამ თამაშით გართობა დაიწყეს მე-18 საუკუნის საფრანგეთში, ამ თამაშს მაშინ „ჰოკას“ უწოდებდნენ. ბორბალზე 40 გამოყოფილი ციფრიდან , 3 ნული იყო, რის გამოც კაზინო ძალიან დიდ შემოსავალს იღებდა და თამაშიც განსაკუთრებულად პოპულარული იყო.
არსებობდა რულეტის სხვა ვარიანტიც სახელწოდებით ლუწი-კენტი. 40 ბუდისგან შემდგარი ბორბალი ნახევრად “E”-თი იყო მონიშნული ( even), რაც ნიშნავდა ლუწს და ნახევრად “O”-თი (odd), რაც ნიშნავდა კენტს. თუ ბორბალი ლუწ ბუდეში ვარდებოდა, მაშინ კაზინო კენტის ყველა ფსონს იღებდა. ეს თამაში განსაკუთრებულად პოპულარული იყო მე-18 საუკუნის ინგლისის მდიდარი ქალების წრეებში.
1789 წელს საფრანგეთში რევოლუციურმა საბჭომ ყველა კაზინო აკრძალა ქვეყანაში, თუმცა 1804 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა კვლავ დაუშვა კაზინოები ქვეყანაში, რათა ბიუჯეტში შემოსულობები გაზრდილიყო. აღნიშნული რბილი პოლიტიკა შენარჩუნდა 1837 წლლამდე, როდესაც კვლავ აკრძალეს სათამაშო ბიზნესი. ამ პერიოდში კაზინოს მეპატრონეებმა დაიწყეს კაზინოების გახსნა გერმანიაში, მათ შორის იყვნენ ძმები ბლანები.
რულეტის ის ბორბალი, რომელიც დღეს არის ცნობილი სათამაშო ბიზნესში, ერთი ნულიანით, სწორეთ ძმები ბლანების კაზინოში გაიხსნა გერმანიის კურორტ ბად ჰომბურგში. ფრანსუა ბლანის სახელს ასევე უკავშირდება მონტე კარლოს კაზინოს გახსნა.
ამერიკაში რულეტს პოპულარობა ფრანგმა ემიგრანტებმა მოუტანეს. რულეტზე იყო 31 ციფრი 1-დან 28-მდე, ასევე ნული, ორი ნული და სამი ნული, რაც კაზინოს ძალიან დიდ უპირატესობაში აყენებდა, ამიტომ შემდგომში შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ რიცხვთა რაოდენობა და დატოვონ მხოლოდ ნული და ორი ნული, რასაც დღეს ვუწოდებთ ამერიკულ რულეტად.
რულეტის თამაშის წესები
რას წარმოადგენს რულეტკა
რულეტის თამაშს სამი შემადგენელი ნაწილი აქვს. ესენია:
1. კრუპიე – მთავარი და ერთადერთი მსაჯი თამაშში. მისი ფუნქციაა ფსონების მიღება, მოგების გადახდა, ბორბლის ტრიალი და ბურთულის ჩაგდება. ონლაინ კაზინოებში, უფრო ხშირად, დილერის როლს ასრულებს პროგრამა, თუმცა არსებობს ლაივ რულეტიც, რომლის შემთეხვევაში ონლაინ სივრცეში არის იმის შესაძლებლობა, რომ ითამაშო რეალურ კრუპიესთან სახლიდან გაუსვლელად.
სათამაშო მაგიდა
სათამაშო მაგიდაზე აღბეჭდილია ციფრები სპეციალური ფორმატით. აქ იდება ფსონები. ფულის როლს რულეტის თამაშში ასრულებს ჩიპები (ფიშკები), რომელიც რეალურ ფულზე იცვლება. სათამაშო მაგიდაზე განასხვავებენ შიდა და გარე ველებს. ა) შიდა ველი (Inner section) შეიცავს ყველა ციფრს 0-დან 36-მდე. ყოველი სამი მომდევნო რიცხვი წარმოშობს რიგს, არსებობს ვერტიკალური ხაზები, რომლებშიც 12 ციფრია( სულ არის სამი ვერტიკალური ხაზი).
ბ) გარე ველი (Outside section) მდებარეობს შიდა ველის ირგვლივ და გარე ფსონების დასადებად არის შექმნილი. თითეული ველი გაყოფილია კონკრეტული ციფრებისა ან ფერების მიხედვით.
ბორბალი
კრუპიე ბურთულას აგდებს ბორბლის მოძრაობის საპირისპიროდ. თავად ბორბალზე, რულეტკაზე, არის სპეციალური სიღრმეები ბურთულისთვის, რასაც უწოდებენ „ჯიბეებს“. სულ რულეტში 37 ციფრია 0-იდან 36-მდე (ევროპულში), ამერიკულ რულეტში კი 38 ციფრია, აქ ემატება ორი ნულიანი.
ბორბალს რულეტის თამაშში ყველაზე დიდი როლი აკისრია, ამიტომ ის უნდა იყოს ბალანსირებული და ცენტრირებული, რათა ყველა რიცხვის ჩამოგდების შანსი იყოს გათანაბრებული.
ცოფრები ბორბალზე გარკვეული თანმიმდევრობითაა აღბეჭდილი იმისათვის რომ ბალანსი იყოს მცირე ციფრებსა (1-დან 19მდე) და მაღალ ციფრებს (19-დან 36-მდე) ასევე შავ ფერსა და წითელ ფერს შორია.
წითელი: 1,3,5,7,9,12,14,16,18,19,21,23,25,27,30,32,34,36 შავი: 2,4,6,8,10,11,13,15,17,20,22,24,26,28,29,31,33,35 მწვანე: 0 და 00
რულეტის ძირითადად სამი სახეობა არსებობს: ამერიკული რულეტი ევროპული რულეტი ფრანგული რულეტი
ფსონები რულეტში
ფსონის სახელი | მოგების არეალი | გადახდა | მოგება ფრანგულ რულეტში | მოგება ამერიკულ რულეტში |
0 | 0 | 35 : 1 | 36 : 1 | 37 : 1 |
00 | 00 | 35 : 1 | 37 to 1 | |
Straight up (სტრაიტ აპი) | ნებისმიერი ერთი რიცხვი | 35 : 1 | 36 : 1 | 37 : 1 |
Row (როუ) | 0, 00 | 17 : 1 | 18 : 1 | |
Split (სპლიტი) | ნებისმიერი ორი რიცხვი (ვერტიკალურად და ჰორიზონტარულად) | 17 : 1 | 17 1⁄2 : 1 | 18 : 1 |
Street (სტრიტი) | ნებისმიერი სამი რიცხვი (1, 2, 3 ან 7,8,9, და ა.შ.) | 11 : 1 | 11 1⁄3 : 1 | 11 2⁄3 : 1 |
Corner (კუთხე) | ნებისმიერი ოთხი რიცხვი (1, 2, 4, 5 ან 17, 18, 20, 21, და ა.შ.) | 8 : 1 | 8 1⁄4 : 1 | 8 1⁄2 : 1 |
Top line or Basket (US) (ზედა ხაზი (ამერიკულ რულეტში) | 0, 00, 1, 2, 3 | 6 : 1 | 6 3⁄5 : 1 | |
Top line or Basket (European) (ზედა ხაზი ევროპულ რულეტში) | 0, 1, 2, 3 | 8 : 1 | 8 1⁄4 : 1 | |
Six line | ჰორიზონტალურ ხაზზე მდებარე ნებისმიერი ექვსი რიცხვი (1, 2, 3, 4, 5, 6 ან 28, 29, 30, 31, 32, 33 და ა.შ.) | 5 : 1 | 5 1⁄6 : 1 | 5 1⁄3 : 1 |
1st column (პირველი სვეტი) | 1, 4, 7, 10, 13, 16, 19, 22, 25, 28, 31, 34 | 2 : 1 | 2 1⁄12 : 1 | 2 1⁄6 : 1 |
2nd column (მეორე სვეტი) | 2, 5, 8, 11, 14, 17, 20, 23, 26, 29, 32, 35 | 2 : 1 | 2 1⁄12 : 1 | 2 1⁄6 : 1 |
3rd column (მესამე სვეტი) | 3, 6, 9, 12, 15, 18, 21, 24, 27, 30, 33, 36 | 2 : 1 | 2 1⁄12 : 1 | 2 1⁄6 : 1 |
1st dozen (პირველი თორმეტეული) | 1-დან 12-მდე | 2 : 1 | 2 1⁄12 : 1 | 2 1⁄6 : 1 |
2nd dozen (მეორე თორმეტეეული) | 13-დან 24-მდე | 2 : 1 | 2 1⁄12 : 1 | 2 1⁄6 : 1 |
3rd dozen (მესამე თორმეტეული) | 25-დან 36-მდე | 2 : 1 | 2 1⁄12 : 1 | 2 1⁄6 : 1 |
Odd (კენტი) | 1, 3, 5, …, 35 | 1 : 1 | 1 1⁄18 : 1 | 1 1⁄9 : 1 |
Even (ლუწი) | 2, 4, 6, …, 36 | 1 : 1 | 1 1⁄18 : 1 | 1 1⁄9 : 1 |
Red (წითელი) | 1, 3, 5, 7, 9, 12, 14, 16, 18, 19, 21, 23, 25, 27, 30, 32, 34, 36 | 1 : 1 | 1 1⁄18 : 1 | 1 1⁄9 : 1 |
Black (შავი) | 2, 4, 6, 8, 10, 11, 13, 15, 17, 20, 22, 24, 26, 28, 29, 31, 33, 35 | 1 : 1 | 1 1⁄18 : 1 | 1 1⁄9 : 1 |
1-დან 18-მდე | 1, 2, 3, …, 18 | 1 : 1 | 1 1⁄18 : 1 | 1 1⁄9 : 1 |
19-დან 36-მდე | 19, 20, 21, …, 36 | 1 : 1 | 1 1⁄18 : 1 | 1 1⁄9 : 1 |
ამერიკული რულეტკის თავისებურებები
ამერიკული რულეტის ფუძემდებლები ფრანგი ემიგრანტები არიან, რომლებმაც რულეტი ამერიკაში მე-19 საუკუნეში ჩამოიტანეს. ძირითადი ცვლილება რულეტის წესებში 00 დამატება იყო ბორბალზე, რაც თავისმხრივ ამცირებდა მოთამაშის მოგების შანსს 2,7% დან 5,26%-მდე.
ამერიკული რულეტკის მაგიდა ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი თავად სათამაშო მაგიდაა, რომლეზეც აფიქსირებენ ფსონებს, ხოლო მეორე ნაწილში მოძრავი ბორბალია. ამერიკულ რულეტში 38 რიცხვია. ბორბლის თავისებურება იმაშია რომ რიცხვები ბორბლის შიდა მხარეს არის აღბეჭდილი, ხოლო ევროპულ რულეტზე გარე მხარეს.
როგორც ზევით აღინიშნა, ამერიკულ რულეტში ორი ტიპის ფსონის გაკეთებაა შესაძლებელი: 1. შიდა ველის ფსონები 2. გარე ველის ფსონები
ევროპული რულეტის თავისებურებები
ევროპული რულეტი რულეტის კლასიკურ სახეობად ითვლება. ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან რულეტის სამშობლოდ საფრანგეთი ითვლება. არ არის გასაკვირი ისიც, რომ ევროპული ტიპის რულეტი ყველაზე გავრცელებული ტიპის რულეტია და აქ მოთამაშეს ამერიკულთან შედარებით, მაგალითად, მოგების უფრო მეტი შანსი აქვს.
ევროპული რულეტის პოპულარობა უკვე მესამე ასეული წელია არ კარგავს თავის პოზიციებს, ინტერნეტის ერაში კი ამ თამაშს ახალი სუნთქვა მიეცა, ის ონლაინ-კაზინოების ყველაზე პოპულარული თამაშია და თითოეულ ადამიანს მიეცა საშუალება ითამაშოს სახლიდან გასუვლელად ნებისმიერ დროს.
ევროპულ რულეტში ყველა ნომერი მაგიდაზე თეთრი ფერისაა. აქვე შესაძლებელია ე.წ. „ზეპირი“ ფსონების დადებაც, როგორიცაა:
1) Voisins du zero
Voisins du zero (ნულის მეზობლები) ველის არჩევისას იმ ნომრებს აირჩევთ, რომლებიც 22-25 დიაპაზონში მდებარეობს, ანუ ნულის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. აღნიშნული ფსონი ვრცელდება მოგების 7 კომბინაციაზე და შესაბამისად მოგებაც მაღალია. (9-ჯერ მეტი ჩიპების ნომინალზე)
2) Zero Spiel
იმ შემთვევაში, როდესაც ფსონს ვდებთ Zero Spiel-ზე, აქტიურდება მოგების 4 შესაძლო კომბინაცია, რომელშიც ფსონის სამი ვარიანტი არსებობს. აქაც მოგების შემთხვევაში 4 კომბინაციიდან გამომდინარე მოგება 4-ჯერ მეტია ჩიპების ნომინალზე.
3) Orphelins
ამ სექტორში გააქტიურებულია მოგების შესაძლო 5 კომბინაცია. იქიდან გამომდინარე, რომ მოგება ითვლება, როგორც სპლიტის , ისე სტრიტის შემთხვევაში, მოგების მაჩნებელი საგრძნობლად მაღალია.
4) Tier
ამ სექტორში ფსონი იდება 5-8-ის დიაპაზონში მდებარე ციფრებზე. მოგების მაჩვენებელი ჩიპების ნომინალზე 6-ჯერ აღემატება, ამიტომაც აღნიშნული ტიპის ფსონიც საკმაოდ აქტუალურია კაზინოს მოთამაშეებში.
5) Final
ფსონის საინტერესო ვარიანტად ითვლება ფსონი სახელწოდებით ფინალი. ამ შემთხვევაში ფინალი გულისხმობს ციფრის დასასრულს. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ ფსონის დადება ყველა იმ ციფრზე, რომელიც სრულდება სამიანზე: 3,13,23,33. თუ ვისაუბრებთ მოგების მაჩვენებელზე, ის 4-ჯერ აღემატება ჩიპების ნომინალურ ღირებულებას.
ფრანგული რულეტის თავისებურებები
ფრანგული რულეტი ევროპული რულეტის ფუძემდებლად ითვლება. საკმაოდ რთულია განსხვავებების წარმოჩენა ამ ორი ტიპის რულეტში, თუმცა მაინც ფრანგულ რულეტს სათამაშო სფეროში საკუთარი უნიკალური ადგილი უკავია.
ფრანგული რულეტი იმით განსხვავდება სხვა დანარჩენი ტიპის რულეტებისგან, რომ მაგიდაზე გარე ფსონების ველები განსხვავებულად არის განლაგებული.
სხვა ყველა დანარჩენი წესი იგივეა, რაც ევროპულ რულეტში.
რულეტის თამაშის სტრატეგიები
რულეტის თამაშის ყველა სტრატეგია მიმართულია თანხის მართვასთან და მორგებულია კონკრეტულ სიტუაციაზე, ამიტომაც ის დაკავშირებულია რისკთან. აქედან გამომდინარე არ არსებობს ურისკო სტრატეგია, თითოეული მათგანი რისკის გარკვეულ დონეს შეიცავს.
მარტინგეილის სტრატეგია
მარტინგეილის სტრატეგია დაკავშირებულია უმაღლეს მათემატიკასთან, უფრო კონკრეტულად ალბათობის თეორიასთან.
ამ სტრატეგიაში აქცენტი კეთდება ორ ფერზე : შავსა და წითელზე (იგულისხმება ფსონები 1:1). მთავარი წესი იმაში მდგომარეობს, რომ წაგების შემდგომ ყოველი მომდვნო ფსონი უნდა გააორმაგოთ , დაიწყეთ დაბალი პირველი ფსონით და ყოველი მოგების შემდეგ შეცვალეთ ფერი. თუ ბორბალზე ამოვარდება ზერო, მაშინ ორმაგი ფსონი უნდა გააკეთოთ არა იმ ფერზე, რომელშიც დამარცხდით, არამედ უნდა შეცვალოთ ფერი.
სასურველია, რომ მაქსიმალური ფსონის ოდენობა არ აღემატებოდეს ჯამში მოგებული თანხის 1%-ს. მაგალითად, თუ მოთამაშემ დღის განმავლობაში მოიგო 1000 ლარი, სასურველია თამაშის შეწყვეტა ერთი დღით მაინც. ასევე შესაძლებელია წაგება ზედიზედ ძალიან ბევრჯერ იყოს, ამიტომ აქაც არსებობს რისკი, რომ მოთამაშე წაგებული დარჩება.
ამ სტრატეგიის მთავარი შეზღუდვა იმაში მდგომარეობს, რომ კაზინოები აწესებენ მაქსიმალური ფსონის ლიმიტს. დიახ, შესაძლებელია ფსონის გაორმაგება, მაგრამ საშუალო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კაზინოები არ აძლევენ საშუალებას ფსონის გაორმაგებას 6-7-ზე მეტჯერ. ასევე არასასურველ მოვლენად ის ითვლება, რომ მოთამაშის ბიუჯეტი განსაზღვრულია ფსონის ყოველთვის გაორმაგებისთვის.
სვეტები და თორმეტიანები
ამ სტრატეგიაში მუშაობს სვეტები და თორმეტიანები. რულეტის მაგიდაზე გვაქვს სამი სვეტი და სამი თორმეტიანი, თითეული მათგანი გვაძლევს მოგებას (1:2). ჩვენ შეგვიძლია, მაგალითად დავდოთ ფსონი პირველსა და მეორე სვეტზე. თუ ერთ-ერთი ამოვა და ჩვენ გვიდევს ფსონი 1 ლარი, მაშინ მოგება იქნება 3 ლარი. მოგების შანსი დაახლოებით 66%-ია.
სანამ ამ სტრატეგიით თამაშს დაიწყებთ, უკეთესია დააკვირდეთ ფსონის დადებამდე დაახლოებით 10 სპინის დროს რომელი სვეტია უფრო მომგებიანი. პირველი ფსონის წაგების შემთხვევაში, მოთამაშენ იგივე ფსონი უნდა დადოს მომდევნო სპინის შემთხვევაშიც, და თუ მომდევნო სპინშიც წააგო, უნდა გააორმაგოს დადებული თანხა.
„კუბური“ სისტემა
ამ სისტემით თამაშისთვის განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭი არ არის საჭირო. საკმარისია, მხოლოდ კარგად დააკვირდეთ რულეტის სათამაშო მაგიდას. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ მაგიდის ცენტრში უფრო მეტად თავმოყრილია შავი ფერის რიცხვები, ხოლო მესამე რიგში უფრო მეტია წითელი. თუ შუა რიგში დავდებთ ფსონს წითელ რიცხვზე, ჩვენ ვამცირებთ წაგების შანსს რაც ზრდის მოგების მიღების შესაძლებლობას.
ამ სისტემის თანახმად, მოთამაშემ უნდა დადოს ფსონი როგორც ფერზე ისე რიცხვზე. მაგალითად, თუ მოთამაშემ დადო ფსონი შავ ფერზე, მაშინ მეორე ფსონი ისეთ რიგში უნდა დადოს, სადაც ნაკლები შავი ფერის ციფრების რაოდენობაა და პირიქით. მოგების საშუალო მაჩვენებლი ამ სისტემით თამაშის შემთვევაში შეადგენს 54%.
სტრატეგია 5-6
თამაშის ეს სტრატეგია საკმაოდ მარტივია. რულეტის სათამაშო მაგიდაზე სულ არის 6 ჯგუფი, თუ ჩვენ დავდებთ ფსონს 5 ჯგუფზე, ამით გავზრდით მოგების შანსს 81%-მდე. მაგრამ მოგება ამ შემთხვევაში მცირეა. მაგალითათ, თუ დავდებთ ფსონს 5 ლარის ოდენობით (1 ლარი თითოეულ ჯგუფში) მოგება ამ შემთხვევაში იქნება სულ 1 ლარი. იმ შემთხვევაში თუ წავაგებთ, მომდევნო დასპინვისას უნდა გავახუთმაგოთ ჩვენი დადებული ფსონი, რომ მოგებაში დავრჩეთ. იქიდან გამომდინარე. რომ მოთამაშის სახსრები ლიმიტირებულია და ყოველთვის არ არის შესაძლებელი ფსონის გახუთმაგება, ეს სტრატეგია იმდენად პოპულარული არ არის. სტრატეგია ასევე არის ძალიან რისკიანი.
დიდი ოთხკუთხედის სტრატეგია
ამ სტრატეგიას იყენებენ რულეტის პროფესიონალი მოთამაშეები. და ის დაკვირვებაზე არის აგებული. მთავარი არსი იმაში მსგომარეობს რომ რულეტის 24 სპინის დროს უნდა ჩავიწეროთ ყველა მოგებული ციფრი. ამასობაში უნდა დავახარისხოთ მხოლოდ ის ციფრები, რომლებიც 2 და მეტჯერ იქნა მოგებული. ამის მერე თანმიმდევრობით ამ ციფრებზე უნდა დავდოთ ფსონი და თუ მათ შორის არცერთმა არ მოიგო, კვლავ უნდა დავიწყოთ ახლიდან. თუ რომელიმემ მოიგო, სიიდან ამ ციფრს ვშლით და ვაგრძელებთ თამაშს იმ ციფრებზე დადებით, რომლებიც ამოწერილი გვაქვს სიაში და ჯერ არ ამოსულა.
რულეტი საქართველოში
მე-19 საუკუნის საქართველოში არსებობდა სხვადასხვა ტიპის სათამაშო სახლები და შემდგომს საბჭოთა კავშირის პერიოდში 1920-იან წლებში პირველი სამორინე სწორედ საქართველოში გაიხსნა. დღეს საკმაოდ პოპულარულია ეს სფერო და მათ შორის განსაკუთრებულად რულეტის თამაში. არსეობს მრავალი ონლაინ კაზინო, რომელიც დღეს სთავაზობს რულეტის პროგრამით თამაშსა და ლაივ დილერის მომსახურებასაც კი.
Casinohub თქვენ დაგეხმარებად გააკეთოთ სწორი არჩევანი და ითამაშოთ მხოლოდ იმ გვერდებზე, რომლებიც მაქსიმალურად არის თქვენზე მორგებული და რომლებშიც თქვენ იპოვით სხავდასხვა ტიპის მომხიბვლელ აქციებსა და საბონუსე სისტემებს.