PokerStars Casino ონლაინ კაზინოს მიმოხილვა – დადებითი და უარყოფითი მხარეები

pokerstars_logo

PokerStars Casino მიმოხილვა / PokerStars Casino Review

PokerStars Casino ონლაინ კაზინოების ერთ-ერთი ყველაზე გლობალური და დიდი კომპანიის, “Stars Grop”-ის ნაწილია, რომელიც ცნობილია მისი მასშტაბური ონლაინ თამაშებითა და ჩატარებული ტურნირებით. PokerStars Casino დაარსების დღიდან, 2015 წლიდან, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინ კაზინოა მსოფლიოში და ინარჩუნებს მოთამაშეთა უდიდეს რიცხვს, ჩამოყალიბების დღიდან ის მომხმარებელს სთავაზობს თამაშებისა, პრიზების და სერვისის ერთ-ერთ საუკეთესო პლატფორმას: ონლაინ ტოტალიზატორი, ასობით რაოდენობის სლოტები, ისეთი პროვაიდერებისგან, როგორიცაა არიან Play ‘N go, NetEnt, Big Time Gaming, Playtech და სხვები, ბლექჯექისა და რულეტის დიდი არჩევანი, რბოლები და ლაივ კაზინო  მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს საკუთარ ინტერესსა და გართობაზე გათვლილი მიმართულება აზარტის სამყაროში დაუსრულებლად, რაც PokerStars Casino-ს ერთ-ერთ ღირსებას წარმოადგენს. მოთამაშისთვის გამარტივებული, მოქნილი და ინოვაციური სისტემა, მაღალი ხარისხის მომსახურება, მომხმარებლის უსაფრთხოებასა და სიამოვნებაზე გათვლილი პრიორიტეტები და პროგრესული და განვითარებადი ტექნოლოგიები კომოპანიის უდიდეს წარმატებასა და მიღწევებს განაპირობებს ონლაინ აზარტის სამყაროში.

? თამაშების სრული ოდენობა 607+
? პროგრამული უზრუნველყოფა NetEnt
? Welcome ბონუსი 20 Free spins, Match deposit
  ⚖️ რეგულირდება   Malta Gaming Authority, Isle of Man Gambling Supervision Commission, UK Gambling Commission და Swedish Gambling Authority

PokerStars Casino ბონუსები / PokerStars Casino Bonuses

pokerstars_bonus

PokerStars Casino გამუდმებით აძლევს მომხმარებელს მოგების საშუალებას ისეთი ბონუს სისტემების შეთავაზებით, როგორიცაა PokerStars Random Casino Rewards, Casino Races, Game of the Weekend და სხვები. აღსანიშნავია ყოველდღიური, კვირეული და სეზონური ტურნირები, რომლებიც 50.000-მდე დოლარის საშუალების მოგების შანსს აძლევს მომხმარებელს. მათი განახლებადი და მუდმივად ცვალებადი სისტემა და არჩევანი ზრდის მოთამაშის აზარტულობასა და მოგების შანსებს, რაც კაზინოს ერთ-ერთი წამყვანი პოზიციის განმაპირობებელი მიზეზი ხდება.

  • აღსანიშნავია ონლაინ-კაზინოს მიერ დამწყებთა მისალმება, რომლითაც PokerStars Casino ახალ მომხმარებლებს აძლევს შანს გამოიმუშავონ თამაშისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და დააგროვონ გარკვეული გამოცდილება: 25 USD დოლარის ან მეტი საკვალიფიკაციო დეპოზიტის შეტანის დროს თამაშის პირველ ჯერზე უნიკალური კოდის (WELCOME1) საშუალებით ეძლევა 20 Free Spin-ი Progressive Jackpot Slots, სადაც 1 მილიონი დოლარის მოგების შანსია და რაც მთავარია, 100%იანი match deposit-ი 500 დოლარამდე (თანხის გაორმაგება.) პირველი შენატანიდან 2 კვირის ვადაში თანხის შეტანის შემთხვევაში (უნიკალური კოდის WELCOME2-ის გამოყენებით) ასევე თანხის გაორმაგების შესაძლებლობა და 1000-მდე free spin-ის მოგების შანსი, თუმცა ეს ყველაფერი არაა. PokerStar Casino მომხმარებელს მესამე შეტანისასაც (ისევ 25 დოლარის ან მეტი თანხის დროს) (უნიკალური კოდის WELCOME3-ის გამოყენებით) აძლევს match deposit-ს და შანსს, რომ მოიგოს 1000-მდე free spin-ი.

განთავსებული ფსონები თანხმობაში უნდა მოდიოდეს კომპანიის კონკრეტულ მოთხოვნებთან:

  • შეთავაზება ეხებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც პირველად თამაშობენ PokerStars Casino-ში;
  • მინიმალური შეტანის თანხა 25 დოლარს შეადგენს;
  • მას შემდეგ რაც დაადასტურებთ თქვენს Bet კრედიტებს, ისინი განთავსდება თქვენი ანგარიშის ბალანსზე, თუმცა ვერ შეძლებთ განაღდებას.
  • შეტანილი თანხის ლიმიტი 250 დოლარს წარმოადგენს;
  • მეორე და მესამე შეთავაზების სარგებლობისათვის აუცილებელია თანხის შეტანა წინა დეპოზიტიდან 14 დღის ვადაში;
  • კაზინოს ბუნების გასანაღდებლად აუცილებელია ყოველ 1 დოლარზე 5 ქულის დაგროვება, სანამ მას ვადა გაუვა; ქულების ნახვის შესაძლებლობა მომხმარებელს „My Stars” მენიუში აქვს;
  • ყველა კაზინოს ბონუსს გააქტიურებიდან 28 დღის მანძილზე აქვს ვადა;
  • Free Spin-ები უნდა იქნას გამოყენებული გააქტიურებიდან 7 დღის მანძილზე და მათი განაღდებისთვის ყოველ 1 დოლარზე 2 ქულის დაგროვებაა საჭირო;
  • ყველა ბონუსი უნდა განაღდდეს ცალ-ცალკე;
  • მეორე და მესამე შეთავაზება (პირველისგან განსხვავებით, რომელიც 20 free spins ჩუქნის მოთამაშეს) მომხმარებელს ასაჩუქრებს Mystery Chest-ით, რომელიც 1000-მდე Spin-ის მოგების საშუალებას იძლევა;
  • Spin-ების ცალკეული რაოდენობების მოგების ალბათობები განთავსებულია კაზინოს საიტზე; (1,000-ის მოგების შანსი 0.01%, 100-ის 0.1% და ა.შ.)
  • Free Spin-ები შეიძლება გამოყენებული იქნას სლოტებზე Stars Mega Spin, Matchday Millions, Crystal Millions და Millionaires Island;
  • Free Spin-ებისგან მოგებული თანხა დაირიცხება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მათგანი გამოყენებული იქნება;
  • გაითვალისწინეთ, რომ თამაშები Baccarat და  Dragon Tiger, ასევე რულეტი და ლაივ რულეტი, ლაივ ფეხბურთზე ფსონების დადება მოთამაშეს არ მოუტანს ქულებს;
  • ქულების დაგროვების სისტემა ცალკეული თამაშების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ-კაზინოს საიტზე დადგენილობებსა და პირობებში. (pokerstarscasino.com)
  • PokerStars Casino ბონუსების მოგების საშუალებას არა მხოლოდ ახალბედებს აძლევს, არამედ უკვე გამოცდილ მოთამაშეებსაც: კაზინოს მიერ შემოთავაზებული ბონუსებიდან აღსანიშნავია Instant Bonus-ების სისტემაც, რომელიც დამწყებთა მისალმებას ემსგავსება და ისევ სრულიად გათვლილია მომხმარებლის გართობაზე და აზარტზე. მოთამაშე ბონუსებით გარკვეული თამაშებით სარგებლობისას შეიძლება დასაჩუქრდეს.

გასათვალისწინებელია კაზინოს მიერ დაწესებული შეზღუდვები/მოთხოვნები:

  • ბონუსების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კაზინოს მიერ გამოყოფილ/შერჩეულ ზოგიერთ თამაშში;
  • მათი განაღდება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ქულების (redemption points) ოდენობის დაგროვებით, ან საჭირო ფსონების რაოდენობის დადებით; ქულების გროვდება სპეციალური/გამოყოფილი თამაშების თამაშით, სადაც სხვადასხვა თამაშში მოთამაშეს სხვადასხვა ოდენობის ქულების დაგროვების საშუალება აქვს; ცალკეულ თამაშებზე ქულების ოდენობის ნახვა შესაძლებელია კაზინოს საიტზე (pokerstarscasino.com-ის instant bonus-ის სექციაში);
  • შეთავაზების მიღების შემთხვევაში ბონუსს ენიშნება განსაზღვრული დრო და ვადი მათი გამოყენებისთვის;
  • იმ ქულების რაოდენობა, რომლის დაგროვებაცაა აუცილებელი ბონუსის განაღდებისთვის მოგებულ ადამიანს გამოესახება ბონუსის შეთავაზებისთანავე, ან “My Stars” მენიუში; იქვე შეძლებთ ნახვას ბონუსის ვადას, მასზე უარის თქმის, ან დაპაუზების ფუნქციას;
  • ბონუსის გამოყენება თამაშში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი; თუ მოთამაშეს რამდენიმე ბონუს სისტემა გააჩნია ერთ კონკრეტულ თამაშებზე, ყველა მათგანი აისახება ბალანსზე იქამდე, სანამ მოთამაშე ყველა მათგანს არ დააგროვებს/არ გაუქმდება/ყველას არ გამოიყენებს/დააპაუზებს.
  • ფსონის დადებისას პირველ რიგში გამოყენებული იქნება ბონუსი, შემდეგ ნამდვილი თანხა;
  • ყოველი ფსონის დადების შემდეგ, ნებისმიერი ბონუსის ბალანსი ან გაიზრდება ან შემცირდება ფსონიდან გამომდინარე.
  • თუ მოთამაშეს ბონუსი არ ჰყოფნის ფსონის დასადებად, ის გაერთიანდება ბალანსზე არსებულ ნამდვილ ფულთან;
  • როდესაც დაგროვდება საჭირო ქულების ოდენობა ბონუსის დასაკონვერტირებლად, ის გაქრება და ბალანსს ნამდვილი ფულის სახით დაემატება;
  • ქულების ოდენობები განსაზღვრული იქნება იმ თამაშებით, რომლებზეც ბონუსს იყენებთ. ქულების დაგროვების სისტემა ცალკეული თამაშების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ-კაზინოს საიტზე დადგენილობებსა და პირობებში. (pokerstarscasino.com)
  • ბონუსის ყიდვა ასევე შესაძლებელია ნამდვილი ფულითაც; ასეთი შენაძენის შემთხვევაში აქცია ნამდვილ ფულს მეტი ღირებულების ბონუსებად გადააქცევს.  ამ შემთხვევაში ისევ მოქმედებს ქულების სისტემა, რაც მოგებული ბონუსის შემთხვევაში ბონუსის განაღდებისას, თუმცა ამ შემთხვევაში მოთამაშეს, რომელმაც შეიძინა ბონუსი აქვს საშუალება, რომ „დანებდეს“ და ბონუსის გარკვეული ნაწილი შესაძლებელია ანაზღაურდეს ნამდვილი ფულის სახით.
  • Instant bonus-ის სისტემით free spin-ების მოგებაცაა შესაძლებელი, რომელიც თითქმის იგივე წესებითა და შეზღუდვებით სარგებლობს, როგორც ზემოთხსენებული ბონუსი.
  • Spin-ების განაღდებისთვის საჭიროა ქულების დაგროვება კაზინოს თამაშებში, ან საჭირო რაოდენობის ფსონების დადებით.
  • Spin-ებით მოთამაშე საჩუქრდება გარკვეული დავალების შესრულებისთვის, ან როგორც ჯილდო;
  • მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კაზინოს ზოგიერთ თამაშში;
  • Spin-ები ბონუსად ან ნამდვილ ფულად გარდაიქმნება მაშინ როდესაც ყველა მათგანი გამოყენებული იქნება;
  • Spin-ების მიღებისას მოთამაშეს ექნება მათი გამოყენებისთვის გარკვეული ვადა, თუმცა მოთამაშეს მათზე უარის თქმის შესაძლებლობაც აქვს;
  • ქულების დაგროვების სისტემა მოცემული იქნება მოგებისთანავე, ასევე “My Stars” მენიუში “Free Spins” სექციაში, სადაც ასევე იხილავთ მათ ვადას, ბონუს ქულებს;
  • მოთამაშეს შესაძლებლობა აქვს მოგებული ბონუსი დააპაუზოს; ამ შემთხვევაში მას ექნება შესაძლებლობა მათ ნაცვლად სხვა Free Spin-ები გამოიყენოს, თუმცა ამით არ ვადდება მათი გამოყენების დრო;
  • თუ მოთამაშეს რამდენიმე „Free Spins” ბონუსი აქვს მოგებული მათი პრიორიტიზაცია მას შეუძლია „My Stars” მენიუს „Free Spins” სექციაში;
  • მას შემდეგ რაც მოთამაშე მიიღებს Free Spin-ებს, თამაშის გახსნისას მას გამოესახება მისი ნიშანი, შემდეგ „play”, რომელიც უფასო თამაშისთვის გახსნის ცალკე ფანჯარას;

PokerStars Casino საინტერესო ფაქტები / PokerStars Casino Interesting Facts

მრავალფეროვანი, ინოვაციური და პროგრესული აიგეიმინგის სისტემის შეთავაზებასთან ერთად, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის საქველმოქმედო საქმეები, რასაც PokerStars Casino სჩადის თავიანთი გამომუშავებული თანხით. კომპანიის მიხედვით, მათი მიზანია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა და ყველა ადამიანისა ვალია ღირსეულად მოიხადოს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა, შესაბამისად ონლაინ-კაზინო ძალანას და თანხებს არ იშურებს ქველმოქმედებისთვის; მათი გაკეთებული საქმეებიდან აღსანიშნავია:

  • ფილიპინებისა და კატრინას  ქარიშხლისა და ჩინეთის მიწისძვრის შემდეგ წითელი ჯვრისთვის გადარიცხული უზარმაზარი თანხები, რომელმაც ერთ მილიონ დოლარს გადააჭარბა;
  • ერთ-ერთი უდიდესი საქველმოქმედო კომპანიის Life Ball-ის სპონსორობა, რომლისთვისაც კაზინომ სრულიად გამოყო ათასობით დოლარი ტურნირებიდან აივ/შიდსით დაავადებულთა მხარდასაჭერად;
  •  კოსტა რიკას სანაპიროზე მობინადრე ზვიგენებისთვის შეგროვებული თანხა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებით;
  • აფრიკის სოციალური კრიზისთვის შეგროვებული რესურსი და სხვა საქველმოქმედო აქტივობები ის უზარმაზარი წვლილია, რაც Poker Stars Casino-ს ადამიანებისა და გარემოს დახმარებაში შეაქვთ;

აღინიშნული ქმედებები, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და  კაზინოს სურვილი, რომ დაეხმაროს სხვებს და სამყაროსა და ადამიანების პროგრესში წვლილი შეიტანოს ნამდვილად დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს კომპანიაზე და მომხმარებელს მათ სანდოობაში, ადამიანებზე გაკეთებულ პრიორიტეტზე მიუთითებს.

PokerStars Casino სლოტები / PokerStars Casino Slots`

ონლაინ კაზინო დაახლოებით გვთავაზობს 607 სლოტს: სწორედ ეს მრავალფეროვნება, ექსკლუზიურობა, სლოტებს შორის განსხვავებები და ფართო არჩევანი კაზინოს აქტუალურობას განაპირობებს. აქ გვხვდება ისეთი პოპულარული თამაშები, როგორიცაა Starburst, Bonanza, Age of the Gods, თუმცა ასევე არჩევანის გაკეთება შესაძლებელია ახალ თამაშებზეც, როგორიცაა Pink Elephant, Mighty Kong ან Ivan and the Immortal. აქედან გამომდინარე მომხმარებელი მარტივად შეძლებს იპოვოს მასზე მორგებული თამაში, იყოს ეს მარტივი და კლასიკური სლოტი, თუ მოქმედების და ესთეტიკური ჟანრის 3-დოლურიანი მექანიზმი, რომელსაც თამაშის რამდენიმე ოფცია აქვს  და სიმბოლოებით, თავგადასავლებითა და პერსონაჟებით გამოირჩევა.

სწორედ სლოტების რაოდენობა და ხარისხი განაპირობებს PokerStars Casinos ერთ-ერთ წამყვან პოზიციას აიგეიმინგის სფეროში: კაზინო გვთავაზობს 21-მდე პროვაიდერის software-ს, მათ შორის ყველაზე პოპულარული სლოტების პროვაიდერები არიან Play ‘N go, NetEnt, Big Time Gaming, Playtech და სხვები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესო პროვაიდერები არიან მსოფლიოში.

შვედური კომპანია NetEnt-ი გამოირჩევა თავიანთი სტილით და მაღალი ხარისხით, რაც მათ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პროვაიდერად აქცევს. მათი პორტფელი მოიცავს  როგორც სლოტებს, ასევე სამაგიდო და ლაივ დილერის თამაშებს. PokerStars Casino-ზე გვხვდება მათ მიერ შემოთავაზებული სლოტები Starbust, Fruit Shop, Grand Spinn, Dead or Alive და სხვები.

საიტზე ასევე მომხმარებელს შეხვდება Big Time Gaming-ის მიერ შემოთავაზებული Megaways სლოტების ცალკე სექცია, რომელიც მომხმარებელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა პოპულარობით. Megaways მოთამაშეს არამარტო საინტერესო და ხარისხიან სლოტებს სთავაზობს, არამედ იძლევა ათასობით სხვადასხვა ხერხს მოგებისთვის. აქ მოკრებილია ისეთი სლოტები, როგორიცაა Extra Chilli, The Expendables, Bonanza, Dragon Fire, Rick And Morty და სხვები.

მეტი აზარტისთვის გვხვდება უზარმაზარი საპრიზო ჯეკპოტებიც, რომელთა სლოტების მრავალფეროვნებითაც და ექსკლუზიურობით PokerStars Casino ნამდვილად გამოირჩევა სხვა ონლაინ კაზინოებისგან. იმ უზარმაზარი არჩევნიდან, რომელსაც კაზინო მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებით პოპულარობით გამოირჩევიან Diamond Stars, Age of the Gods, Jack in a Pot, Dragon’s Luck, Stars Genie.

განვიხილავ PokerStars Casino-ს სამ ყველაზე პოპულარულ სლოტს:

  • The Expendables
expendables_slot

ფილმზე დაფუძნებული Megaways ეს სლოტი იხსნება მცირე შესავლით, სცენით, რომელიც თამაშს მუსიკასთან და გრაფიკასთან ერთად გარკვეულ ხიბლსა და ინტერესს ჰმატებს. სლოტში Big Time Gaming-მა შემოგვთავაზა 6 ძირითადი რიგი 2-7 სიმბოლოთი თითოში და 4X1 რიგი მაღლა. ამის გათვალისწინებით მოთამაშეს 324დან 117,649 გზა ეძლევა მოგების, დამოკიდებულია იმაზე, თავად რომელზე გადაწყვეტს თამაშს. აღსანიშნავია ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც სლოტი აქრობს მომგებიან სიმბოლოებს იმისთვის, რომ ადგილი დაუთმოს ახალი სიმბოლოების კასკადს ახალი მოგებებისთვის. ფსონის დიაპაზონი $0.20 დან $20მდეა სხვადასხვა ავტო-ოფციებით. თავდაპირველად საჭიროა ფსონის განთავსება, შემდეგ „დატრიალება“ და დოლურები იწყებენ მოძრაობებს. მოგება დამოკიდებულია სიმბოლოთა ურთიერთგანლაგებაზე დოლურაში. სლოტში უფასო სპინების მოგებაცაა შესაძლებელი, კონკრეტულად 4-ის, 5-ის, 6-ის და 7-ის ამოსვლისას შესაძლებელია დაჯილდოვდეთ 12, 16, 20 ან 14 უფასო სპინით.

  • Legacy of Dead
legacyofdead_slot

Play n’ Go-ს ამ სლოტს Legacy/Book/Dead სხვა სლოტებისგან განსხვავებით დახვეწილი და გაუმჯობესებული გრაფიკა და მაღალი რეზოლუცია აქვს. თამაში 5 დოლურიანია 10 ფეილაინით და ფსონის დიაპაზონი $0.10 დან $100-მდე იძლევა. აღსანიშნავია უფასო სპინები, რომლებიც მოთამაშეს მეტის მოგების საშუალებას აძლევენ- 10 სპინის მოსაგებად მოთამაშეს 3 ან მეტი უნდა ამოვიდეს, რითიც ბონუს თამაშს გახსნის. 3, 4-ის, ან 5-ის კომბინაციები კი ფსონს ზრდის 2-ჯერ, 20-ჯერ ან 200-ჯერ. თამაში თავად ირჩევს ერთ სიმბოლოს, რომელიც გამორჩეული ხდება, ამის შემდეგ თამაშის მიზანია, რომ ამორჩეული სიმბოლო რომელიმე დოლურაზე დაეცეს (ტუტანხამონზე დაცემისას მოგების ყველაზე დიდი შანსია). მიუხედავად იმისა, რომ Play n’ Go-ს უმეტესობა სლოტების სთორი ლაინის განვითარება ერთმანეთს ემთხვევა, ეს თამაში თავისი განსხვავებული გრაფიკით და შემოთავაზებული ბონუს რაუნდებით მათ ნამდვილად ჯობს და მოთამაშეს მოგების კარგ შანსებს აძლევს.

  • God of Storms
godofstorms_slot

Playtech-ის ბერძნულ მითოლოგიაზე დაფუძნებული სლოტი „God of Storms” თავისი გრაფიკით, ანტიკური სცენებითა და ისტორიით, სიმბოლოებითა და დეტალიზმით უძველეს დროში გამოგზაურებთ. სლოტიდოლურისგან და 25 ფეილაინისგან შედგება, სადაც ფსონის დიაპაზონი $0.25 დან $500-მდეა და გვხვდება ბონუს რაუნდიც. სიმბოლოები დოლურებში მოიცავენ ვაზებსა და ქოთნებს, მშვილდოსანს, ნადირის ქალღმერთს, ჰიდრასა და სპარტანს. თამაშის მთავარი მიზანი არგოს (გემის) დაცემა დოლურაზე. როდესაც ეს მოხდება, მოთამაში ახალ ფუნქციას გახსნის, სადაც მას ექნება შესაძლებლობა მოიგოს უფასო სფინი. თამაში იზრდება 2x-მდე, შემდეგ 3x-მდე და საბოლოოს 5x-მდე. თამაშში ჯეკპოტის მოგების დიდი შანსიცაა – ჯეკპოტის თამაშში შესვლისას 4×5-ზე ბადეს დაინახავთ 20 კვადრატით – მთავარია 3 სიმბოლოს დაწყვილეტა 4დან 1 ჯეკპოტის მოგებისთვის!

PokerStars Casino – Casino Races

„Casino Races” ონლაინ კაზინოს მიერ შემოთავაზებული განსხვავებული თამაშია, რომელში დარეგისტრირება უფასოცაა და რომელიც მომხმარებელს აძლევს უდიდეს შესაძლებლობებს და შანსს, რომ მოიგოს უზარმაზარი პრიზი.

“Race”-ში დარეგისტრირება მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია, ვინაიდან ის მუდმივად მიმდინარეობს. რეგისტრაციისთვისა და მონაწილეობისთვის არ არის საჭირო თანხა. თამაშებზე ფსონების დადებით, მოთამაშე ქულების დიდი რიცხვის დაგროვებით ლიდერთა შორის ხვდება. აღსანიშნავია, რომ თამაშისთვის არაა საჭირო დიდი თანხის შეტანა, კაზინოს მინიმუმი დეპოზიტის შეტანის შემდეგ შენმა დადებულმა ფსონმა, რომელიც შეიძლება სულ რამდენიმე ცენტს შეადგენდეს, შეიძლება სხვა მოთამაშის მაქსიმუმს გადაუსწროს. თამაშის დასრულებისას ყველაზე მეტი ქულის მქონე ლიდერი ჯილდოვდება.

PokerStars Casino ლაივ კაზინო / PokerStars Casino Live Casino

pokerstars_live

ისევე როგორც თამაშის სხვა სახეობებში, PokerStars Casino ლაივ კაზინოშიც თავაზობს მომხმარებელს საუკეთესო პლატფორმას. აქ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს თამაში 15 სხვადასხვა პროვაიდერისგან, როგორებიც არიან  NetEnt, Playtech, Microgaming, Nyx Interactive, Blueprint Gaming, Leander Games, Quickspin, Big Time Gaming, Red Tiger Gaming და სხვები.

PokerStars Casino-მ მომხმარებელს შესთავაზა პოკერის, ბლექჯეკის, ბაკარას, რულეტის და ასევე „Sic Bo” თამაშებიც.

განვიხილოთ თითოეული მათგანი მოკლედ:

  • ბლექჯექი – ამ სექციაში მომხმარებელს მაგიდათა ათობით რაოდენობა ხვდება. აღსანიშნავია, რომ ისინი სხვადასხვა ადგილობრივ ენებზე (გერმანული, რუსული, ესპანური, შვედური, თურქული, ფრანგული, ბერძნული და სხვები) არიან ადაპტირებულები.  თამაშის დაწყება $0.50-დან შეგიძლია და ფსონები ათასობით დოლარამდე ადის VIP და ელიტ მაგიდებზე.
  • რულეტი- რულეტის ლაივ დილერის სექციაში მაგიდათა უზარმაზარი არჩევანი გეშლებათ თვალწინ და  აქაც, ისევე როგორც ბლექჯექზე PlayStars Casino მომხმარებელს მაგიდებს სხვადასხვა ენებზე სთავაზობს: გვხვდება როგორც ევოლუშენის, ასევე საკუთარი მაგიდების დიდი არჩევანიც:  უმეტესად გვხვდება სტანდარტული ევროპული რულეტი, თუმცა არის ავტო-რულეტ მაგიდებიც, სადაც თამაში მარტო შეიძლება.
  • პოკერი – ამ სექციაში ოთხი სხვადასხვა სახის პოკერის მაგიდა გვხვდება (Casino Hold’em, Ultimate Texas, Three Card და Caribbean Stud). ორ მათგანში (Casino Hold’em და Casibbean Stud Poker-ში) პროგრესული ჯეკპოტის მოგების შესაძლებლობა ეძლევა მოთამაშეს, რომლის მიხედვითაც გამარჯვების შემთხვევაში თანხის განაწილება სხვა გამარჯვებულებთან გიწევს.
  • ბაკარა –  აქ მომხმარებელს ნამდვილად ფართო არჩევანი ეშლება: სტანდარტული ბაკარა მაგიდიდან დაწყებული amb, speed, no commission ბაკარისა და მინი-ბაკარა სქვიზით დამთავრებული. ფსონები 1 დოლარიდან იწყება 15000-მდე, ასე რომ ის გათვლილია ყველა სახის ონლაინ-მოთამაშეზე.

PokerStars Casino მობილური კაზინო  / PokerStars Mobile Casino

pokerstars_mobile

PokerStars Casino მომხმარებელს საშუალებას აძლევს ითამაშოს ბლექჯექი, რულეტი, ლაივ კაზინო და სლოტები iOS-ს, Windows და ანდროიდ სისტემებზეც ტელეფონსა და ტაბლეტში მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომფორტულად და მარტივად ისარგებლოს ონლაინ კაზინოთი ნებისმიერი ადგილიდან. გადმოსაწერი ლინკები კაზინოს მთავარ საიტზე pokerstarscasino.com/mobile არის მოცემული. აპლიკაცია ოპტიმიზებული და მორგებულია ნებისმიერ სისტემას და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს. მენიუს მოხერხებული, მინიმალისტური სისტემა ფარავს საიტის ყველა ნაწილს და მოთამაშეს რეგისტრაციის, სალაროს და საჭირო კითხვებზე პასუხის მიღების ფუნქციას აძლევს მარტივად. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ბრაუზერში საიტი შეიძლება არასრულყოფილი და ნელი იყოს, აპლიკაცია სრულად აკმაყოფილებს მოთამაშის სურვილებს და გათვლილია მათ კომფორტზე.

PokerStars Casino – გადახდის მეთოდები / PokerStars Casino Payment methods

pokerstars_payment

PokerStar Casino-ს გადახდის მეთოდები მოქნილი და მრავალმხრივია, თანხის ჩარიცხვის და გამოტანის საკმაოდ ბევრი ხერხი არსებობს, ამასთან ერთად ყველაფერი საკმაოდ თვალსაჩინოა საიტზე შესვლისთანავე. საკმარისია მხოლოდ დავაჭიროთ “Deposit”-ს (იხილეთ მოცემულ სქრინზე) და იშლება თანხის ჩარიცხვის ხერხები (იხილეთ დაბლა). დეპოზიტის გაკეთება ასევე შესაძლებელია საკუთარ პროფილზე დაკლიკებით და შემდეგ „Cashier” ველის მონიშვნა.

გასათვალისწინებელია, რომ საიტს დაბალი მინიმალური დეპოზიტის ზღვარი აქვს, რომელიც შეადგენს 10 დოლარს. არანაირი ტრანზაქციის ხარჯი არ გემატებათ დაბლა აღნიშნული სადეპოზიტო მეთოდების გამოყენებისას. მიღებული ვალუტებია CAD, EUR, GBD, SEK, USD.

თანხის შეტანა შესაძლებელია:

  •  
  • Visa/MasterCard ბარათით;ჩეკით;
  • Neteller ელექტრონული საფულით;
  • Skrill ელექტრონული საფულით;
  • Webmoney ელექტრონული საფულით;
  • ბანკიდან ტრანზაქციით;

თანხის გამოტანა შესაძლებელია:

  • Visa/MasterCard ბარათით;
  • Neteller ელექტრონული საფულით;
  • Skrill ელექტრონული საფულით;
  • WebMoney ელექტრონული საფულით;
  • ბანკიდან ტრანზაქციით;

აღსანიშნავია, რომ 72 საათის ნაცვლად თანხის გამოტანა 24-48 საათშია შესაძლებელი (ზუსტი დრო გამოტანის მეთოდზეა დამოკიდებული). ელექტრონული საფულით თანხის გამოტანა 24 საათის შემდეგაა შესაძლებელი, ხოლო საკრედიტო ბარათით 3-5 დღე მუშავდება; ბანკი 3-7 დღეში ასრულებს ტრანზაქციას და ჩეკები დაახლოებით 7-15 დღის მანძილზე.

PokerStars Casino მომხმარებელთა მხარდაჭერა / PokerStars Casino Support

pokerstars_support

სერვისი, რაც კაზინოს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, PokerStars Casino-ს ნამდვილად გამართული და ხარისხიანი აქვს:

ონლაინ კაზინოში ლაივ ჩათის სერვისი 24 საათის განმავლობაშია ჩართული და ყოველთვის მზადაა მომხმარებლის დასახმარებლად, ჩათის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა ენებზე: ინგლისურზე, გერმანულზე, პორტუგალიურზე, ესპანურზე, ფრანგულზე და შვედურზე. ენათა მრავალფეროვნება საკმაოდ კარგ სამომხმარებლო სერვისზე და კომპანიის მაღალ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს.

ამასთან ერთად საიტზე ხელმისაწვდომია მათი ელექტრონული ფოსტა, საკმარისია მხოლოდ შევიდეთ help სექციაში, შემდეგ contact us, მივუთითოთ მეილი, პრობლემა და აღვწეროთ ის. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა სერვისის წარმომადგენლები საკმაოდ მცოდნეები იყვნენ და შეძლეს საკმარისი და შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება.

ამას გარდა ვებსაიტზე შეგვხვდება კატეგორიების მიხედვით დაყოფილი თემები თითქმის ყველა თემასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მომხმარებელს გაუჩნდეს. დახმარების სექცია საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ მომხმარებელმა თავად შეძლოს საჭირო კითხვებზე პასუხი, ამასთან ერთად საქმეს რაც ამარტივებს არის „Search” ველი, სადაც key-wordებით საჭირო ინფორმაციის პოვნას შეძლებთ.

აღნიშნულ სქრინებში კარგად ჩანს ყველაზე ხშირად მოძებნადი თემები, კატეგორიები და კლასიფიკაცია.

PokerStars Casino რეგისტრირება / PokerStars Casino Registration

pokerstars_regsitration

PokerStars Casino-ში რეგისტრაცია საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია, ამისთვის სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო:

ონლაინ კაზინოს საიტზე შესვლისთანავე მაღლა ველში, მარჯვენა მხარეს გამოისახება უკვე არსებულ აქაუნთზე შესვლის (login) და დარეგისტრირების ფუნქციები. Join-ს დაწოლისთანავე გამოჩნდება გრაფა, სადაც მივუთითებთ ჩვენს ქვეყანს, იმეილს, სახელს და პაროლს. ამის შემდეგ უნდა დავეთანხმოთ კაზინოს Privacy policy-ს და დაადასტუროთ, რომ 18 წლის ან მეტის ხართ და რეგისტრაცია დასრულებულია. რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი უკვე პირველად თანხის ჩარიცხვას გულისხმობს. გაითვალისწინეთ, რომ დარეგისტრირებისას გამოიყენოთ პრომო კოდები, რომლებიც უფასო სპინებს და თანხის გაორმაგების საშუალებას მოგცემთ (მოცემულია მაღლა).

PokerStars Casino ლიცენზია / PokerStars Casino License

ლიცენზია და უსაფრთხოება ონლაინ კაზინოს ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, თუმცა ამ მხრივ PokerStars Casino მომხმარებელს სრულიად არწმუნებს მის სანდოობაში. მისი ბრენდის რეპუტაციის გარდა, კაზინო ლიცენზირებულია Malta Gaming Authority, Isle of Man Gambling Supervision Commission, UK Gambling Commission და Swedish Gambling Authority-ს მიერ, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაზინოს სერვისი სრულიად უსაფრთხო, ხარისხიანი და სანდოა. მის სანდოობაში დარწმუნება რთული არ არის: ონლაინ კაზინო უზარმაზარი მასშტაბისაა, რომლის შემოსავალიც მილიონობით დოლარს ითვლის ყოველწლიურად.

ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ კაზინო ყველანაირად ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა სარგებლობას საიტით და დამოკიდებულებას აზარტულ თამაშებზე. PokerStars Casino დამოკიდებულ მომხმარებლებს თავიანთ საიტზევე ეხმარება დამოკიდებულების აღმოჩენაში სპეციალურად დასმული კითხვებისა და ტესტების მოცემით; ასევე ის მომხმარებელს აძლევს საშუალებას გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ თავს შეუზღუდოს საიტით სარგებლობის უფლება (ინსტრუქცია მოცემუია საიტზე), შეზღუდვის მოხსნა მომხმარებელს დროის გასვლამდე არ შეუძლია და ვრცელდება ყველა თამაშზე. ამასთან, შესაძლებელია საკუთარ ფულსა და დეპოზიტებს, ბიუჯეტს დაუწესო ლიმიტები, კვირეულად. მოცემულია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა მხარდაჭერის საიტები ევროპის რიგი ქვეყნებისთვის და რჩევები, როგორ უნდა აირიდო დამოკიდებულება, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ PokerStars Casino ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და ცდილობს, აზარტული თამაშები ასოცირდებოდეს გართობასთან და სიამოვნებასთან.

PokerStars ხშირად დასმული კითხვები / PokerStars FAQ

  1. როგორ გავაკეთო დეპოზიტი?

თქვენს აქაუნთზე შესვლისას შედით თქვენი აქაუნთის მენიუში, შემდეგ Cashier-ში, შემდეგ „Make a deposit”. ზემოთ ჩამოთვლილი საბანკო ბარათების ან ელექტრონული საფულეების მონაცემების, თანხის მითითებით და დადასტურებით ჩარიცხავთ თანხას.

  • როგორ გავანაღდო მოგება?

თქვენ აქაუნთზე შესვლისას შედით თქვენი აქაუნთის მენიუში, შემდეგ Cashier-ში, სადაც თქვენი ბალანსი გამოისახება. დააჭერთ „Withdraw” და შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილთაგან თქვენთვის საჭირო საშუალებას თანხის გამოტანისთვის.

  • როგორ აღვადგინო პაროლი?

ამისთვის საჭიროა თავდაპირველად დააკლიკოთ საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ Login-ს, გამოისახება ველები username-სა და პაროლის ჩასაწერად, შემდეგ Forgot password. შეიყვანთ თქვენს username-ს ან მეილს, რის შემდეგაც მეილზე მოგივათ პაროლის შეცვლის ინსტრუქცია.

  • როგორ შევცვალო პაროლი?

პაროლის შესაცვლელად შედით საკუთარ აქაუნთში, შემდეგ “Stars Account Details”, შემდეგ Password, სადაც ახალი პაროლის შეყვანას, გამეორებას და დადასტურებას (Apply) შეძლებთ.

  • კონტაქტი

ზედა ველში მოცემულია “Help” ველი, გამოისახება გრაფები სხვადასხვა საკითხების მიხედვით, შემდეგ „Contact Us”. აირჩევთ მიზეზს დაკავშირებისთვის, სათაურს, მიუთითებთ თქვენს მეილს და პრობლემას, რის გამოც უკავშირდებით ცენტრს.