Igrosoft – მიმოხილვა
იგროსოფტი რუსეთში 1999 წელს დაარსდა და თავდაპირველად კაზინოებს აწვდიდა სპეციალურ მოწყობილობებსა და სლოტ მანქანებს. თანდათან ბიზნესი ონლაინ სივრცეშიც წამოიწყო და პოპულარობა მოიპოვა მოთამაშეებში.
იგროსოფის სლოტები ძალიან პოპულარულია იმის გამო, რომ თავდაპირველად მათ კაზინოს აპარატებში თამაშობდნენ, სანამ ონლაინ სივრცეში გადავიდა. და მიუხედავად იმისა, რომ იგროსოფტის პროდუქცია ბევრად ჩამორჩება მის სხვა კონკურენტი პროვაიდერის პროდუქტს, ის მაინც ინარჩუნებს პოპულაობას. ეს ის უნიკალური მაგალითია, როდესაც თამაშების ცნობადობა ათწლეულების მანძილზე არ ქრება, მიუხედავად იმისა, რომ იგროსოფტი არ გამოირჩევა თამაშების სიმრავლით.
ბოლო თამაში, რომელიც იგროსოფტის მიერრ იყო შექმნილი იყო Crazy Monkey 2. ამ თამაშის მერე ახალი თამაში არ შექმნილა, გარდა იმისა, რომ არსებული თამაშების მოდერნიზაცია ხდებოდა, და ბოლოს 2019 წლის მარტში კომპანიამ გადაწყვიტა ახალი თამაში შეექმნა Pumpkin Fairy-ს სახელწოდებით.
Igrosoft-ის თამაშები
- Fruit cocktail / Fruit cocktail 2
- Crazy Monkey / Crazy Monkey 2
- Garage
- Gnome
- Island / Island 2
- Keks
- Lucky Haunter
- Pirate / Pirate 2
- Resident
- Pumpkin Fairy
- Rock Climber
- Sweet life / Sweet Life 2
- Roll Fruit
Igrosoft სლოტების თავისებურებები
იგროსოფტის სლოტების სავიზიტო ბარათი არის სიმარტივე. ფუნქციონელურობისმხრივ ძალიან პრიმიტიული სლოტებია, სადაც სულ 9 ხაზია, რისკ თამაში და ერთი ბონუს რაუნდი. ამ სლოტს უფასო დატრიალების ფუნქცია არ გააჩნია. ამ სიმარტივეში იგროსოფტის სლოტს აქვს უპირატესობაც. დღეს, სლოტების უმრავლოსებაში არ არის შესაძლებელი სასურველი რაოდენობის ხაზების არჩევა, არის ხაზების ფიქსირებული ოდენობა, იგროსოფტის სლოტებში კი მოთამაშეს თავად შეუძლია არჩევა. უპირატესობა ამ სლოტებში იმაშიც მდგომარეობს, რომ მოგების მხრივ, არა აქვს მნიშვნელობა მარცხენა თუ მარჯვენა მხრიდან იქნება შეგროვებული კომბინაციები, სხვა მრავალ სლოტში კი მხოლოდ ერთ მხარეს ანაზღაურებენ.
რისკის თამაშის დროს აუცლებელია, რომ დილერის კარტი იყოს მოთამაშის კარტზე მაღალი, მოთამაშე ოთხი კარტიდან ირჩევს ერთს.
როგორ მუშაობს Igrosoft-ის სლოტები?
იგროსოფტის სლოტებს ერთი დიდი ნაკლოვანება აქვთ, ისინი ლიცენზირებული არ არიან. მათი RNG (შემთხვევითი ციფრების გენერატორი) არ არის შემოწმებული და ტესტირებული, შესაბამისად ვერც ერთი ვერ იტყვის, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს თამაში.
მიუხედავად იმისა, რომ თამაშები არ არიან ლიცენზირებული, ისინი მაინც გვხვდებიან ლიცენზირებულ ონლაინ კაზინოებში. ეს იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ იგროსოფტმი თანამშრომლობს ისეთ პლატფორმებთან როგორიცაა Slotegrator და EveryMatrix.
Igrosoft დასკვნა
თუ თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ლიცენზირებას და თქვენ გსურთ ნოსტალგიას ჩაეუფლოთ, შეგიძლიათ აღნიშნული სლოტები ითამაშოთ. ისინი ძალიან მარტივი, გასაგები და გრაფიკულად ძალიან პრიმიტიული სლოტებია. ამ სლოტების თამაში დღეს ბევრ კაზინოშია შესაძლებელი, ეს იმიტომ, რომ მომხმარებელს მოსწონს თამაშები და ითხოვს მათ.